ღირსი მელეტი ახალი (+დაახლ. 1105) - 1 (14) სექტემბერი
ღირსი მელეტი ახალი (+დაახლ. 1105) - 1 (14) სექტემბერი
ეს ღვთის რჩეული კაპადოკიის ქალაქ მუტალასკში (დღევანდელი ტალასი), წმინდა საბა განწმენდილის (ხსენება 5 დეკემბერს) სამშობლოში დაიბადა.

ყრმას ძალზე უჭირდა რაიმეს დასწავლა, მაგრამ მხურვალე ლოცვის შემდგომ ღვთისგან წმინდა წერილის ღრმა ცოდნა მიიღო და ცხოვრება უფალს უძღვნა.

მელეტი კონსტანტინოპოლს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სავანეში შემონაზვნდა და ძმათა შორის გაბრწყინდა. მოკლე ხანში იერუსალიმისა და რომის მოსალოცად გაეშურა, მაგრამ თესალონიკს, ღვთაებრივი გამოცხადების შემდგომ ამ განზრახვაზე უარი თქვა.

ღირსმა მამამ ჯერ ათენი ინახულა, შემდგომ - თებეს სიახლოვეს, ბეოტიას, დიდმოწამე გიორგის სახელობის მცირე მონასტერში დაფუძნდა.

მოკლე ხანში კი მისმა ცხოვრებამ მრავალი ღვთის მაძიებელი მიიზიდა, მაგრამ წმინდა ადგილთა მოლოცვის სურვილი იმდენად დიდი იყო, მოწაფენი დაუტევა და იერუსალიმს გაეშურა, სადაც მუსლიმანთაგან, საიმდროოდ ეს მიწა ხელთ რომ ეგდოთ, მრავალი ტანჯვა დაითმინა და ძლივს გადაურჩა მოწამებრივ აღსასრულს.

იქიდან მოციქულთა საძვალეებთან მისაახლებლად, რომს მიაშურა, შემდგომ კი, მოწაფეთა გასახარად, კვლავ მონასტერს დაუბრუნდა.

მრავალფერთა სათნოებათა მიერ განმშვენებული მოწაფეთ საბაძველად ექცა, საზრდელს მხოლოდ იმდენს იღებდა, რამდენიც ძმათა სამსახურად სჭირდებოდა, თავს ძილისთვის თვალის მოხუჭვის საშუალებას არასოდეს აძლევდა, მცირე ხანს მოისვენებდა და გამთენიამდე კვლავ ლოცვას ეძლეოდა.
მისმა ამგვარმა ღვაწლმა დიდად გააშლეგა ეშმაკი და ხან უგვანი ფიქრით შეეცადა მის შებილწვას, ხან - ათასგვარი განსაცდელით, თუმცა, ღვთის ძალით იძლია, მელეტიმ კი ზეგარდამო სასწაულქმედების მადლი მიიღო.

მალე მისი სენაკისაკენ უამრავი ადამიანი დაიძრა ლოცვა-კურთხევის, რჩევისა თუ კურნების მისაღებად.

ოცდარვაწლიანი ღვაწლის შემდგომ ნეტარმა განმარტოება ირჩია, სავანეს იღუმენი დაუდგინა, თავად კი იმ ადგილის ძიებას შეუდგა, სადაც უფალთან საუბარს ხელს არაფერი შეუშლიდა. ბოლოს, კითერონის მთის სამხრეთ კალთაზე, წმინდა მთავარანგელოზთა ტაძრის სიახლოვეს დაფუძნდა, თუმცა, იქაც არ მიეცა განმარტოების საშუალება და მოკლე ხანში იქაურობა ლავრად იქცა.

ათენის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ მესამემ (+1103 წელი) მელეტის მღვდლად დაასხა ხელი, როდესაც ლავრა მამებით გაივსო, ნეტარმა ოცდაოთხი მცირე მონასტერი, - პარალავრია დააარსა.

მალე ნეტარმა სახელი ისე გაითქვა, მის შესახებ იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა (1081 - 1118 წლები) შეიტყო და სავანისთვის მდიდრული ძღვნის შეწირვა მოინდომა, თუმცა მელეტიმ ამ ძღვნის ოდენ იმდენი მიიღო, რამდენიც ძმათა შენახვისთვის ეყოფოდა, მადლიერების ნიშნად კი იმპერატორისთვის მუდამ ლოცულობდა.

მრავალი წელი იცხოვრა წმინდა მამამ ამ მთაზე, 1105 წლის 1 სექტემბერს კი ხორცი დაუტევა და ზეციურ მოქალაქეთა შორის დაივანა.

.................................

სურათზე წმინდა მელეტის მონასტერი, წყარო: იხ. ლინკი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო"
2012 წლის 20 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ერის ცხოვრებაში

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat