წმინდა ბარბარეს მოწამეობა და სასწაულები
წმინდა ბარბარეს მოწამეობა და სასწაულები
მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს მოიხსენიებს, 18-ში - წმინდა საბა განწმენდილს, 19 დეკემბერს კი წმინდა ნიკოლოზის ხსენებაა. ვულოცავთ ყველას ამ წმინდა დღეების შემობრძანებას და ამჯერად წმინდა ბარბარეს წამებასა და მის მიერ მოხდენილ სასწაულებზე მოგითხრობთ.

IV საუკუნის დასაწყისში ფინიკიაში, ილიოპოლისში, ერთ წარმართ მდიდარს, სახელად დიოსკორეს, ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა, ბარბარე. დიოსკორემ მაღალი კოშკი ააგო და ბარბარე შიგ ჩაკეტა. გოგონა მხოლოდ სარკმლიდან დანახული სამყაროს მშვენების ყურებით ინუგეშებდა თავს. ქალიშვილი გაიზარდა და მამამ გათხოვება დაუპირა, რაზეც ბარბარემ ცივი უარი განაცხადა. მამამ გადაწყვიტა, მისთვის ცოტა ხანს დაეცლია, თანაც ციხე-კოშკის მშენებლობა დასრულებული არ ჰქონდა. დიოსკორემ მუშებს აბანოს აშენება და სამხრეთის კედელში ორი სარკმლის დატანება უბრძანა, თვითონ კი საქმეზე გაემგზავრა.

ბარბარეს უკვე თავისუფლად შეეძლო შინიდან გამოსვლა. ქრისტიანი ქალიშვილები გაიცნო და მათგან შეიტყო ქრისტეს მოძღვრების შესახებ. ამ დროს ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელი ჩამოვიდა, ბარბარემ ის შინ მიიწვია, მისივე ხელით ნათელიღო და ქრისტეს რწმენაში განმტკიცებულმა გადაწყვიტა, სიცოცხლე უფლისთვის მიეძღვნა. ბარბარემ აბანოს მშენებელ მუშებს, ნიშნად ყოვლადწმინდა სამებისადმი რწმენისა, ორის ნაცვლად სამი სარკმელი დააყენებინა.
შინ დაბრუნებული დიოსკორე ამის გამო საშინლად განურისხდა ქალიშვილს, - ასე რატომ მოიქეციო. წმინდა ბარბარემ მამას ყოვლადწმინდა სამებისადმი რწმენა უქადაგა. დიოსკორემ მახვილი იშიშვლა და ქალიშვილს მოსაკლავად გამოეკიდა. გოგონა გაიქცა და მთებში, მღვიმეს შეაფარა თავი. მამამ მიაგნო, უწყალოდ სცემა, თმით ითრია და შინ ჩაკეტა. მერე იმ მხარის მმართველ მარტინიანეს შესჩივლა: - ჩემმა ქალიშვილმა ჩემს ღმერთებს უღალატა და თუ რწმენას არ დაუბრუნდება, როგორც გინდა, ისე აწამეო.

მარტინიანემ მშვენიერი ქალწულის დაყოლიება ტკბილი სიტყვებით სცადა, - მებრალება შენი სილამაზე, ნუ მაიძულებ, გაწამო, წამოდი და ჩვენთან ერთად მსხვერპლი შესწირე ღმერთებსო. ბარბარემ მტკიცე უარი განუცხადა. განრისხებულმა მმართველმა ქალიშვილის გაშიშვლება და მისი ხარის ძარღვების მათრახით გაშოლტვა ბრძანა... დიდხანს სცემდნენ წმინდა ბარბარეს, მიწა სისხლით მოირწყო, მაგრამ რწმენა ვერ შეურყიეს. ბოლოს, ცოცხალ-მკვდარი ქალწული დილეგში ჩააგდეს.

შუაღამისას წმინდანს უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა:"- კადნიერ იქმენ და ნუ შედრკები, სასძლოო ჩემო, რამეთუ მე შენთან ვარ, გმფარველობ, ვხედავ შენს გმირობას და შეგიმსუბუქებ სატკივარს, დაითმინე ბოლომდე, რათა მალე დატკბე საუკუნო სიკეთეებით ჩემს სასუფეველშიო. უფალმა წმინდა ბარბარე წყლულებისაგან განკურნა ისე, რომ კვალიც კი არ დარჩენილა.

ამავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი დედაკაცი, სახელად იულიანა, რომელიც ბარბარესავით ქრისტესთვის მოწამეობას ნატრობდა.
სრულიად განკურნებული ბარბარე მმართველს მიუყვანეს. მან კი ეს სასწაული თავის ღმერთებს მიაწერა, რაზეც წმინ

და ბარბარემ უპასუხა, ჩემი ერთადერთი მკურნალი უფალი იესო ქრისტეაო. საშინლად განრისხდა მარტინიანე. მისი ბრძანებით ბარბარე ხეზე ფეხებით დაჰკიდეს, სხეულს რკინის ბრჭყალებით უსერავდნენ, უწვავდნენ, თავში ჩაქუჩს ურტყამდნენ. ამგვარი სისასტიკით გულშეძრულმა წმინდა იულიანამ ხმა აღიმაღლა, - მეც ქრისტიანი ვარო.

შეიპყრეს და აწამეს. ბოლოს, წმინდა ბარბარე გააშიშვლეს და ქალაქში გაატარეს. მოხდა სასწაული, უფალმა ანგელოზი გამოგზავნა, რომელმაც ნათლის სამოსლით შემოსა ქალიშვილი და კაცნი მის შიშველ სხეულს ვეღარ ხედავდნენ. მმართველმა წმინდა ბარბარესა და წმინდა იულიანას თავის მოკვეთა განუჩინა. ბარბარეს ჯალათობა მამამისმა, დიოსკორემ იკისრა - საკუთარ ქალიშვილს თავი მოჰკვეთა, წმინდა იულიანას კი ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მოსჭრა თავი.

ღვთის რისხვა მოიწია დიოსკორესა და მარტინიანეზე - ორივეს მეხი დაეცა და ფერფლად აქცია. წმინდანთა სხეულები კი ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს და მათ საფლავებზე ეკლესია ააშენეს.

შემდგომში წმინდა ბარბარეს ნაწილები საბერძნეთიდან რუსეთში, კიევის წმინდა მიქაელის სახელობის მონასტერში გადმოასვენეს და იქ იყო დავანებული გასული საუკუნის 30-იან წლებამდე. ბოლშევიკებმა ეს მონასტერი ააფეთქეს და წმინდა ბარბარეს მოვერცხლილი ლუსკუმა დაამსხვრიეს. მორწმუნეებმა დიდმოწამის წმინდა ნაწილები კიევის ვლადიმირის ტაძარში დაასვენეს და ასე გადაარჩინეს განადგურებას.

წმინდა ბარბარეს ბავშვების მფარველად მიიჩნევენ და ევედრებიან პატარების უეცარი სიკვდილისაგან დახსნას. ბარბარობას საქართველოში ლობიანებს აცხობენ და ასე აღნიშნავენ დიდი წმინდანის ხსენებას.

სასწაულები
XVII საუკუნეში რუსეთში, ძმათამკვლელი ომის დროს, წმინდა მიქაელის მონასტრის წინამძღვარმა ძილში იხილა, რომ წმინდა ბარბარეს ლუსკუმა ზეთით იყო ავსებული. წმინდა მოწამემ კი უთხრა, - ნუ დარდობ, მე თქვენთან ვარო. როცა წინამძღვარს გაეღვიძა, თქვა: -"ზეთით ავსებული ლუსკუმა იმას ნიშნავს, რომ მონასტერს ღვთის წყალობა არ მოაკლდება და განსაცდელებსაც გადაურჩებაო. ასეც მოხდა.

* * *
1666 წელს ჯარისკაცებმა - ანდრიამ და თეოდორემ წმინდა ბარბარეს ლუსკუმიდან შეწირული ძვირფასეულობის მოპარვა გადაწყვიტეს. ღამით ტაძრის კარი შეამტვრიეს. როცა ლუსკუმას მიუახლოვდნენ, საშინლად იქუხა და ლუსკუმიდან ნაპერწკლები გამოიფრქვა. შეშინებული ქურდები მიწაზე დაემხნენ.

ერთი მათგანი მაშინვე დაყრუვდა, მეორე კი გაგიჟდა. როცა დაყრუებული გონს მოვიდა, მიხვდა, ღვთის სასჯელი ეწიათ. ხელი არაფრისთვის უხლია, თავის შეშლილ მეგობართან ერთად იქაურობას გაეცალა. მან ცოდვა მოძღვრის წინაშე აღიარა და გულწრფელი სინანულით აღვსილმა წმინდა ბარბარეს შენდობა სთხოვა.

* * *
1669 წლის 12 აგვისტოს, ვინმე ჯარისკაცმა, რომელიც მიეახლა წმ. დიდმოწამე ბარბარეს ნაწილებს და მოწიწებით სცა თაყვანი, იქ მყოფებს ასეთი რამ უამბო:

"ერთ დროს მე ჩემს ამხანაგებთან ერთად თათრების თავდასხმის მსხვერპლი გავხდი. თათრებმა ბევრი დახოცეს, ხოლო დანარჩენები ტყვედ წაიყვანეს. მხოლოდ მე გადავრჩი რაღაც სასწაულით. და აი, როცა ღმერთს მადლობას ვწირავდი გადარჩენისათვის, გამომეცხადა წმიდა ქალწული ბარბარე, ზუსტად ისეთივე სახითა და გვირგვინით, როგორც აქ არის და მითხრა: "იცოდე, რომ მე ვარ მოწამე ბარბარე და ეს მე გიხსენი თათრებისაგან". ამიტომაც მოვედი აქ, რათა მადლობის ნიშნად თაყვანი ვცე მის წმინდა ნაწილებს მფარველობისათვის"

* * *
ეპიფანიელი მოძღვარი, დეკანოზი მიხეილ ჩუდაკოვი (1923-1990) ახალგაზრდობაში მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და რამდენჯერმე მძიმედაც დაიჭრა, ხოლო მარჯვენა ხელი თითქმის მოეგლიჯა. მას რამდნიმე ოპერაცია გაუკეთეს და აი, ერთხელ, ჰოსპიტალში ყოფნისას, მას ესიზმრა, თითქოს ის ბრძოლის ველზეა, სროლები არ ისმის და იგი წევს უამრავ დაღუპულს შორის; და ამ სიჩუმეში ხედავს, როგორ მოაბიჯებს გრძელ სამოსში გახვეული ქალის ფიგურა ხელში თასით და თავზე ნათებით და თითოეულ მკვდართან იხრება. და მეომარმა იცნო: ეს იყო დიდმოწამე ბარბარე, რომელიც მიცვალებულებს აზიარებდა. როცა მოწამემ გვერდი აუარა, მან ჰკითხა, რატომ ისიც არ აზიარა. "იმიტომ, რომ ომის შემდეგ შენ თვითონ მიიღებ აღსარებას და აზიარებ" - უპასუხა წმინდანმა. და მართლაც, ჩუდაკოვი მღვდელი გახდა, თანაც უქორწინებელი და ჰყავდა უამრავი სულიერი შვილი.

* * *
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II ეპისკოპოსობის ჟამს წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მსახურობდა. უწმინდესი იგონებდა: "მთავრობის შიშით ეკლესიაში ხალხი კანტიკუნტად დადიოდა. მზის ჩასვლის ჟამი იყო. ტაძარში ვიჯექი და ვფიქრობდი. ამ დროს შემოვიდა ერთი ქალი, პატარა გოგონა ახლდა. ბავშვი მიიყვანა წმინდა ბარბარეს ხატთან, შემდეგ ჰკრა ხელი ბავშვს, მიახეთქა ხატს და უთხრა:

- აჰა, მოგიყვანე, თუ შეგიძლია, მოარჩინე, შენც ხომ ქალი ხარ და დამეხმარე, თუ არ შეგიძლია მორჩენა, მოკალი და წაიყვანე. მე ამის საცოდაობის ყურება აღარ შემიძლიაო. გოგონა ატირდა. შემეცოდა ბავშვი. თუ არა სწამს, მაშინ რატომ ეპყრობა უდიერად ან ბავშვს, ან ხატს-მეთქი. მივედი მასთან და ვკითხე, ასე რატომ მოიქეცით-მეთქი. ქალმა მიპასუხა, ჩემი შვილი თვალის ავადმყოფობით დაავადდა. ექიმებმა ვერ უშველეს.

ახლა მოვიყვანე აქ და თუ ძალა აქვს ღმერთს, მომირჩინოს შვილი და მისი მოსამსახურე ვიქნებიო. შემოვაბრუნე ბავშვი და შემზარა - თვალები არც კი ეტყობოდა, საშინლად ჩაშავებოდა. მოვეფერე, დავამშვიდე, მერე ვულოცე წმინდა ბარბარეს პარაკლისი, წყალი ვაკურთხე, იმ წყლით წმინდა ბარბარეს ხატი გავბანე, ამავე წყლით ბავშვს თვალები მოვბანე, დანარჩენი კი შინ გავატანე და ქალს ვურჩიე, რომ ყოველ დილით მოებანა ბავშვისთვის თვალები. გავიდა ცოტა ხანი.

ერთხელ სახლისაკენ მიმავალს ვიღაცამ მომკიდა ანაფორის კალთაზე ხელი და ნაზად მომქაჩა. მივიხედე. ჩემ წინ პატარა ლამაზი გოგონა იდგა. ბავშვს მოვეფერე და ვკითხე, რა გინდა-მეთქი. დედიკომ მთხოვა, დაეწიეო, - მიპასუხა. მოვიხედე და დავინახე ქალი. მითხრა, ვერ იცანით ეს ბავშვიო? ეს ის თვალებმტკივანი გოგონაა, თქვენ რომ თვალები მობანეთ ნაკურთხი წყლითო. ბავშვს თვალები მორჩენოდა და კვალიც არ ეტყობოდა ავადმყოფობისა. ამის შემდეგ დედამისი წმინდა ბარბარეს ეკლესიის მრევლი გახდა, ეხმარებოდა ეკლესიას ნივთიერად და სიკვდილამდე არ უღალატია ღვთისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
17.12. 2022
Giorgi
წმიდაო ბარბარე გთხოვ განკურნე ჩემი ძმა
17.12. 2014
mari
wminda barbare sheewios sruliad saqartvelos
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat