წმინდა კორნილიოს ასისთავი (I) - 13 (26) სექტემბერი
წმინდა კორნილიოს ასისთავი (I) - 13 (26) სექტემბერი
მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლებიდან მცირე ხნის შემდეგ თრაკიის იტალიიდან პალესტინის კესარიაში გადასახლდა ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ე.წ. იტალიური კოჰორტის ასისთავი, კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი. უფალმა არ დააგდო ჭეშმარიტების მაძიებელი მისი სული და ქრისტეს სარწმუნოების ნათლით გაანათლა.

მეცხრე საათი იქნებოდა, როცა ცხადად იხილა ხილვით, რომ შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი და უთხრა:

- კორნელიუს!

მან შეხედა ანგელოზს და შეძრწუნებულმა თქვა:

- რა გნებავს, უფალო?

მან კი მიუგო:

- შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის წინაშე მოსახსენებლად. მაშ, გაგზავნე ხალხი იეპოში და მოუხმე სიმონს, რომელსაც ჰქვია პეტრე. იქ სტუმრადაა ვინმე სიმონ დაბაღისას, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას.

კორნილიოსმა დაუყოვნებლივ შეასრულა ზეციური კურთხევა. როცა  მისი წარგზავნილები ქალაქს მიუახლოვდნენ, პეტრე მოციქული ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა ასე, ექვსი საათი. მოშივდა. ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, ხილვა ჰქონდა. იხილა გახსნილი ცა, საიდანაც მისკენ ეშვებოდა რაღაც უცნაური ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, ოთხივე წვერით გამოკრული რომ უახლოვდებოდა მიწას. მასში იყო დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი.

და იყო ხმა მის მიმართ:

- ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.

ხოლო მან თქვა:

- არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური.

კვლავ იყო ხმა მის მიმართ:

- რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად.

ასე განმეორდა სამჯერ, და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად. ვიდრე განცვიფრებული პეტრე ფიქრობდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ჩემ მიერ ხილული ჩვენებაო, - აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა სიმონის სახლი იკითხეს და ჭიშკართან შედგნენ.

დაიძახეს და იკითხეს:

- აქ ხომ არ არის სიმონი, რომელსაც ჰქვია პეტრე?

ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას:

- აი, სამი კაცი დაგეძებს. ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ: ნუღარ ყოყმანობ, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი.

პეტრე ჩავიდა და უთხრა მათ:

- მე ვარ, ვისაც დაეძებთ; რისთვის მოსულხართ?

ხოლო მათ თქვეს:

- ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმინდა ანგელოზმა უბრძანა, შინ მიგიწვიოს და მოისმინოს შენი სიტყვები.

მაშინ პეტრემ მიიპატიჟა ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იოპეელი ძმაც თან ახლდა.

მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. მათ მომლოდინე კორნელიუსს ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა.

როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანისცა.

პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: - ადექი, მეც ხომ ადამიანი ვარ.

მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც დახვდა ბევრი წვეული.

და უთხრა მათ:

- თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არც ერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად. ამიტომ, როგორც კი მიხმეთ, უყოყმანოდ მოვედი. ახლა გეკითხებით, რისთვის მიხმეთ?

კორნელიუსმა თქვა:

- ოთხი დღის წინ ამ დრომდე ვმარხულობდი, მეცხრე საათს კი შინ შევედი სალოცავად, და, აჰა, დადგა ჩემ წინაშე მოელვარე სამოსით მოსილი კაცი, რომელმაც მითხრა: კორნელიუს, შესმენილ იქნა შენი ლოცვა და შენი წყალობანი მოხსენიებულ იქნენ ღმერთის წინაშე. მაშ, გაგზავნე ხალხი იოპეს და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს, რომელიც სტუმრადაა სიმონ დაბაღის სახლში, ზღვის პირას. მაშინვე გამოვგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის.

პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა:

- ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება. არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ: ის არის ყველას უფალი. თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებუღი, იმ ნათლისცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე. ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი. ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მოიმოქმედა მან იუდეველთა ქვეყანაში და იერუსალიმს; ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს. მაგრამ ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და მისცა ძალა, გამოცხადებოდა მთელ ხალხს კი არა, არამედ ღვთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს, - ჩვენ, რომელნიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით.

პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა. წინადაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათ, რომ წარმართებსაც მიეფინათ სული წმიდის ნიჭი. რადგანაც ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი სხვადასხვა ენაზე და ადიდებდნენ ღმერთს.

მაშინ პეტრემ თქვა:

- ვინ აუკრძალავს წყლით ნათლისღებას ამათ, ჩვენსავით რომ მიიღეს სულიწმიდა?

და უბრძანა მათ, ნათელეღოთ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან.
ნათლისღების შემდეგ წმინდა კორნილიუსი სახარების საქადაგებლად თან გაჰყვა პეტრე მოციქულს, რომელმაც იგი ეპისკოპოსად აკურთხა. როცა პეტრე მოციქული წმინდა ტიმოთესა და კორნილიოსთან ერთად ეფესოში ჩავიდა, შეიტყო, რომ სკეფსეოსში განსაკუთრებით ძლიერი იყო კერპთაყვანისმცემლობა. წილი ჰყარეს, თუ ვის ექადაგა ამ ქალაქში. უფალმა კორნილიოსი გამოარჩია.

ქალაქ სკეფსეოსის მთავარი იყო ვინმე დიმიტრი, რომელმაც ბერძნული ფილოსოფია ზედმიწევნით იცოდა, ქრისტიანობა სძულდა და წარმართულ ღმერთებს, უფრო მეტად კი აპოლონსა და ზევსსა სცემდა თაყვანს. როცა მან კორნილიოსის ჩამოსვლა შეიტყო, თავისთან მოუხმო და ვინაობა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა. წმინდანმა მიუგო: "მონა ვარ ძისა ღმრთისა ცხოველისაჲ და მოვლინებულ ვარ აქ, რათა ამოგიყვანო შენ უფსკრულიდან, უმეცრების სიბნელიდან და შეგაერთო ჭეშმარიტ ნათელს". მთავარმა ვერ გაიგო მისი სიტყვების არსი და უბრძანა, შეკითხვებზე ეპასუხა. მაშინ წმინდა კორნილიოსმა მას მოუთხრო, თუ ვინ იყო, როგორ შეუდგა უფალს და ბოლოს დასძინა განუმარტა: შევიტყვე, რომ შენ და შენი სამთავრო დიდ საცთურში ხართ ჩავარდნილი და მოვედი, რათა საცთურისაგან გიხსნა - ჭეშმარიტი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი გიქადაგოო. მისმა კადნიერმა პასუხმა დიმიტრი განარისხა და კორნილიოსს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა.

როცა წარმართულ ტაძარში შეიყვანეს წმინდა კორნილიოსი აღმოსავლეთისკენ მიბრუნდა, მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა. უეცრად საშინლად იძრა მიწა, ზევსის ტაძარი ჩამოიქცა და მასში მდგომი კერპებიც ნამსხვრევებად აქცია. მომხდარმა სასწაულმა იქ მყოფი ხალხი შეაძრწუნა, მთავარი დიმიტრი კი უფრო მეტად განრისხდა. იგი ახლობელ კარისკაცებთან თათბირობდა, თუ როგორ მოეკლა კორნილიოსი. ხელფეხშეკრული წმინდანი საპყრობილეში ჩააგდეს. ამასობაში ერთ-ერთმა მსახურმა დიმიტრის აუწყა, რომ მისი მეუღლე ევანთია და ერთადერთი ძე დიმიტრიანე ტაძრის ნანგრევებში მოჰყვნენ. მთავარმა ეს რომ მოისმინა, უზომოდ დამწუხრებულმა, ბრძანა, ნანგრევები გაეთხარა და მისი უსაყვარლესი ადამიანების გვამები ეპოვნათ. მთელი ქალაქი მწუხარებამ მოიცვა, მაგრამ მალე ქურუმთა თავმა ვარვატამ, რომელსაც დაევალა ტაძრის თხრა, სასიხარულო ამბავი ამცნო ყველას - ნანგრევებიდან ევანთიასა და მისი ძის ხმა ისმისო: "დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა, რომელმან გვიხსნა ჩუენ ამ საშინელი განსაცდელისაგან, თავისი მონის კორნილიოსის მიერ". საკვირველი ცნობით გახარებული დიმიტრი საპყრობილისკენ გაეშურა, რომ გაეთავისუფლებინა თავისი ცოლ-შვილის გადამრჩენელი, მაგრამ წმინდა კორნილიოსისთვის უფლის ანგელოზს უკვე ბორკილები აეხსნა და იგი წიგნით ხელში მიმოდიოდა საკანში და უფალს ადიდებდა. მთავარმა დიმიტრიმ კორნილიოსის წინაშე ქრისტე აღიარა ჭეშმარიტ ღმერთად და სთხოვა, ნანგრევებიდან ამოეყვანა ევანთია და დიმიტრიანე. ამის შემდეგ მთავარმა დიმიტრიმ მთელი სახლეულითა და კარისკაცებითურთ ნათელიღო და სულ მალე ცოლ-შვილითურთ მოწამებრივად აღესრულა ქრისტესთვის (იხ. 11 სექტემბრის საკითხავი). კორნილიოსი დიდხანს ცხოვრობდა სკეფსეოსში, მრავალი სატანჯველი დაითმინა, ბოლოს კი მთელი ქალაქი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ღრმა მოხუცებული აღესრულა. ის იმავე ქალაქში, დანგრეული წარმართული ტაძრის სიახლოვეს დაკრძალეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat