ღირსი იეროთეოს ახალი, ივერონელი (+1745) - 13 (26) სექტემბერი
ღირსი იეროთეოს ახალი, ივერონელი (+1745) - 13 (26) სექტემბერი
ღირსი მამა იეროთეოსი დაიბადა 1686 წელს მორეაში, სოფელ კალამატში მდიდარ და კეთილშობილ ოჯახში. რვა წლისა სასწავლებელში მიაბარეს, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია ნიჭიერებით. გაკვეთილებიდან თავისუფალ დროს, ის სხვა ბავშვებივით კი არ თამაშობდა, არამედ სრულყოფილი მამაკაცივით კითხულობდა და ლათინურსა და ბერძნულ ენაში ცოდნას იღრმავებდა, ამასთან ტკბებოდა წმინდა წერილის კითხვით, და სულიერად გამოიკვებებოდა. და უფალმაც როცა იხილა მისი კეთილზნეობა და გულმოდგინება, მოუვლინა მას სიბრძნე. ასე რომ, მან შემდგომში სრულყოფილად შეისწავლა ფილოსოფიური მეცნიერებები, ლათინური და ბერძნული ენები. როცა იეროთეოსმა სრულ¬ყოფილ ასაკს მიაღწია, მაშინ მშობლებმა მისი დაქორწინება გადაწყვიტეს და შესაფერისი გოგონა გამოუძებნეს. მაგრამ ჭაბუკი დაქორწინებას არ აპირებდა, სული მისი მონაზვნური ცხოვრებისკენ ისწრაფოდა. ამასთან თავისი განზრახვის მშობლებისთვის თქმას ვერ ბედავდა, რადგან არ სურდა თავისი უარით მშობლების დამწუხრება; რადგან ხედავდა თუ როგორი რუდუნებით ცდილობდნენ ისინი მისთვის მიწიერი ბედნიერება მოეტანათ. ამგვარად საგონებელში ჩავარდნილმა, როცა გამოსავალი ვერ დაინახა, ლოცვით უფალს მიმართა და შესთხოვა, რომ მას, გულთამხილავს შეეცვალა მისი მშობლების გულები და ქორწინების ნაცვლად მონაზვნურ ცხოვრებაზე ეკურთხებინათ.

უფალმა ისმინა მისი წრფელი ვედრება და თავისი ბრძნული განგებულებით საქმე ამგვარად მოაწყო: იმ დროს როცა ყველაფერი მზად იყო და ქორწინებამდე ორი კვირაღა აშორებდათ იეროთეოსის მშობლები აღესრულნენ მშვიდი ქრისტიანული სიკვდილით და წარვიდნენ ღვთის სასუფეველში.
მშობლების დაკრძალვის შემდეგ მან უჩუმრად დატოვა სამშობლო და ზაკინთოსში დასახლდა. იქ ზოგიერთი მისი ნათესავი ცხოვრობდა, რომელთაც ურჩიეს განათლების გასაღრმავებლად დასავლეთ ევროპაში წასულიყო. მაგრამ, მან ირჩია ჯერ ათონის წმინდა მთა მოენახულებინა, რომელიც იმ დროს განთქმული იყო განსწავლული კაცებით და შემდეგ წასულიყო ევროპაში. ამგვარად ის დაემშვიდობა თავის ნათესავებს და მთაწმინდისკენ გაემგზავრა, სადაც ის დაემოწაფა ერთ განდეგილს წმინდა არტემის კელიიდან. აქ ის დიდი მისწრაფებით შეუდგა სულისმარგებელ წიგნების კითხვას, სადაც აღწერილი იყო მეუდაბნოე მამათა ცხოვრება, რომლებიც ორმოცი, სამოცი წლის მანძილზე განმარტოებით ცხოვრობდნენ და სრულყოფილებას მიაღწიეს, ასევე წაიკითხა მათი ცხოვრების შესახებ, რომლებიც ოცნებებით ხიბლში ჩავარდნენ, თავიანთი გამოსწორება ღმერთის მადლის ნაცვლად საკუთარ მონდომებას მიაწერეს და საბოლოოდ ბოროტის ხელში აღმოჩნდნენ.

ამგვარად განიხილა რა მონაზვნური ცხოვრების გზები, მან საშუალო გზა აირჩია, დატოვა მეუდაბნოე ცხოვრება და ივერიის მონასტრის საძმოს შეუერთდა, სადაც ის მალევე აღკვეცეს მონაზვნად. აქ მას დაებადა აზრი მოწამებრივი გვირგვინი მიეღო, მაგრამ სხვა ფიქრი მის ამ სურვილისგან განაშორებდა. აღკვეციდან მალევე ის ერთ მამასთან ერთად რაღაც საქმეზე ივერთა მონასტრიდან კონსტანტინოპოლში გააგზავნეს. ის იხსენებდა თუ როგორ ეწამებოდნენ ქრისტესთვის ქრისტიანები და მასაც ძალზე მოუნდა ქრისტესთვის ვნებულიყო, რისთვისაც ის ხშირად დადიოდა კონსტანტინოპოლის ქუჩებში, რათა თურქებს შეეპყროთ და ეწამებინათ, - რაზეც ჩუმად გულში შესთხოვდა უფალს მისთვის ამის მადლი მიეცა. მაგრამ უფალმა არ შეისმინა მისი ბალღური თხოვნა, რადგან სხვების სიკეთისთვის ინახავდა, და მას სხვა გზა დაუსახა. კონსტანტინოპოლიდან იეროთეოსი ვლახეთში გაემგზავრა შეწყვეტილი სწავლის გასაგრძელებლად. იქ ის დაემოწაფა ერთ ცნობილ განსწავლულ კაცს მარკოზ კვიპრელს, რომელიც უძველესი სასწავლებლის დამრიგებელი იყო. ცხოვრებით, თავის მასწავლებელთან ცხოვრობდა. თავმდაბლობითა და კეთილი ზნით იეროთეოსმა სოფიის მიტროპოლიტის ავქსენტის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მას დიაკვნად ხელი დაასხა.

ვლახეთში მარკოზთან მიღებული განათლების შემდეგ ის ვენეციაში გაემგზავრა, იქ სწავლის დამთავრების შემდეგ, როგორც უძვირფასესი საგანძურით დატვირთული ხომალდი მთაწმინდაზე დაბრუნდა.

ათონზე დაბრუნებისას ის ივერთა მონასტრის სიახლოვეს მდებარე ხაგის უდანოში დასახლდა და იწყო უმკაცრესი მოსაგრეობა, თავისი სხეული მარხვით, მღვიძარებით და ლოცვით მოაუძლურა. ქრისტეს მოღვაწის ღვთივსათნო ცხოვრებამ მასთან უამრავი მნახველი მიიზიდა, რომლებიც სულიერ საკითხებზე მიმართავდნენ მას და დასტკბებოდნენ ღირსი იეროთეოსის ბრძნული და გულისხმისსაყოფელი საუბრებით. ივერთა მონასტრის იღუმენმა და სავანის ძმებმა იეროთეოსის მღვდლად კურთხევა სთხოვეს ნეოკესარიის მიტროპოლიტ იაკობს, რომელიც ამ დროს ივერონში ცხოვრობდა.
მღვდლად კურთხევის შემდგომ იეოროთეოსმა გაამკაცრა მოსაგრეობა. მკაცრად მარხულობდა - ხან სამ, ხან ოთხ დღეში ერთხელ მიიღებდა საჭმელს, ხოლო თუ უფრო ადრე ჭამა უწევდა, პურის ნაცვლად ოსპს ჭამდა. მისი მკაცრი მარხვის შესახებ მისი მოწაფის გარდა არავინ იცოდა, ამიტომაც როცა ძმათა შორის ტრაპეზობა უხდებოდა, შეთავაზებულ საჭმელს მიირთმევდა, ხოლო თავის კელიაში კი მკაცრ მარხვას იცავდა და მოუკლებელად ლოცულობდა. მკაცრი იყო ძილის მიმართაც. ის ეყრდნობოდა არსენი დიდის სიტყვებს: "მოსაგრეს ძილისთვის დღე-ღამეში ერთი საათი ეყოფაო". - თვითონაც ამ კანონს მისდევდა და ისე დაუძლურდა, რომ ძლივს დადიოდა და დიდი გაჭირვებითღა გადიოდა რამდენიმე ასეულ მეტრს. სულით კი ფხიზლად იყო და უფრო მეტი ღვაწლი სურდა. ამისთვის მას უფალმა ყველას მიმართ უდიდესი სიყვარული და ცრემლთა დენის ნიჭი უბოძა.
იმდენად უყვარდა მოყვასი, რომ გლახაკს ყველაზე აუცილებელ ნივთსაც კი ატანდა. ზოგჯერ ხდებოდა ხოლმე, რომ მოწყალების გასაცემად არაფერი რჩებოდა, მაშინ ის კაბას გაიხდიდა და გლახაკს მისცემდა. თვითონ კი საბანს შემოიხვევდა, და ასე იყო მანამ, ვიდრე ივერონის მონასტერში არ შეიტყობდნენ და სხვა კაბას არ გამოუგზავნიდნენ, რომელიც მალევე გლახაკის ხელში გადადიოდა.

მოყვასის სიყვარულის გამო იგი კუნძულ სკოპელოს მცხოვრებთ დათანხმდა უდაბნო დაეტოვებინა და მათთან წასულიყო, რადგან დიდი სიკვდილიანობის გამო უძველეს ტაძარში ღვთისმსახური აღარ ჰყავდათ. წმინდანი იქ დარჩა და რვა წლის მანძილზე საეკლესიო ღვთისმსახურებას აღასრულებდა და მუდმივად ესაუბრებოდა კუნძულელებს სხვადასხვა სულიერ საკითხებზე. ასევე ბევრს ზრუნავდა ადგილობრივი ახალგაზრდების აღზრდისთვის. მის შრომას ინაწილებდნენ მისი მოწაფეები: მღვდელმონაზონი მელეტი, მონაზვნები: იოსები და სიმონი, რომლებიც მასთან ერთად ჩამოვიდნენ ათონიდან, ბოლოს როცა ნახა უფალმა, რომ ნეტარი იეროთეოსი სულიერად სრულ იქმნა, მოისურვა, რომ ამქვეყნიდან გაეყვანა. ნეტარ იეროთეოსს საღმრთო გამოცხადებით ეუწყა ამქვეყნიდან განსვლის ჟამი და ამიტომაც მოისურვა სადმე მყუდრო ადგილას გარდაცვლილიყო. ის ზემოხსენებულ სამ მოწაფესთან ერთად განმარტოვდა დაუსახლებელ კუნძულ იურუზე, სადაც ჩვეულებისამებრ სამუდამო გადასახლება მისჯილ დამნაშავეებს ტოვებდნენ ხოლმე. ნეტარი მალევე ავად გახდა და მშვიდად წავიდა უფალთან, 1745 წლის 13 სექტემბერს, მაშინ ის 58 წლის იყო.
მოწაფეებმა ღირსი მამა დაკრძალეს და ათონზე დაბრუნდნენ. სამი წლის შემდეგ აღმოსავლური ტრადიციისამებრ მელეტი კუნძულ იურუზე გაემგზავრა ღირსი იეროთეოსის წმინდა ნაწილთა წამოსაღებად. რომელთაგან ღირსი მამის პატიოსანი თავი ივერთა მონასტერში მოასვენა. უფალმა მალევე განადიდა თავისი სათნომყოფელი, ერთი ივერონელი ბერი კალენიკე კონსტანტინოპოლში რაღაც საქმეზე იყო წასული. მას თან ღირსი იეროთეოსის წმინდა ნაწილი ჰქონდა წაღებული. იმ სახლში, სადაც ის იყო შეჩერებული ავადმყოფი ქალი ცხოვრობდა, რომელმაც თვალის ანთების გამო მხედველობა დაკარგა, ტკივილი კი არ ეხსნებოდა. როგორც კი ამ ქალმა წმინდანის ნაწილი თვალზე მიიდო, იმწამსვე განიკურნა, სხვა დროს კი სამი წელი ლოგინად ჩავარდნილი შეპყრობილი ქალი განკურნა.

ათონზე მრავალი სასულიერო პირი მიდის რწმენით ივერონის მონასტერში წმინდა იეროთეოსის წმინდა ნაწილთა თაყვანსაცემად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat