ღირსი ნიკიტა 1360 წელს დაიბადა მოსკოვთან ახლოს. ის ღირს სერგი რადონეჟელს დაემოწაფა და მის სავანეში აღიკვეცა ბერად.
მას ღირსი სერგის ნათესავსაც ეძახიან. 1380 წელს ღირსი ნიკიტა სერპუხოველი თავადის ვლადიმერისა და იქაური მონასტრის იღუმენის ათანასე ვისოცკის მიწვევით სერპუხოვოს მონასტერში გადავიდა, რადგან მათ სურდათ სავანეში წმინდა სერგისდარი სულიერი მოძღვარი ჰყოლოდათ. 1396 წელს წმინდა ნიკიტა სერპუხოვოს მონასტრის იღუმენი გახდა და 1414 წლამდე მართავდა, შემდეგ კი ავადმყოფობის გამო ბოროვსკის მონასტერში გადავიდა. მას იქ ღირსი ნიკიტა ბოროვსკელი დაემოწაფა. დაახლოებით 1320 წელს ღირსმა ნიკიტამ დატოვა ბოროვსკის სავანე და ჩრდილოეთით კოსტრომაზე, ქალაქის გარეუბანში ღვთის განცხადების მონასტერი დააარსა. 1422 წელს წმინდა ნიკიტა დაესწრო წმინდა სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანებას. წმინდა ნიკიტა XV საუკუნის I ნახევარში გარდაიცვალა და კოსტრომის ღვთის განცხადების მონასტრის ეკლესიაში დაკრძალეს.
.............................
წმინდა მღვდელმოწამე იოანე ილინსკი (+1918); ღირსმოწამე ევდოკია (ტკაჩენკო. +1918); მღვდელმოწამენი ანდრია კოვალენი, გრიგოლ კონოკოტინი, გრიგოლ ტროიცკი, იოანე იაკოვლევი, მღვდელნი (+1921); აღმსარებელი, ღირსი ეგნატე (ბირიუკოვი), არქიმანდრიტი (+1932); მღვდელმოწამე დიმიტრი იგნატენკო, მღვდელი (+1935); მღვდელმოწამენი იოანე ბოროზდინი, იაკობ ლეონოვიჩი, პეტრე პეტრიკოვი, ნიკოლოზ სკვორცოვი, ნიკოლოზ ცვეტკოვი, მღვდლები (+1937); ღირსმოწამე მარიამი (რიკოვა), მოწამე ლიუდმილა პეტროვა (+1937)
ამ ახალმოწამეებს მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი