წმინდა მენელსაცხებლე დედანი, მართა და მარიამი, მართალ ლაზარეს დანი (I) – 04 (17) ივნისი
წმინდა მენელსაცხებლე დედანი, მართა და მარიამი, მართალ ლაზარეს დანი (I) – 04 (17) ივნისი
იერუსალიმის მახლობლად, მცირე დაბაში, რომელსაც დღესაც ბეთანია ჰქვია, ცხოვრობდა მართალი ლაზარე, უფლის მეგობარი, იუდეველი, აღმსარებლობით - ფარისეველი.

გარდამოცემით, ქრისტე ხშირად სტუმრობდა სვიმეონ ფარისევლის - ლაზარეს მამის - სახლეულს და, ალბათ, სწორედ აქ იქცა მათი ურთიერთობა მეგობრობად.

ვნების ჟამი ახლოვდებოდა... უფალი იორდანეზე იმყოფებოდა, როდესაც ლაზარეს სნეულებისა და შემდგომ - სიკვდილის ამბავი შეიტყო და მოწაფეებს აუწყა: - "ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღვიძო იგი (იოან. 11, 11); მცირე ხნის შემდეგ კი წარმოთქვა: {"ლაზარე მოკუდა" (იოან. 11, 14).

ლაზარეს დების, მართასა და მარიამის თხოვნით ბეთანიას ჩასულ მაცხოვარს მარიამი ამ სიტყვებით მიეგება: - "უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არმცა მომკუდარ იყო ძმაი იგი ჩემი. არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ რაიცა იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან" (იოან. 11, 21).

როდესაც ლაზარეს საფლავისათვის ლოდის მოშორება დააპირეს, მართამ უთხრა უფალს: - "უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს" (იოან. 11, 43).

მაგრამ საკმარისი იყო, უფალს ეთქვა: - ლაზარე, გამოვედ გარე!", რომ გარდაცვლილს მყისვე დაეტოვებინა სიკვდილი და სუდარაში გახვეული სიცოცხლეში გამოსულიყო...

მრავალი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი. მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა.

უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი. უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა. მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს? მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.

ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას - მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო. ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია. რადგანაც იესო ჯერ იდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა.

როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო.

მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით, ვითარცა მრისხანე და თქვა:

- სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე. მაშინ აცრემლდა იესო. იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი.

ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო? ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ.

იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ. უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი. და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა:

- მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა:

- ლაზარე, გამოდი გარეთ! და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს. მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი. ზოგიერთი მათგანი კი წარვიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა. (იოანე 11, 1 - 46)

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. მართა და მარიამი მთავარდიაკონ სტეფანეს მკვლელობის, იერუსალიმის ეკლესიებზე დევნისა და წმინდა ქალაქიდან ლაზარეს განდევნის შემდეგ, თან ახლდნენ ძმას სხვადასხვა ქვეყანაში და შეეწეოდნენ მოციქულებრივ ღვაწლში.

ცნობები წმინდა დების აღსრულების ადგილისა და დროის შესახებ არ შემონახულა. უფლის ნებით მოგვიანებით ლაზარე კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა...

იმპერატორმა ლეონ ბრძენმა საღვთო გამოცხადების შემდგომ ლაზარეს წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლს გადააბრძანა, ტაძარი აუგო, პატივით ჩააბრძანა ძვირფას ლუსკუმაში და საკურთხევლის პირდაპირ, შესასვლელის მარჯვნივ დააბრძანა...

ისინი დღესაც იქ განისვენებენ და თურმე საოცარ სურნელს გამოსცემენ...

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედათა შორის წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა I საუკუნეში ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat