გიხაროდენ ქართველებო, წმინდა ნინო ჩვენს გვერდითაა!
გიხაროდენ ქართველებო, წმინდა ნინო ჩვენს გვერდითაა!
გვსურს რამდენიმე საგულისხმო ამბავი გავიხსენოთ ქრისტიანთა ცხოვრებაში წმინდა ნინოს შეწევნისა.
მოწოდება.

ასურეთიდან ჩამოსულმა წმინდა იოანემ და მისმა მოწაფეებმა ზედაზნის მთაზე დაიმკვიდრეს. გარკვეული ხნის მერე წმინდა იოანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდა ნინო გამოეცხადა და მოწაფეების საქადაგებლად გაგზავნა უბრძანეს. წმინდა ნინოს ლოცვა შეეწიათ წმინდა მამებს და მათაც განამტკიცეს ქრისტეს რწმენაში იბერიელნი.

წმინდა ვახტანგ გორგასალის ცხოვრებაში.
წმინდა მეფე ვახტანგს შეუყვარდა რანის ერისთავის, ბარზაბოდის მშვენიერი ასული საგდუხტი, შეირთო ცოლად.ერთხელაც სიმამრმა საბერძნეთზე სალაშქროდ მოიხმო ვახტანგი. მისმა ლაშქარმა ლამის კონსტანტინოპოლამდე მიაღწია.
სპარსელები არავის ინდობდნენ, ეკლესიის მსახურებსაც ხოცავდნენ. ვახტანგმა სპარსელებს უბრძანა, მათთვის ხელი არ ეხლოთ; ვინც ტყვედ ჰყავდათ, გაეთავისუფლებინათ. სამალავებიდან გამოვიდნენ სამღვდელო პირნი, მათ შორის _ პეტრე მღვდელი, მოწაფე გრიგოლ ღვთისმეტყველისა და მის საფლავზე მწირველი, სამუელ მონაზონი და ვახტანგს მადლობა მოახსენეს. ვახტანგმა პეტრე და სამუელი თავისთან დაიტოვა. პეტრემ უსაყვედურა სპარსელებთან ერთად ქრისტიანთა ხოცვის გამო _ არ მინდა, ის კაცი იყო, მარჯვენა ხელით რომ აღაშენებს, მარცხენით კი ანგრევს. მინდა შენს მიერ ანთებული ცეცხლი შენვე ჩააქრო და მეგობარი იყო კეისრისა, როგორც აქამდე სპარსელებთან მეგობრობდიო. წმინდა ვახტანგმა მიუგო: _ მნებავს, შენი ლოცვით სასწაულებრივად შეგვახვედრო ამ ღამეს მე და კეისარი და ამით შევიტყობ, რომ ქრისტეს ნებაა, რაც შენ მითხარიო.
წმინდა პეტრე და წმინდა სამუელი დათანხმდნენ ვახტანგს. წავიდნენ, ილოცეს და უფალს სასწაულის მოხდენა სთხოვეს. ვახტანგს იმ ღამეს ძილში წმინდა ნინო გამოეცხადა და უთხრა, ადექი, ზეცისა და ქვეყნის მეუფეებს მიეგებეო. ვახტანგმა კონსტანტინოპოლის მსგავსი ქალაქი იხილა, სადაც ორი ტახტი დაედგათ, ერთზე ჭაბუკი გვირგვინოსანი იჯდა, მეორეზე კი თეთრი ზეწრით მოსილი მოხუცებული, თავზე ნათლის გვირგვინი ედგა. მის ფერხთით წმინდა ნინო იჯდა. სამუელმა და პეტრემ მიიყვანეს ვახტანგი მოხუცებულთან _ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველთან, მუხლი მოადრეკინეს. წმინდა გრიგოლმა უთხრა ვახტანგს: `კაცო, რატომ ჩაიდინე ეს ბოროტი საქმე, მოაოხრე ბანაკი და ჩემი ცხვრები მგლებს შეაჭამე, რომ არა პეტრე და სამუელი, გვერდით რომ გიდგანან და ეს სათნო დედაკაცი (წმინდა ნინო, _ კ.კ.), რომელიც მარიამთან ერთად მარადის იღვწის თქვენთვის, შურს ვიძიებდი შენზე~. მისცა ხელი და ამბორუყო მეფემ. შემდეგ წმინდა გრიგოლმა ნათლის გვირგვინის მსგავსი რამ გაუწოდა ვახტანგს: `დაადგი პეტრეს~. პეტრემ აიღო შედარებით ნაკლები ბრწყინვალების გვირგვინი და დაადგა სამუელს. წმინდა ნინომ უთხრა ვახტანგს, _ მიდი მეფესთან და მიიღე პატივიო. მეფემ გვერდით მოისვა ვახტანგი. ხელიდან მოიძრო და მისცა ბრწყინვალეთვლიანი ბეჭედი. კეისარმა უთხრა ვახტანგს: `თუ გინდა მოგცე გვირგვინი, აღუთქვი ღმერთს, რომ მის მტრებს შეებრძოლები და მოიღე მისგან გვირგვინიო~. მიხედა ვახტანგმა და შეძრწუნდა! იხილა ჯვარი, რომლის ფრთებზე იდგა გვირგვინი, ჯვარი ხმას გამოსცემდა. წმინდა ნინომ, წმინდა პეტრემ და წმინდა სამუელმა ერთი პირით შეჰღაღადეს პატიოსან ჯვარს: `ჩვენ ვართ თავსმდებნი, რომ (ღვთის საქმეში, _ კ.კ.) უმეტესად წარემართოს (ვახტანგი), ჰოი, ჯვარო უძლეველო~. კეისარმა აიღო ნათლის გვირგვინი და ვახტანგს დაადგა. გამოსვლა რომ დააპირეს, თითქოს გრიგოლ ეპისკოპოსის ხმა მოესმათ, რომელმაც უთხრა: _ ვახტანგ, ვახტანგ, უმეტესი მორწმუნე იყო სპარსთა ნათესავთა შორის. შენგან აეშენოს ეკლესიები, განეწესოს ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსთა მთავარი და ბოლოს მოწამის გვირგვინიც მიიღო~. სიზმარშივე აუხსნა ნანახი წმინდა პეტრემ: `წმინდა გრიგოლმა მომცა ეპისკოპოსთა მთავრობა, სამუელი კი ჩემგან იკურთხება ეპისკოპოსად. ბეჭედი, კეისრისგან მოცემული, ნიშნავს, რომ ცოლად მის ასულს შეირთავ და დაგიბრუნებს წართმეულ მიწებს ქართლისას. მრავალ ღვაწლს გასწევ ჯვრის ძალით. წმინდა გრიგოლმა სამი ნიჭი სთხოვა ღმერთს შენთვის, რათა შენ მიერ ჭეშმარიტება დაემტკიცოს ქართლის კათოლიკოსისა და ეპისკოპოსთაგან, სძლევდე მტერს და ბოლოს ბრძოლაში მოწამის გვირგვინიც მიიღოო~. გაიღვიძა მეფემ, მოიხმო პეტრე და სამუელი. აღმოჩნდა, რომ მათაც იგივე ეხილათ. ვახტანგმა პეტრე მოციქულად გაუგზავნა კეისარს. გახარებულმა კეისარმა ჯვარი და გვირგვინი გამოუგზავნა შუამდგომლად.
მერვე წელს დაუბრუნდა სამშობლოს ვახტანგი. მოციქულები წარავლინა საბერძნეთში კეისრის ასულის, ქართლის კათოლიკოსად პეტრეს და ეპისკოპოსად სამუელის წამოსაყვანად.

წმ.ნინო რუსებსაც შეეწია.

წმინდა ნინოს მთელ რუსეთში და სანკტ-პეტერბურგში განსაკუთრებულად სცემენ თაყვანს. მორწმუნე მრევლმა იცის, რომ წმინდა ნინოს ხსენების დღეს, 27 იანვარს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა სანკტ-პეტერბურგი ბლოკადაში იყო, სასულიერო პირებმა წმინდა ნინოს ხატი მთელ ქალაქს შემოატარეს. მოხდა სასწაული და მეორე დღეს ბლოკადა მოიხსნა. ამის დასტურად გაუჩნდათ რწმენა და დიდი პატივისცემა წმინდა ნინოს მიმართ¬მალე პეტერბურგში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწყება. მას თავად რუსი მრევლი აშენებს.

გიხაროდენ ქართველებო, წმინდა ნინო ჩვენს გვერდითაა!
წმინდა ნინო დღესაც დაუცხრომელად იღვწის ქართველი ერის გადასარჩენად. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერთ-ერთ ეპისტოლეში იხსენებს: აფხაზეთში ბოლო დრომდე იყო ტრადიცია, _ ბერები მთაში მიდიოდნენ სამოღვაწეოდ. უწმინდესის აფხაზეთის მიტროპოლიტობისასაც მრავლად იყვნენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდნენ მთიდან. ერთი ასეთი მონაზვნისთვის, დედა ანტონიასთვის, უკითხავს ილია
II-ს, როგორ ცხოვრობთ მთაში, ხომ არაფერი გიჭირთო. დედოფალივით ვარ უდაბნოში, ყველაფერი მაქვსო, _ მიუღია პასუხად. `მართლაც, იგი სავსე იყო მადლითა და ღვთის ძალით, იმდენად დიდი იყო ეს მადლი მასში, რომ არაფერი უნდოდა ამაზე მეტი, _ აღნიშნავს პატრიარქი და განაგრძობს, _ იქ მოღვაწე ორი მონაზონი ერთხელ სოხუმში ჩამოვიდა. ერთ-ერთმა მითხრა:
`ხილვა მქონდა, ძილბურანში ვიხილე წმინდა ნინო, რომელიც დღესაც უვლის მთელ საქართველოს და დღესაც ქადაგებს, აგრძელებს თავის მოციქულებრივ მოღვაწეობასო~.
აღუსრულა უფალმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს აღთქმა, ქალწული მარიამის წილხვდომილ ივერიას მოციქულთა სწორი ქალწული ნინოს ქადაგებით მოჰფინა ჭეშმარიტი ნათელი.

ბეჭდვაელფოსტა
01.09. 2015
?
ისტორიული ცნობებით საგდუხტი ვახტანგის დედა იყო და არა ცოლი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler