ღირსმა გიორგიმ, რომელმაც ყმაწვილობაშივე მხურვალედ შეიყვარა უფალი, არასასურველი ქორწინების თავიდან ასაცილებლად მშობელთა სახლი დაუტევა, ბერად შედგა
და მთელი არსებით მიეცა მარხვას, ლოცვას, მორჩილებას, სინანულს, წმინდა წერილის შესწავლას და სხვა უფლის სათნო საქმეებს, კაცს კვლავ ღვთის ხატებას რომ ამსგავსებს.
თუმცა, რამდენადაც მდუმარებაში სწყუროდა ყოფნა, ის მონასტერიც დატოვა და მალეის მთაზე განმარტოვდა.
თუმცა, ღვთის მაძიებელმა ადამიანებმა გიორგი არც იქ მოასვენეს და ხან რჩევისთვის აკითხავდნენ ნეტარს, ხან - დალოცვისა და კურთხევის გამოსათხოვად. ხოლო ეს ყოვლადუბრალო და ღვაწლმრავალი მამა ყოველ მათგანს ლოცვით და მადლმოსილი სიტყვით იმგვარად სწამლობდა, როგორც თითოეულისთვის ეგებოდა.
მალე თავისი წმინდა ცხოვრებით იმგვარი მადლით გაბრწყინდა, იმ დროის უდიდეს მამებს შეემსგავსა, მისი სახელი კი ხელმწიფის ყურს მისწვდა.
წმინდა მამას ღვთისგან სამი წლით ადრე ეუწყა ჟამი ამქვეყნიდან განსვლისა, მოწაფენი სულიერად განამტკიცა, გარდაცვალების წინ კი მალეის მთის ყოველ მონაზონს უხმო, უკანასკნელად დამოძღვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი