წმ. თეოდორა კონსტანტინოპოლელი (+940) - 30 (12.01 დეკემბერი
წმ. თეოდორა კონსტანტინოპოლელი (+940) - 30 (12.01 დეკემბერი
წმ. თეოდორა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა X საუკუნის I ნახევარში. იგი გათხოვილი იყო, შემდეგ დაქვრივდა და ღმრთისმოშიშ ცხოვრებას ეწეოდა - გლახაკებსა და მოგზაურებს ემსახურებოდა. ბოლოს მონაზვნობა მიიღო და ღირსი ბასილი ახლის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა. როდესაც თეოდორა გარდაიცვალა, წმ. ბასილი ახლის მოწაფე, გრიგოლი ევედრა მოძღვარს, წმინდა მონაზვნის იმსოფლიური ხვედრი ეუწყებინა მისთვის. მისი ვედრებით და ბასილი ახლის ლოცვით გრიგოლს ძილში საოცარი ხილვა ეჩვენა: იგი აღმოჩნდა საოცარ, მშვენიერ ბაღში, სადაც თეოდორას შეხვდა და გამოჰკითხა ყველაფერი, რაც აინტერესებდა. წმინდანმა უთხრა: `საყვარელო შვილო, არ ძალმიძს მოგიყვე ყოველივე, რაც თავს გადამხდა. იმგვარ შიშსა და ძრწოლას განვიცდი, ბევრი რამ დამავიწყდა, მით უფრო, რომ ისეთი სახეები ვნახე და ისეთი ხმები მოვისმინე, აქამდე არც არსად მინახავს და არც არსად მსმენია. ერთი კი შემიძლია გითხრა: წარწყმედა მელოდა ჩემი საქმეებისათვის, ჩვენი მამის, ბასილის ლოცვა რომ არ შემწეოდა, მისი ლოცვით სიკვდილის ლოცვა შემიმსუბუქდა.~
შემდეგ ღირსმა თეოდორამ უამბო, თუ როგორ აშინებდნენ სიკვდილის ჟამს უეცრად გაჩენილი ბოროტი სულები. მათ თან დიდი წიგნები მოიტანეს, რომლებშიც მისი ცოდვები იყო ჩაწერილი, და მოუთმენლად ელოდნენ მსაჯულს, რომელიც საცაა უნდა გამოჩენილიყო. ღირსი თეოდორა ისეთმა ძრწოლამ შეიპყრო, რომ სასოწარკვეთილების პირას მივიდა და აქეთ-იქით ყურება დაიწყო, იქნებ ვინმემ მომაცილოს ეშმაკებიო. ამ დროს მის გვერდით ორი ანგელოზი გაჩნდა და ბოროტი სულები მყისვე მოშორებით დადგნენ. `კაცთა მოდგმის შავბნელო მტრებო, რატომ აწუხებთ მომაკვდავის სულს? ამაოდ ხარობთ, თქვენ აქ არაფერი გერგებათ~, - უთხრა მათ ერთ-ერთმა ანგელოზმა. მაშინ ეშმაკებმა დაიწყეს ყველაფრის ჩამოთვლა, რაც კი ოდესმე შეუცოდავს ღირს თეოდორას სიტყვით, საქმით თუ გულისსიტყვით, თანაც ბევრ რამეს ამატებდნენ და ცილს სწამებდნენ წმინდანს.

ბოლოს სიკვდილიც მოვიდა, მან რაღაც ჩაასხა თასში და წმინდანს დაალევინა, მერე კი დანა აიღო და თავი მოჰკვეთა. 

- იმ წუთას საშინელი სიმწარე ვიგრძენი, შვილო, - განაგრძო წმ. თეოდორამ - სიკვდილმა სული ამომართვა და ისიც ისე სწრაფად გაეყარა სხეულს, როგორც ჩიტი წყდება ადგილს.

ღირსი თეოდორას სული ნათლით მოსილმა ანგელოზებმა აიტაცეს და მასთან ერთად ზეცისკენ გაფრინდნენ, სხეული კი მიწაზე დარჩა გახდილი სამოსელივით. მაშინ ბოროტი სულები კვლავ მიუახლოვდნენ მათ და უთხრეს ანგელოზებს: "ჩვენ ბევრი მისი ცოდვა ვიცით, პასუხი აგეთ მათზე". ანგელოზებმა გაიხსენეს წმინდანის ყველა კეთილი საქმე: მოწყალება, მოთმინება, მშვიდობისმოყვარეობა, სიმდაბლე, მარხვა და მრავალი სხვა. ამ დროს ღირსი ბასილი ახალიც გამოჩნდა და უთხრა ანგელოზებს:

- მფარველნო ჩემნო, ეს სული მე მემსახურებოდა, ჩემს სიბერესა და უძლურებას შეეწეოდა. ღმერთს ვევედრე მისთვის და ისმინა ჩემი.

მერე პატარა ზანდუკი მისცა ანგელოზებს და უთხრა:

- `როდესაც ჰაერის საზვერეების გავლა დაგჭირდებათ, გამოისყიდეთ იგი, ამოიღეთ ამ ზანდუკიდან განძი და მიეცით ბოროტ სულებს.

ანგელოზებმა ხელი მოჰკიდეს ღირს თეოდორას და ზეცისკენ წაიყვანეს. უეცრად გზაში პირველი საზვერე შემოხვდათ, რომელსაც უქმისმეტყველებისა და უხამსი ლაპარაკის საზვერე ჰქვია. მტარვალები წმინდანს ყველაფრის პასუხს სთხოვდნენ, რაც კი ოდესმე უთქვამს ცუდი, ვინმესთვის დაუცინია ან უწესო სიმღერები უმღერია. ყოველივე ეს წმინდანს დავიწყებული ჰქონდა, რადგან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ღმრთის სათნო ცხოვრება დაიწყო, ანგელოზებმა დაიცვეს იგი.

შემდეგი საზვერე სიცრუისა იყო. ამ საზვერის სასტიკი მცველნი გამძვინვარებით ეძგერნენ წმინდანს, მაგრამ ანგელოზებმა მისცეს განძი და მშვიდობით გასცდნენ მათ.

როდესაც მესამე საზვერეს - განკითხვისა და ცილისწამების საზვერეს მიადგნენ, წინ უხუცესი ეშმაკი წარდგა და დაიწყო მოყოლა, თუ ვის, სად და როგორ დასწამა ცილი ღირსმა თეოდორამ. ბევრი ტყუილი თქვეს, მაგრამ საკვირველი ის იყო, რა ზუსტად ახსოვდათ ეშმაკებს ყველაფერი, რაც თვითონ წმინდანს დავიწყებული ჰქონდა.

მეოთხე საზვერის - ნაყროვანებისა და მემთვრალეობის მსახურნი მგლებივით გამოცვივდნენ და მზად იყვნენ დაეგლიჯათ წმინდანი, ახსენებდნენ, როგორ ჭამდა ხოლმე იგი დილაობით ულოცველად, ან თუ ოდესმე უზომოდ უჭამია და მარხვა გაუტეხავს. ერთ-ერთმა ეშმაკმა სცადა ანგელოზებისთვის ხელიდან გამოეგლიჯა წმინდანი და თან ეუბნებოდა:

- შენ ხომ აღუთქვი უფალს წმინდა ნათლისღების დროს, რომ განეშორებოდი სატანას და ყველა მის საქმეს? ასეთი აღთქმის დადების მერე როგორღა სცოდე ამდენი?.

ეშმაკებს წმინდანის მიერ დალეული ღვინის ყველა ჭიქაც კი დათვლილი ჰქონდათ. როდესაც ღირსმა თეოდორამ თქვა:

- მართლაც ასე იყო, მე მახსოვს.

- ანგელოზებმა კიდევ მისცეს განძი ეშმაკებს ზანდუკიდან და ამ საზვერესაც გასცდნენ.

- იციან თუ არა მიწაზე მცხოვრებმა ადამიანებმა, რა ელით აქ სიკვდილის შემდეგ? - ჰკითხა ღირსმა თეოდორამ ანგელოზებს.

- დიახ, იციან, მაგრამ ამა სოფლის სიამენი იმდენად იპყრობს მთელ მათ ყურადღებას, რომ უნებლიედ ავიწყდებათ, რა ელით კუბოს ფიცარს იქით.


მიაღწიეს მეხუთე საზვერეს, სადაც ცოდვილნი უქმად გატარებული ყოველი დღისა და საათისათვის აგებენ პასუხს. აქვე განიკითხება საერო თუ სასულიერო პირთა მოწყინება და საკუთარი სულის ცხონებისათვის უზრუნველობა. აქედან ბევრი უფსკრულში ცვივა. ანგელოზებმა წმ. ბასილის ზანდუკიდან შეავსეს ღირსი თეოდორას ნაკლოვანებები და გზა განაგრძეს.

მეექვსე, ქურდობის საზვერე მათ თავისუფლად განვლეს. ასევე დაუბრკოლებლად გასცდნენ მეშვიდე, სიძუნწისა და ვერცხლისმოყვარეობის საზვერეს, რადგან, ღმერთის წყალობით, ღირსი თეოდორა ყოველთვის იმას სჯერდებოდა, რასაც ღმერთი აძლევდა და რაც ჰქონდა, იმასაც გლახაკებს უნაწილებდა.
მერვე საზვერის - ანგარების მცველები, რომლებიც მექრთამეობასა და მლიქვნელობას სჯიან, სიმწრისაგან კბილების ღრჭენას მოჰყვნენ, რადგან ღირს თეოდორას ვერაფერში გამოედავებოდნენ.

მშვიდობით მოიტოვეს უკან მეცხრე საზვერეც - ტყუილისა და ცუდმედიდობისა, მეათე - შურისა და მეთერთმეტე - ამპარტავნობისა.
მალე გზაზე მეთორმეტე საზვერე შემოხვდათ - მრისხანებისა. უხუცესმა ჰაერის მცველმა, მრისხანებითა და ამპარტავნობით აღვსილმა, ბრძანა ეტანჯათ ღირსი თეოდორა. ეშმაკებმა წმინდანს ყველა სიტყვა გაუმეორეს, რაც კი მრისხანების ჟამს დასცდენოდა, ისიც კი გაახსენეს, თუ ოდესმე თავისი შვილებისათვის რისხვით შეუხედავს ან მკაცრად დაუსჯია. ანგელოზებმა ისევ ზანდუკიდან მისცეს განძი ბოროტ სულებს.

ავაზაკებივით გადაუდგნენ გზაზე წმინდანს მეცამეტე საზვერის - ძვირისხსენების ეშმაკები, მაგრამ მწარედ ატირდნენ, რადგან ვერაფერი ნახეს თავიანთ ნუსხებში. მაშინ ღირსმა თეოდორამ გაბედა და ჰკითხა ერთ-ერთ ანგელოზს: საიდან იციან ეშმაკებმა, ვინ რა ჩაიდინა ცუდი ცხოვრების მანძილზე? ანგელოზმა უთხრა `ყოველი ქრისტიანი წმ. ნათლისღებისას იღებს მფარველ ანგელოზს, რომელიც უხილავად იცავს მას ყოველი ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე მიუძღვის, იგი იწერს ადამიანის კეთილ საქმეებს, მაგრამ არსებობს ბოროტი ანგელოზი, რომელიც თვალს ადევნებს ადამიანის ბოროტ საქმეებს და თავის წიგნში იწერს. ამ ცოდვებმა სულს შეიძლება სამოთხეში შესვლა აუკრძალონ და იმ უფსკრულში ჩააგდონ, სადაც თვითონ ბოროტი სულები ცხოვრობენ, და იქ იქნებიან ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, თუკი არავითარი კეთილი საქმე არ გააჩნიათ ისეთი, ეშმაკის ხელიდან რომ იხსნას. ვისაც სწამს წმ. სამება და ხშირად ეზიარება ქრისტეს წმ. საიდუმლოებებს, ის პირდაპირ ცად ადის დაუბრკოლებლივ - წმ. ანგელოზები იფარავენ და ღმერთის წმინდა სათნომყოფელნი მათი ცხოვრებისთვის ლოცულობენ. ამაოდმორწმუნე მწვალებლებისათვის კი, ვისაც თავის სიცოცხლეში არავითარი სარგებლობა არ მოუტანია, არავინ ზრუნავს და ვერც ანგელოზები შეაწევენ სიტყვას~.

მეთოთხმეტე, ავაზაკობის საზვერეში ტანჯავენ ყველას, ვინც ვინმეს ოდესმე გაბრაზებულმა ხელი ჰკრა, სილა გაარტყა ან იარაღი იხმარა - ამ საზვერესაც მშვიდობით გასცდნენ. უეცრად მეთხუთმეტე საზვერესთან აღმოჩნდნენ, რომელშიც ჯადოქრობა, მკითხაობა, გრძნეულება და ეშმაკის გამოძახება განიკითხება. იქაურ სულებს გველის სახე აქვთ, მათი მიზანი ადამიანის ცდუნება და გარყვნაა. ღმერთის მადლით, ღირსმა თეოდორამ ამ საზვერესაც მალე დააღწია თავი. შემდეგ მან ჰკითხა ანგელოზებს, ყოველი ცოდვისთვის ასე გამოიცდება კაცი, რაც კი სიცოცხლეში ჩაუდენია, თუ შესაძლებელია მიწაზე სრული განწმენდა ცოდვებისაგან, რათა საზვერეებში აღარ იტანჯოსო. ანგელოზებმა უპასუხეს, რომ ყველა ასე როდი იტანჯება საზვერეებში, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც, წმ. თეოდორას მსგავსად, სიკვდილის წინ გულწრფელი არ იყო აღსარებაში.
- მე რომ შიშისა და სირცხვილის გარეშე მეღიარებინა ჩემი ცოდვები სულიერი მამის წინაშე და შენდობა მიმეღო, დაუბრკოლებლად გავივლიდი ამ საზვერეებს, მაგრამ რაკიღა შემრცხვა ყველაფრის თქმისა, ამიტომ ვერც საზვერეებში ტანჯვას გადავურჩი. რა თქმა უნდა, დიდად მიშველა იმან, რომ ყოველთვის ვერიდებოდი ცოდვას.


შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ მეთექვსმეტე საზვერეს - სიძვისას. მის მცველებს დიდად გაუკვირდათ, რომ წმინდანმა დაუბრკოლებლივ მიაღწია იქამდე. ღირსი თეოდორას ცოდვების ჩამოთვლისას მათ ბევრი ტყუილი ბრალდებაც მოიგონეს, თან სახელებსა და ადგილებსაც იმოწმებდნენ. ასევე მოიქცნენ მეჩვიდმეტე საზვერის - მრუშობის მსახურნი.

მეთვრამეტე საზვერეს - სოდომის ცოდვისას, სადაც სისხლის აღრევა და ყოველგვარი უკუღმართი კავშირი განისჯება, აგრეთვე დაფარული საქმეები, რომელთა შესახებ, მოციქულთა თქმით, ლაპარაკიც კი სამარცხვინოა, წმინდანი სწრაფად გასცდა.

მეცხრამეტე საზვერეში, სადაც კერპთაყვანისმცემლობა და ყოველგვარი მწვალებლობა ისჯება, წმინდანს ვერაფერი დასწამეს. ბოლო, მეოცე საზვერე ულმობელობისა და სისასტიკისა იყო, სადაც ყველა უმოწყალო, სასტიკი და კაცთმოძულე იტანჯებოდა. იმ ადამიანის სულს, ვინც არ იმარხავს ღმერთის მცნებას - მოწყალე იქენითო, აქედან ჯოჯოხეთში აგდებენ და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იქ ტოვებენ. აბეზარი ფუტკრებივით შეესივნენ ეშმაკები წმინდანს, მაგრამ მაშინვე უკუიქცნენ. სიხარულით სავსე ანგელოზებმა წმინდანი ზეციურ კარიბჭეში შეიყვანეს. ანგელოზთა მოზეიმე დასი შეეგება მას და ღმერთის საყდართან მიაცილა. ამ დროს მათზე ორი ღრუბელი დაეშვა. თვალშეუდგამ სიმაღლეზე ღმერთის საყდარი ჩანდა, ისეთი თეთრი, რომ ყველას, ვინც მის წინაშე იდგა, ნათელს ჰფენდა.

თხრობა რომ დაასრულა, ღირსმა თეოდორამ გრიგოლი ზეციურ სავანეში შეიყვანა, ბაღი და სასახლე უჩვენა, ხოლო როცა გრიგოლმა, იქაურობის მშვენებით გაოცებულმა, მოისურვა უფრო დაწვრილებით გამოეკითხა ყველაფერი, ღირსმა თეოდორამ მხოლოდ ის უთხრა, ამ სიკეთეებს ისინი დაიმკვიდრებენ, ვინც სოფელში მრავალ ჭირსა და მწუხარებას დაითმენს და ქრისტეს მცნებებს დაიმარხავსო. გრიგოლი შინ დაბრუნდა. ამ დროს გაეღვიძა კიდეც და შეშფოთდა, ვაითუ ეს ხილვა ეშმაკისაგან იყოო, მაშინვე თავის მოძღვრისაკენ გაეშურა, მაგრამ ღირსმა ბასილიმ დაასწრო: თვითონვე უამბო, რაც იმ ღამეს ნახა და სთხოვა ჩაეწერა ყველაფერი, რათა სხვებისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო.
.........................

სურათის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler