წმინდა მარიამ ეგისიელი (+607) და ამავე დღეს ხსენებული წმინდანები - 15 (28) სექტემბერი
წმინდა მარიამ ეგისიელი (+607) და ამავე დღეს ხსენებული წმინდანები - 15 (28) სექტემბერი
წმინდა იოანე მოსხი მოგვითხრობს "ლიმონარში", რომ ერთხელ ორი ბერი ქალაქ ეღონიდან კილიკიის ქალაქ ტარსუსში მიდიოდა. გზაში ძალიან ჩამოცხა და, ღვთის განგებით, ბერები ერთ-ერთ სასტუმროში შევიდნენ დასასვენებლად. იქ დახვდათ სამი ჭაბუკი - ეღონში მიდიოდნენ და თან ერთი მეძავი ქალი მიჰყავდათ. ბერები მოშორებით დასხდნენ. ერთმა მათგანმა სახარება ამოიღო და კითხვა დაიწყო. ეს რომ დაინახა, მეძავმა თანამგზავრები მიატოვა და ბერს გვერდით მიუჯდა.
- უბედურო! - უთხრა მას ბერმა, - სირცხვილიც აღარ გაგაჩნია? მოდიხარ და ჩვენ გვერდით ჯდები!
- ნუ, მამაო, ნუ განმაგდებ, - მიუგო ქალმა, - მართალია, ყოველგვარი სიბილწით და არაწმინდებით ვარ სავსე, მაგრამ ღმერთმა როდი განაგდო მასთან მისული მეძავი დედაკაცი.
- არ განაგდო, რადგან დედაკაცმა იმ დღიდან თავი ანება ცოდვას, - უპასუხა ბერმა.
- და მეც, - შესძახა ქალმა, - ღმრთის შეწევნით ამიერიდან თავს ვანებებ ცოდვას!
მან მაშინვე მიატოვა ის სამი ჭაბუკიც და მთელი თავისი ქონებაც და ბერებს გაჰყვა. ბერებმა იგი ეღონის მახლობლად მდებარე ტონქიბას დედათა მონასტერში მიიყვანეს. ეს ამბავი თვითონ ყოფილ მეძავ ქალს უამბია წმინდა იოანესთვის. უკვე მოხუცი ყოფილა, როცა ის წმინდა იოანეს უნახავს და უთქვამს, საოცარი კეთილგონიერებით გამოირჩეოდაო. მას მარიამი ერქვა. რადგანაც 606 წელს წმინდა იოანეს ის ცოცხალი უნახავს, სავარაუდოდ, წმინდა მარიამი 607 წელს გარდაიცვალა.
....................

წმინდა მღვდელმთავარი ნიკიტა კიტრიელი - 15 (28) სექტემბერი
ეს ადგილობრივი წმინდანი მოიხსენიება მხოლოდ მღვდელმონაზონ მაკარი სიმონპეტრელის "სვინაქსარში".
........................

წმინდა ევსტოქი, იერუსალიმის პატრიარქი - 15 (28) სექტემბერი
ძველ იერუსალიმურ ჰაგიოგრაფიულ ხელნაწერებში ამ დღეს იხსენიება წმინდა ევსტოქი, რომელიც იერუსალიმის პატრიარქი გახდა 552 წელს და ტახტიდან ჩამოაგდეს 563 წელს. თუმცა სხვა ჰაგიოგრაფიულ ტრადიციებში კვალიც არა სჩანს მისი თაყვანისცემისა.
.................................

ღირსი მელეტი, დამაარსებელი სერგის მონასტრისა
მისი ხსენება მხოლოდ სინის მონასტრის ერთ ხელნაწერ¬შია შეტანილი.
................................

ღირსი ნოტბურგა ხოხაუზელი, განდეგილი (VII) და ღირსი ორანა საარელი, განდეგილი (VI) - 15 (28) სექტემბერი
დასავლეთში მოღვაწე ერთიანი ეკლესიის წმინდანები.
..................................

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat