ღირსი გრიგოლ მდუმარე (XV) - 07 (20) დეკემბერი
ღირსი გრიგოლ მდუმარე (XV) - 07 (20) დეკემბერი
ქრისტეს ეს წმინდა მსახური XIV საუკუნის დასაწყისში, ბალკანეთში, სავარაუდოდ, სერბეთში იშვა.

ჯერ კიდევ ჭაბუკმა, ისმინა რა წმინდა გრიგოლ სინელის (ხსენება 6 აპრილს) ცხოვრების შესახებ, მისკენ ისწრაფა. ამ უდიდესი მოსაგრის მიცვალების შემდგომ გრიგოლმა კონსტანტინოპოლი დაუტევა და წმინდა რომილეს (ხსენება 18 სექტემბერს) მიაკითხა ბიზანტია-ბულგარეთის საზღვარზე.

თუმცა, გარკვეული ხნის შემდგომ, თურქთა ხშირი თავდასხმების გამო, იძულებული შეიქნა, სულიერ მოძღვარ ილარიონთან ერთად იქაურობა დაეტევებინა და ზაგორს გადასულიყო.

ილარიონის გარდაცვალების შემდგომ გრიგოლმა ათონს მიაშურა, სადაც მცირე ხნის წინ დაფუძნებული წმინდა რომილეც დახვდა.

სამოღვაწეო ადგილად ჯერ ათონის სამხრეთი აირჩიეს, დიდი ლავრის სიახლოვეს, მაგრამ მალე იმდენმა ხალხმა მიაკითხა, იძულებულნი გახდნენ, შედარებით განმარტოებული ადგილი მოეძიათ.

1371 წელს, მაკედონიის სერბი დესპოტის, მთაწმინდის გავლენიანი მფარველის, იოანე უგლიშის გარდაცვალების შემდგომ იქაურობა თურქთა ახალი თავდასხმების თავისი სენაკის მახლობლად წმინდა ნიკოლოზის ახალი მონასტერი დააფუძნა, რომელიც დღეს თვით გრიგოლის სახელს ატარებს.

მოგვიანებით, თურქთა მოსალოდნელი შემოტევის გამო, ნეტარს ათონის დატოვება მაინც მოუწია და სერბეთს გადავიდა, რომელსაც საიმდროოდ კეთილღვაწლმშრომელი თავადი, წმინდა ლაზარე (ხსენება 15 ივნისს) მართავდა.

თავადმა დიდი სიხარულით მიიღო ათონიდან წამობრძანებული მამები, მათ შორის - რომილე და გრიგოლიც.

ღირსმა მამამ ახალ ნავსაყუდლად ერთი მღვიმე აირჩია, რომელიც მოგვიანებით წმინდა ნიკოლოზის პატივად, ტაძრად გარდაისახა, მოწაფეებთან ერთად კი გორნიაკის მონასტერი დააფუძნა.

მალე მის სიახლოვეს და მთელ სერბეთში მრავალი სავანე აღმოცენდა, რომელნიც ათონისა და სინას სულით სუნთქავდნენ.

ზოგიერთი წყაროს მოწმობით, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე ღირსი გრიგოლი კვლავ ათონს, მის მიერ დაფუძნებულ მონასტერს დაუბრუნდა.
მისი წმინდა ნაწილნი 1761 წლის ხანძრამდე სწორედ ამ სავანეში განისვენებდა, რის შემდგომაც სერბეთს გადააბრძანეს და მოგვიანებით არაერთგზის შეიცვალა ადგილი, ბოლოს კი გორნიაკის სავანეში დააბრძანეს.

არცთუ დიდი ხნის წინ სიწმინდე კვლავ ათონს, ნეტარი გრიგოლის მიერ იქ დაფუძნებულ სავანეში გადააბრძანეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat