როცა იერუსალიმის წმინდა ქალაქი სპარსეთის მეფემ ხოსრო მეორემ აიღო, ააოხრა და მან პატრიარქ ზაქარია დაატყვევა და მასთან ერთად სპარსეთში უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარიც სპარსეთში გაიტაცა. ძელიცხოველი საწაულებით ვითარცა მზე გაბრწყინდა სპარსეთის მიწაზე.
თვითონ დატყვევებულმა კაცთა სულები მოუნადირა უფალს. ვითარცა ქამანჩა შეიპყრობდა ადამიანებს და მიჰგვრიდა ქრისტეს, შეაცნობინებდა რა ჭეშმარიტებას და აღანთებდა მათ გულებს ღვთაებრივი სიყვარულით. მაშინ მოიქცა ქრისტესკენ ქრისტეს მოწამე ანასტასიც, ვის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ.
წარმოშობით ის რაზას ოლქიდან იყო, დაბარასნუნიდან. ვიდრე წარმართი იყო, მას მაგუნდატი ერქვა. იგი შვილი გახდათ მოგვისა სახელად ბაბასი, რომელიც ამ ხელობით ძალზე სახელმოხვეჭილი გახლდათ თავის ქვეყანაში. მან სიყრმიდანვე სრულყოფილად გაწვრთნა თავისი ვაჟი ჯადოქრობაში. როცა მაგუნდატი მოიწიფა და ჭაბუკობის ასაკს მიაღწია, ის სხვა თანატოლებთან ერთად სამხედრო სამსახურში ჩადგა, დედაქალაქში დარჩა და სპარსეთის მეფეს ხოსროს ემსახურებოდა. მან უფლის ჯვრის შესატყობ შეიტყო, ან როგორ ვერ შეიტყობდა, როცა ძელიცხოველი თავისი ძალმოსილებით და სასწაულთმოქმედებით შეაძრწუნებდა მთელს სპარსეთს. ყველა გაიძახოდა: "ქრისტიანთა ღმერთი სპარსეთში მოვიდაო". მაგუნდატი გულმოდგინედ გამოიკითხავდა ამ ამბებს. უეცრად ჭაბუკის სული იდუმალად აინთო იმავე ცეცხლით, რომელიც უფალმა გარდამოიტანა მიწაზე. ეს მშვენიერი ყმაწვილი დაუღალვად გაიკითხავდა ყველგან, სურდა დარწმუნებით სცოდნოდა, თუ რა ხე იყო რომელსაც ასეთი ძალა ჰქონდა. როცა მორწმუნეება აუხსნეს, რომ ეს სწორედ ის ჯვარია, რომლზეც კაცთა მოდგმის ცხონებისათვის ჯვარს აცვეს ქრისტე, ძე ღმრთისა, რომელსაც აღიარებენ და პატივს მიაგებენ ქრისტიანები, მაშინ მასში უფრო მეტი სურვილი გაჩნდა სრულყოფილი ცოდნა შეეძინა ქრისტეს შესახებ. ის კითხვას კითხვაზე სვამდა და პასუხებში შემდგომი გამოძიების საბაბს პოულობდა, მხურვალედ სურდა შეეტყო, ზეციდან რატომ გარდამოხდა ღმერთი, როგორ განკაცდა, სასიკვდილოდ რატომ გააკრეს ჯვარზე, როდის ამაღლდა ზეცად, საიდანაც ის გარდამოვიდა. ისმენდა ქრისტიანთა მიერ გარდამოცემულ ქრისტეს განკაცების საღმრთო საიდუმლოს და მის სულში ჩაითესებოდა თესლი რწმენისა და სურვილი გაუჩნდა ქრისტესთვის მიებაძა. მაგუნდატი თავის ხორცილე ნათესავთან ერთად სახელგანთქმული სარდლის საინის რაზმში ირიცხებოდა. როცა ეს უკანასკნელი სპარსეთის შაჰმა საბერძნეთის დასალაშქრად გააგზავნა და ქრისტიანთა ქალაქ ქალკედონამდე მიაღწია, იქ მაგუნდატიც ჩავიდა ნათესავთან ერთად. სპარსელებს ბერძენთა ღვთისმოსავი მეფე ირაკლი შეეწინააღმდეგა. მაშინ სპარსეთის სახელგანთქმული სარდალი თავის ჯართან ერთად სასწრაფოდ უკან დაბრუნდა. მაგუნდატმა დატოვა ლაშქარი და ქრისტეანებთან დარჩენა არჩია. ჯერ იეროპოლისში მივიდა. იქ ის იქ ერთ სპარსელ ქრისტიანს, ხელობით ოქრომჭედელს შეხვდა, ვისგანაც მან ეს ხელობა ისწავლა. იქვე დასახლდა. მისი გონება ქრისტესკენ ისწრაფოდა, რომლის სიყვარულითაც უკვე იწვოდა. მან თავის მასწავლებელს სთხოვა მონათვლისთვის მოემზადებინა, მაგრამ სპარსე;ებთან მოსალოდნელი ომის გამო მისი ნათლობა რამდენჯერმე გადაიდო. მაგუნდატი ხშირად მიდიოდა ხოლმე ტაძარში და შესცქეროდა ფრესკებს, სადაც მოწამეთა მარტვილობა იყო გამოსახული. ჰკითხა მასწავლებელს, მანაც აუხსნა, რომ ესენი ქრისტეს მოწამეები იყვნენ. უსმენდა მონათხრობს მაგუნდატი და გაოცდებოდა და შეძრწუნდებოდა, გული კი მეტი საღმრთო მოშურნეობით აევსო. დაჰყო იეროპოლში რაღაც დრო და იერუსალიმში გაემგზავრა რათა მონათლულიყო.
იერუსალიმში ჩასული მაგუნდატი ერთ ქრისტეს მოყვარე კაცთან დასახლდა, რომელიც ასევე ოქრომჭედელი იყო. მას გაუმხილა თავისი სურვილი, რომ უფლის სამწყსოს შეერთებოდა. მან კი ის მაცხოვრის აღდგომის დიდი ტაძრის დეკანოზთან წმინდა ილიასთან მიიყვანა, რომელმაც იგი სიყვარულით მიიღო და მის შესახებ უწმინდეს პატრიარქ მოდესტს შეატყობინა. მისი კურთხევით მაგუნდატი სპარსი მონათლეს და სახელად ანასტასი უწოდეს. ახალნათელღებული შემდგომი რვა დღე პატრიარქმა თავისთან დაიტოვა. პატრიარქმა ჰკითხა, შემდგომში რას აპირებ, ერისკაცად დარჩები თუ მონაზვნად აღიკვეცებიო. ბერად შედგომა მინდაო, უთხრა ანასტასიმ. დეკანოზმა ანასტასი იერუსალიმის ერთ-ერთ მონასტერში გააგზავნა, იქ ის ვინმე მოღვაწე ბერს ჩააბარეს, რომელიც მალე იმავე მონასტრის წინამძღვარი გახდა. მისი ხელმძღვანელობით წმინდა ანასტასი დაეუფლა ბერძნულ ენას, უკვე თავისუფლად კითხულობდა წმინდა წერილს და მამათა ნაწერებს. წმინდა ანასტასი ყველას შეუყვარდა, განსაკუთრებით მის წინამძღვარს, რომელმაც მალევე აღკვეცა იგი მონაზვნად და თაავის სულიერ შვილად გაიხადა.
კარგი მონაზონი იყო ნეტარი ანასტასი, შრომისმოყვარე, თავმდაბალი, მშვიდი. ხალისით ასრულებდა სამონასტრო საქმეებს, ამასთან არასოდეს გამოტოვებდა საეკლესიო ღვთისმსახურებას, არც საბერო კანონს დაუტევებდა.ხელნი მისნი საქმით იყვნენ დაკავებულნი, ბაგეები კი დაუცხრომელად ღმერთს ადიდებდნენ. განსაკუთრებით საღმრთო წიგნების კითხვა უყვარდა, გონებით გადასახლდებოდა წმინდა მოწამეებთან, აღფრთოვანდებოდა მათი მოთმინებით. თითქოს თვითონაც მათთან ერთად ევნებოდა ქრისტესთვის,. ნეტარება მაგაათ, ქრისტესთვის მოკვდნენო, ამბობდა და შესთხოვდა უფალს, რომ მასაც ამგვარი მარტვილობა დაეთმინა და შეერთებოდა მოწამეთა დასს. ლოცვით განიოტებდა ეშმაკის მოგვრილ ფიქრებს, რომელიც მიწიერ სამშობლოს, ამქვეყნიურ დიდებას და სიტკბობას მოაგონებდა.
მას მერე რაც ღირსმა ანასტასიმ მონასტერში შვიდი წელი დაჰყო და აღივსო სათნოებებით, უფალმა მას მოწამეობისკენ ამგვარი ხილვით მოუწოდა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, დიდი შაბათის საღამოს მთელი დღე მუშაობით დაღლილი დასასვენებლად წამოწვა, ჩაეძინა და...მაღალ მთაზე აღმოჩნდა. მასთან ვინმე ნათლით მოსილი კაცი მივიდა და ღვინით სავსე, ძვირფასი თვლებით მოჭედილი თასი მიაწოდა. "აიღე და შესვი"-უთხრა უცნობმა. მანაც აიღო თასი და ღვინო შესვა. სული ენით გამოუთქმელი სიხარულით აევსო. მან ეს ჩვენება მიიღო, როგორც წინასწარი მოსწავება თავისი მომავალი მოწამეობრივი აღსასრულისა. ამის შემდეგ წმინდანი ფარულად წავიდა პალესტინის ქალაქ კესარიაში. იგი იქ როგორც ქრისტიანი შეპყრეს და სამსჯავროს წინაშე წარადგინეს, სადაც ტანჯვა-წამებით და სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ, თუ კი ქრისტეს არ განუდგებოდახოლო თუ კერპებისადმი მსხვერპლის შეწირვას დათანხმდებოდა, მიწიერ სიკეთეებს და დიდებას აღუთქვამდნენ. მაგრამ წმინდა ანასტასი თავის რწმენის ერთგული დარჩა, რის გამოც ის სასტიკად აწამეს: ჯერ ჯოხებით ჰგვემეს, შემდეგ წვივნი შეუმუსრეს; ხელებითაც დაჰკიდეს ხეზე და ფეხებზე მძიმე ლოდები გამოაბეს; საპყრობილეშიც ჰყავდათ და ქვის სამტეხლოშიც ამუშავებდნენ სხვა ტყვეებთან ერთად.
ბოლოს წარმართმა გამგებელმა თავისთან მიიხმო წმინდა ანასტასი და მოსთხოვა მხოლოდ ორი სიტყვა ეთქვა: "მე არა ვარ ქრისტიანიო", რისთვისაც განთავისუფლებას აღუთქვამდა. წმიდა მოწამემ კი უპასუხა: "ღმერთმა მაშოროს! არც შენი და არც სხვების წინაშე მე არ უარვყოფ ქრისტეს, არც ცხადად და არც ფარულად, თვით ძილშიც კი არ ვუარყობ მე ჭეშმარიტ ღმერთს და ვერავინ ვერასოდეს ვერ მაიძულებს ამას". მაშინ მეფე ხოსროვის ბრძანებით, წმიდა ანასტასი ჩამოახრჩვეს (+628).მეფეს კი წმინდა ანასტასის მოჭრილი თავი მიუტანეს. წმინდანის სხეული მისი სავანის ბერმა დიდძალად ფასად გამოისყიდა და დროებით წმინდა სერგის მონასტერში დაკრძალა. ხოლო უსჯულო მეფის სიკვდილის შემდეგ ღირსმოწამის უხრწნელი ნაწილები პალესტინაში, წმიდა ანასტასის სავანეში გადაასვენეს
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი