გარდამოცემით წმინდა რადოლფი ალემანთა ტომიდან იყო, რომლებიც ალპების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ.
ის დიდებულთა ოჯახში დაიბადა და კარგი განათლება მიიღო რაიჰანაუს მონასტერში არსებულ ქრისტიანულ სკოლაში.
როცა სულიერ ზრდასთან ერთად მისი ორგანიზატორული ნიჭიც შეამჩნიეს, 799 წელს (მაშინ 29 წლის იყო) ის ვერონის ეპისკოპოსად გაამწესეს. წმინდა რადოლფი დაუღალავად შეუდგა ღვაწლს და ერთგულ მეგობრებთან ერთად ბევრი მტერი შეიძინა. 815 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში და იმპერატორ ლუდვიგ ღვთისმოშიშის მხარე დაიჭირა.
მტრების თავდასხმებმა აიძულეს ის ვერონა დაეტოვებინა და ბოდენის ტბაზე დაბრუნებულიყო, სადაც მან სამონასტრო კელია დააარსა და იქ განმარტოვდა, დღეს იმ ადგილას ქალაქი რადოლფცელია.
წმინდანი ბევრს ევედრებოდა ღმერთს, რომ ბოდენის ტბის მონაზვნებისთვის დიდი წმინდანების ნაწილები გამოეგზავნა. მართლაც უფალმა მოწყალებით მოხედა თავის ეპისკოპოსს და ბოდენელ მონაზვნებს ვენეციიდან წმინდა მარკოზის წმინდა ნაწილები ჩამოუტანეს. თითქმის იმავე დროს მონასტერში მიასვენეს წმინდა ზენონ ვერონელი ეპისკოპოსის წმინდა ნაწილები, ასევე ნიკომიდიელი მოწამეების სინეზის და თეოპომპესი, რომლებიც დიოკლეტიანეს დროს დასაჯეს სიკვდილით.
წმინდა რადოლფი 847 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა.
სურათზე გამოსახულია წმინდა რადოლფის ლუსკუმა, რომელიც ქალაქ რადოლფცელის ტაძარშია დასვენებული
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი