წმინდა არისტიდე II საუკუნეში ცხოვრობდა. ის წარმოშობით ათენელი იყო. არისტიდემ წმინდა წერილით შეიცნო ქრისტე
და შეინარჩუნა რა სახე ფილოსოფოსისა, ის მხურვალე მქადაგებელი გახდა ქრისტიანული სარწმუნოებისა.
რადგან ქრისტიანები წარმართებისგან იდევნებოდნენ არისტიდემ "აპოლოგია" მისწერა იმპერატორ ადრიანეს (117-138), რომელიც ათენში ელევსინიონის (ქალღმერთ დემეტრას ტაძარი ათენში) მისტერიებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა (სხვა წყაროებით - მან "აპოლოგია" იმპერატორ ანტონინუს პიუსს მისწერა). "აპოლოგიაში" (იგი ერთ-ერთი პირველი აპოლოგეტი იყო და შესაძლოა მან დიდი გავლენა მოახდინა წმინდა იუსტინე ფილოსოფოსზე) ის ამხილებდა მრავლღმერთობის აბსურდულობას, იუდეველთა ცრურწმენას, და უჩვენებდა, რომ მხოლოდ ქრისტიანობა ფლობდა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნას და მოწმობდა მას თავისი წმინდა ზნით, გულმოდგინე ლოცვით და მტრისადმი სიყვარულით. როგორც სხვა აპოლოგეტები, არისტიდიც ამტკიცებდა, რომ სამყარო ქრისტიანობის წყალობით არსებობდა.
ზოგიერთი წყაროს თანახმად წმინდა არისტიდე თანაქალაქელებმა ათენის აგორაზე ჩამოახრჩვეს. დასავლეთის ეკლესია მის ხსენებას 31 აგვისტოს აღნიშნავს. საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1991 წელს ფილოსოფოსი არისტიდე წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 13 სექტემბერი დააწესა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი