ღირსი ისიდორა სალოსი (IV საუკუნე) - 10 (23) მაისი
ღირსი ისიდორა სალოსი (IV საუკუნე) - 10 (23) მაისი
ღირსი ისიდორა ეგვიპტეში, ტავერნის მონასტერში იღვწოდა, რომელსაც ქრისტეს სიყვარულისთვის თავი ისე მოესულელებინა, ყველას შეპყრობილი ეგონა.

ამ წმინდა დედას სიმდაბლით სათნოებათა უმაღლესი მწვერვალისთვის მიეღწია. სხვა ქალწულები მას ისე ამცირებდნენ, მასთან ერთად პურის ჭამასაც არ კადრულობდნენ. ისიდორა კი ამით ხარობდა, ჭკუაშემცდარივით სამზარეულოში მიმოდიოდა და ყოველგვარ შეურაცხ მსახურებას მორჩილად აღასრულებდა, თითქოს მასზე ეთქვათ-"ვისაც უნდა დიდი იყოს თქვენ შორის, იყოს თქვენი მსახური" (მარკოზი 10,43), ანდა: "თუ ვინმეს ამ სოფელში თავი ბრძნად წარმოუდგენია, გაუგუნურდეს, რათა ბრძენი გახდეს" (I კორ. 3.18).

ამ მონასტრის დედები საკუთარ შესამოსლებს და კუნკულებს ატარებდნენ. ქრისტესთვის გასალოსებულ დედას კი თავი ძველი თავსაბურავით დაებურა და ყველაფერს ასე აღასრულებდა. ნეტარი ქალწული სამას მონაზონს შორის არც ერთს უხილავს ჭამის დროს, არასოდეს დამჯდარა მათთან მაგიდასთან, არც პურის ნატეხი აუღია, არამედ მხოლოდ ტაბლიდან დაყრილ ნამცეცებს იხმევდა და ჭურჭლის ნარეცხს ჭამდა. ასეთი საზრდო კმა იყო მისთვის. ფეხშიშველი იარებოდა, დრტვინვისა და ლაპარაკის ნაცვლად დუმილი გამოერჩია და უხმოდ დაითმენდა სხვათაგან გინებას, წყევლასა და სიძულვილს.

ერთ გამოცდილ და განთქმულ მოღვაწეს, პიტირიმს ერთხელ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და სალოსი ქალწულის ღირსების შესახებ აუწყა. მარტომყოფ ბერს ყველა განადიდებდა. გამოცხადებისას ზეციურმა მაცნემ აუწყა:-"რატომ გგონია, რომ შენი ღვაწლით ყველას გარდაემატე? განა არ გსურს, შენზე უპირატესი დედა იხილო? მაშ, წადი ტაბენესში, იქ, მონასტერში იპოვი ერთ ქალწულს, რომელსაც თავზე ძველი თავსაბურავი ახურავს. ის შენზე უმჯობესია, რადგან დიდ შფოთში უწევს ტრიალი, ყველას მორჩილად ემსახურება და არასოდეს შეცვლილა მისი გული ქრისტესთვის ამდენი შეურაცხყოფისა და დამცირების გამო. შენ კი აქ დამჯდარხარ, ქალაქისგან მოშორებით, და გონებით სცდები, რადგან არასოდეს გასულხარ სოფელში!"

Eეს რომ ისმინა, წმინდა პიტირიმი მაშინვე ტაბენესის მონასტრის გზას დაადგა, წინამძღვარს შეევედრა, რომ დედათა სამყოფლისკენ წაეყვანა. მისმა მხილველმა ტაბენესელმა ბერებმა ძალზე გაიხარეს და მოღვაწეობაში დაბერებული მონაზონი მდინარეზე გადაიყვანეს. როცა დანიშნულ ადგილას მივიდნენ, ერთად ილოცეს.

მამა პიტირიმმა თითოეულ ქალწულთან პირისპირ შეხვედრა ითხოვა, როცა ყველა მონაზონი ერთად მოგროვდა, სალოსი დედა მათ შორის არ ჩანდა.

წმინდა პიტირუმმა შეკრებილებს ჰკითხა:

- ყველა მოიყვანეთ აქ?

- დიახ, ყველანი აქ გახლავართ!

წმინდანმა კი უთხრა:

- გაკლიათ ერთი, რომლის შესახებაც უფლის ანგელოზმა მაუწყა!

მაშინ დედებმა მიუგეს:

- ერთი სალოსი გვყავს, რომელიც სამზარეულოშია.

- მომგვარეთ ის, რათა ვიხილო!

სალოსი ქალწული დედებს არ დაემორჩილა, რამეთუ მასაც საღვთო გამოცხადება უნდა ჰქონოდა. მაშინ მონაზვნებმა იძულებით წამოიყვანეს და თან ეუბნებოდნენ, რომ მისი ხილვა წმინდა პიტირიმს სურდა.

როცა სალოსი ბერთან იძულებით მიიყვანეს, ქალწულის ძველმანებით დაბურულ სახეს შეხედა, ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა:

- მაკურთხე მე, ამმა!-ასე უწოდებდნენ დედებს.

ნეტარი დედა თავადაც ჩაუვარდა პიტირუმს ფეხებში და შეჰღაღადა:

- თავად შენ მაკურთხე, ამბა და ჩემო მამავ!

Aამის მხილველმა დედებმა პიტირიმს სთხოვეს:

-თავს ნუ იმცირებთ, რადგან ის, ვისაც კურთხევას სთხოვთ, სულელია!

მაშინ მამა პიტირიმმა აღმოთქვა:

- თავად ხართ სულელნი, ეგ კი თქვენზეც და ჩემზეც უპირატესია და ყველა ჩვენგანის დედაა. ამიერიდან ვილოცებ, რომ განკითხვის დღეს მისი მსგავსი პატივის ღირსი გავხდე!

ქალწულებმა წმინდანის ნათქვამი რომ ისმინეს, ფეხებში ჩაუცვივდნენ, ტიროდნენ და ხმამაღლა აღიარებდნენ ყველაფერს, რაც ნეტარი დედისთვის დაეშავებინათ.

ერთმა თქვა:-მე მას გამუდმებით ვკიცხავდი, მეორემ, – დავცინოდიო, სხვამ კი,-ვაგინებდიო.

თავად წმინდა ქალწული დუმდა, დედები კი განაგრძობდნენ:

-ჭურჭლის ნარეცხი მრავალგზის გადავასხი... მრავალჯერ ვგვემე, .დავაბრკოლე!

პიტირიმმა დედათაგან აღსარება ჩაიბარა და დალოცა. სალოსმა ქალწულმაც ილოცა მათთვის და კვლავ თავის სენაკს მიაშურა. ამის შემდეგ მონასტრის ყველა წევრი მას ემსახურებოდა და პატივს მიაგებდა. ნეტარ დედას კი ფრიად ემძიმა პატივი, რამდენიმე დღეში იდუმალ დატოვა მონასტერი და არავინ უწყის, საით წავიდა ან რა ვითარებაში აღესრულა.

ასეთი ღვთივსათნო ცხოვრებით იღვაწა სალოსმა ქალწულმა, რომელიც მრავალთ ექცა ჭეშმარიტი სიმდაბლის მაგალითად.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat