ჩინელი წმინდა მოწამეების კრება (+1900) – 11 (24) ივნისი
 ჩინელი წმინდა მოწამეების კრება (+1900) – 11 (24) ივნისი

ჩინეთში ჩადენილი ევროპის ბოროტმოქმედება.

იყო დრო როცა ევროპა სამყაროს ყველაზე კულტურულ ნაწილად თვლიდა თავს. ეს ცოტა ხნის წინათ გახლდათ, მე-19 საუკუნეში. იმ დროს ის ლამის მთელი დედამიწის მოსახლეობაზე იყო გაბატონებული. მათგან დამონებულთა შორის გახლდათ ჩინელი ხალხიც.

მაგრამ. როგორც ერთ დროს მეფე სოლომონმა თავი ვეღარ შეიკავა იმ სიმაღლეზე, სადაც ღვთის მოწყალებამ აიყვანა და დაეცა და თაყვანი სცა კერპებს, ასე დაემართა ევროპასაც. თავბრუდამხვევი სიმაღლიდან, სადაც აიყვანა იგი ღვთის განგებულებამ, რათა ყოფილიყო სინათლე და მცველი ყველა ხალხისა, ძლიერთა თუ სუსტთა, ამარტავნების ქარმა იგი შეარხია და დაეცა, ხელები კი თავის თანამოძმე ღვთის ხალხთა სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. მას მერე აღარ ამდგარა და ღმერთმა იცის ადგება კი როდესმე.
1897 წელს ევროპა ააღელვა გერმანიის იმპერატორის ვილჰელმის (რომელიც ეხლა ვითარცა გაგდებული და გაკიცხული ცხოვრობს უცხო მხარეში) შეძახილმა: "ყვითელი საფრთხე!" ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი საფრთხეს წარმოადგენს ევროპელ ხალხთათვის, შესაბამისად ჩინეთი უნდა დაჩაგრო, დაიმონო და ამით დაიცვა საკუთარი თავი. მაშინდელი უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურის შეძახილს მიესალმა მთელი ევროპა. დაიწყო საშინელი ჩაგვრა, დამონება და ძარცვა ჩინეთის მიწებისა და ჩინელი ხალხისა. თეთრი კაცების ხელები მათი ყვითელი ძმების სისხლით შეიღება. და ჩინეთის უბრალო სისხლმა შეჰღაღადა ყველა ხალხის შემოქმედს, როგორც ერთ დროს აბელის სისხლმა შეჰღაღადა ღმერთს, ძმისმკვლელი კაენის წინააღმდეგ. და უთხრა ღმერთმა კაენს: " რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით"(შესაქმე.4:10)


"ბოქსიორების" აჯანყება".

მაგრამ ჩინელებიც კაცები არიან, ხორცისა და სისხლისაგან შემდგარნი. ამასთან, მოუნათლავნიც, მაცხოვრის კეთილი მოძღვრების გარეშე მცხოვრებნი. 1900 წელს ჩინელების ჯგუფმა აჯანყება წამოიწყო ევროპელების წინააღმდეგ, რომელთაც ისინი "თეთრ ეშმაკებს" ეძახდნენ. აჯანყებულებს "ბოქსიორებს" ეძახოდნენ და ამიტომაც მათ ჯანყს "ბოქსიორების აჯანყება" დაერქვა. "ბოქსიორები" შეუდგნენ ევროპელების ხოცვას, როგორც ბოროტმოქმედთა, მძარცველთა და ტირანთა. მათ სძულდათ ყოველივე ევროპული და მათ შორის რწმენა, რომელიც ევროპელმა მოციქულებმა მიუტანეს. თეთრი ადამიანებისადმი სიძულვილი, იმავე დროს ქრისტეანებისადმი სიძულვილიც იყო.ამიტომაც "ბოქსიორებმა თავიანთი რისხვა თავიანთი ქრისტეანების, ანუ მონათლული ჩინელებისკენაც მიმართეს. ამ სიხლიან ჯანყისას დაიღუპა ათასამდე მართლმადიდებელი ჩინელი, რომელთაც ქრისტეს მოწამეებათ თვლიან (მათგან 225 კაცი წმინდანადაა შერაცხული). სწორედ ჩინელ ქრისტესმოწამეთა ვნებასა და სიკვდილზე გვსურს მოგითხროთ.

თვითმხილველის მონათხრობი.

იმ დროს არსებობდა და ეხლაც არსებობს რუსეთის სულიერი მისია პეკინში, ჩინეთის დედაქალაქში. ამ მისიის ხელმძღვანელი გახლდათ არქიმანდრიტი ინოკენტი, ახლა მიტროპოლიტი. მან როგორც თვითმხილველმა ამგვარად აღწერა ეს სისხლიანი ამბები: "პეკინში მართლმადიდებელ ჩინელთა მოწამეობის მთავარ დღედ 1900 წლის 11 ივნისი იქცა. 10-ში დილიდანვე ქუჩებში ფურცლები გამოაკრეს და უღმერთოებს ქრისტიანთა დარბევას მოუწოდებდნენ. ისინი სიკვდილით ემუქრებოდნენ ყველას ვინც მათ დამალვას გაბედავდა. როცა 11 ივნისი თენდებოდა, "ბოქსიორები" ანთებული ჩირაღდნებით მთელ პეკინს მოედნენ და იწყეს ქრისტეანთა სახლებზე თავდასხმები. ისინი იჭერდნენ ქრისტეანებს, აწამებდნენ მათ და ქრისტეს უარყოფას აიძულებდნენ. ტანჯვისა და სიკვდილის შიშით ბევრმა უარყო ქრისტეანული რწმენა და კერპებს თაყვანისცა.
სხვები კი არ შეშინდნენ და გმირულად აღიარეს ქრისტეს რწმენა. საშინელი იყო მათი ხვედრი.ზოგს მუცელს უფატრავდნენ, სხვებს თავებს ჰკვეთდნენ, მესამეებს კი სახლებში ცოცხლად სწვავდნენ. ქრისტეანებზე ნადირობა და ხოცვა-ჟლეტვა დანარჩენ დღეებშიც გაგრძელდა, ვიდრე აჯანყება მიმდინარეობდა. უამრავი სახლის დაწვის მერე, "ბოქსიორებმა" ქრისტეანები ქალაქის გალავნის გარეთ გაიყვანეს და წარმართული ტაძრების წინ ჩაამწკრივეს. აქ ისინი დაკითხეს და მერე ცოცხლად დაწვეს".


გმირულად ვნებულნი.
თვითმხილველი უღმერთოები თვითონვე ყვებოდნენ ჩინელი მართლმადიდებლების გასაოცარი სიმამაცის შესახებ, რომლითაც ისინი სასიკვდილოდ მიდიოდნენ. ესენი იყვნენ:
-პავლე ვანი, კატეხიზატორი, რომელიც ბაგეზე ლოცვით მოკვდა წამებისას.
-ია ვენი, მისიასთან არსებული სკოლის მასწავლებელი, ორჯერ აწამეს. "ბოქსიორებმა" თავდაპირველად მას მახვილით სხეული დაუსერეს, მკვდრად მიიჩნიეს და მიწა მიაყარეს. ამ დროს ის გონს მოვიდა, კვნესა დაიწყო. ვინმე დარაჯმა ის თავის ოთახში გადაიყვანა. მაგრამ როცა "ბოქსიორებმა შეიტყვეს და ნახეს რომ ის ჯერ ცოცხალი იყო, აჩეხეს და მოკლეს. ორივეჯერ ია ვენმა წამება მამაცურად, ღირსეულად დაითმინა და სიხარულით აღიარა ქრისტეს რწმენა ჯალათების წინაშე.
-იოანე ცზი, რვა წლისა, ვაჟი მოკლული ჩინელი მღვდლისა. "ბოქსიორებმა" ის საშინლად დაჩეხეს. მას ყურები მოჰკვეთეს, მკერდზე იარები უჩანდა. როცა ჯალათებმა მას ჰკითხეს, თუ გტკივაო, ქრისტეს პატარა გმირმა ღიმილით უპასუხა:"ქრისტესთვის წამება მტკივნეული არ არისო!" მაშინ მას თავი მოჰკვეთეს და სხეული დაწვეს.

ცხოვრება მოწამისა ცზი ჩუნისა.

იგი 1955 წელს დაიბადა. ბავშობაში მონათლეს, ათი წლისა კატეხიზატორად დაადგინეს. 25 წლისას მღვდლად ხელი დაასხა იაპონიის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა.რუსები მას მიტროფანეს ეძახდნენ. ჩზი ჩუნი ადრე დაობლდა და ბებო ეკატერინემ გაზარდა. დედამისი მარინა, ერთერთ ქალთა სკოლაში ასწავლიდა. მისიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა არქ.პალადიმ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა ცზი ჩუნს და სახელგანთქმულ მასწავლებელს ლუნ იუანის მიაბარა, რათა იგი სამღვდელო ხარისხისთვის მოემზადებინა..
ცზი ჩუნი თავმდაბალი კაცი იყო, ძალზე ყურადღებიანი, ფაქიზე,თანამგრძნობი და მშვიდობისმოყვარე. მღვდლად კურთხევას ვერ ბედავდა,ამბობდა:"მშიშარა და უნიჭო ვარ, ასეთი ხარისხის მიღებაზე როგორ გავკადნიერდებიო?"

მაგრამ მისიის ხელმძღვანელისა და თავისი მასწავლებლის მიერ იძულებული, მორჩილების გამო დათანხმდა, თუმცა გრძნობდა, რომ როგორც მღვდელს მძიმე და მოწამეობრივი ხვედრი ელოდა. როგორც მღვდელი, ცზი ჩუნი მთავარი თანაშემწე იყო არქიმანდრიტ ფლავიანესი, საღვთიმსახურო და სასულიერო წიგნების ჩინურ ენაზე გადათარგმნის საქმეში. იგი თხუთმეტი წელი ემსახურა ღმერთსა და თავის ხალხს. ამასთან მრავალ განსაცდელს დაითმენდა გარემოცვისგან.
"ბოქსიორების" აჯანყებისას, 1900 წლის 1 ივნისს აჯანყებულებმა გადაწვეს რუსული მისიის შენობაც.ხანძარს გამოქცეულმა ქრისტეანებმა თავი მამა ცზი ჩუნის სახლს შეაფარეს. მათ შორის ისეთნიც იყვნენ, ვისაც ეს ღვთის კაცი არ უყვარდათ, მაგრამ შემწყნარებელმა მღვდელმა მიიღო ისინი და არ გააგდო თავისი სახლიდან.როცა დაინახა, რომ ზოგიერთები შეშინდნენ და შეირყნენ, ცზი ჩუნი მათ ღვთის სახელით გაამხნევებდა და გააძლიერებდა. ყოველდღიურად გამოდიოდა სახლიდან, ნახევრადდამწვარი ტაძრის სანახავად და ლოცულობდა მის ნახანძრალზე.
10 ივნისს დაახლობით 10 საათზე "ბოქსიორებმა" ალყაში მოაქციეს ცზი ჩუნის სახლი. სახლში ამ დროს 70 ქრისტეანი იყო. ზოგიერთებმა გაქცევა მოახერხეს და თავი გადაირჩინეს, ხოლო ვინც სუსტი იყო, ქალებთან და ბავშვებთან დარჩა. არსად წასულა მამა ცზი ჩუნიც. მას დამალვა არც უფიქრია,იჯდა თავისი სახლის ეზოში და "ბოქიორებს" ელოდა. ამ უღმერთოებმა კი იცოდნენ, რომ იგი მღვდელი იყო და განსაკუთრებითი განბოროტებულნი იყვნენ მასზე. ამიტომაც მაშინათვე მივარდნენ მას გაშიშვლებული მახვილებით და მკერდი განუგმირეს. სასიკვდილოდ დაჭრილი მღვდელი ხის ქვეშ დაეცა და ჩააბარა სული უფალს. მერე კი უღმერთოები სახლში შევარდნენ და ამოხოცეს იქ დამალული ქრისტეანები.


1903 წელს, მას მერე რაც ჩინეთის იმპერიაში სამშვიდემ დაისადგურა, პეკინში წმინდა მოწამეების სახელზე ტაძარი ააგეს და მღვდელ ცზი ჩუნის სხეული, სხვა მოწამეებთან ერთად საკურთხეველის ქვეშ დაკრძალეს. იმ ადგილას სადაც ჩზი ჩუნი დაიღუპა, დიდი ჯვარი აღიმართა. ყოველ 10 ივნისს( ახალი სტილით), ღვთისმსახურების მერე ამ ჯვარის წინ ლიტია აღესრულება. ასე დიდებულად დაასრულა თავიი მიწიერი ცხოვრება ქრისტეს უდრეკმა მეომარმა და გადასახლდა ზეციურ სასუფეველში. იქიდან გამოუჩნდა იგი თავის მოწამე თანამოძმეებს, ვითარცა მფარველი ანგელოზი გაამხნევებდა მათ.
ერთი ოჯახის მოწამეობის ამბავი.მღვდელ ცზი ჩუნს ჰყავდა ცოლი ტატია, ლის გვარიდან და სამი ვაჟი: ესაია, სერგი და იოანე. ესაიას ჰყავდა ცოლი მარიამი. ყველა ისინი ეწამნენ ქრისტესთვის იმ დროს, ცოცხალი მხოლოდ ვაჟი სერგი გადარჩა, რომელიც ახლა დეკანოზია.
ტატიანა 44 წლისა იყო. იმ საშინელ 10 ივნისის ღამეს ის როგორღაც გადარჩა, მაგრამ მეორე დღეს ბოქსიორებმა შეიპყრეს, სხვა 19 ჩინელ ქრისტიანთან ერთად. ისინი ქალაქგარეთ გაიყვანეს და "ბოქსიორების" ბანაკში მიიყვანეს, რომელსაც სიაო ინ ფანს ეძახდნენ. აქ ტატიანასა და სხვებს თავები მოჰკვეთეს. ამ ადგილას ახლა ღარიბთა თავშესაფარია.


ესაია 23 წლის იყო. ის არტილერიაში მსახურობდა. "ბოქსიორებმა" იცოდნენ მისი ქრისტეანობის ამბავი და შეიპყრეს კიდეც შვიდ ივნისს. მას თავი მოჰკვეთეს პინ-ცე-მინის კარებთან.
იოანე სულ რვა წლისა იყო. იმ დღეს როცა მამამისი, მღვდელი ცზი ჩუნი მოკლეს, "ბოქსიორებმა პატარა იოანეც შეიპყრეს; მას დაუსერეს ბეჭები , მოჰკვეთეს ფეხის თითები, მოსჭრეს ყური და ცხვირი. ბიცოლა მარიამმა, იგი როგორღაც გადაარჩინა სიკვდილს და ტუალეტში დამალა. მეორე დღეს ის ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გარეშე იხილეს, კარებთან ჩამომჯდარი. ჰკითხეს,არა გტკივაო.ბიჭმა უპასუხა:"სულ არ მტკივაო". ქრისტეს ძალამ მიუყუჩა ტკივილი. ქუჩის ბავშვები დასცინოდნენ და უყვიროდნენ: "ერ-მაო-ცზა!"-რაც ეშმაკის მსახურსა ნიშნავს. ასე ეძახდნენ ჩინელი უღმერთოები ქრისტეანებს.მათ დაცინვას პატარა იოანე პასუხობდა: " მე მწამს ჭეშმარიტი ღმერთი და სულაც არა ვარ ერმაოზა". პატარამ წყალი ითხოვა და არ დაალევინეს. პროტასი ჩანი და იროდიონ სიუ, მაშინ ჯერ კიდევ მოუნათლავნი, მოწმობენ, რომ ნახეს ეს ბავშვი, ზურგსა და ფეხებზე საშინელი ჭრილობებით, რომლებიც ძალზე ღრმა იყო, მაგრამ პატარა ტკივილს ვერ გრძნობდა.როცა "ბოქსიორებმა კვლავ შეიპყრეს, ის მშვიდად, უშიშრად, "დასაკლავი ცხვარივით" გაჰყვა მათ.ეს რომ დაინახა, ვიღაც მოხუცს შეეცოდა ის და თქვა: "ბავშვმა რა დააშავა, მისი მშობლებია დამნაშავენი, რომ იგი ეშმაკის მსახური გახადესო".სხვები კი დასცინოდნენ, იოანე მათ არ უსმენდა, როგორც ის მკვლელი "ბოქსიორები" რომელთაც ის დასასჯელად მიჰყავდათ.

მარიამი, ესაიას ცოლი და მღვდელ ცზი ჩუნის რძალი, 19 წლისა იყო. დარბევამდე ორი დღით ადრე მამამთილის სახლში მოვიდა, რათა მათთან ერთად მომკვდარიყო. როცა 10 ივნისს "ბოქსიორებმა" ალყა შემოარტყეს მღვდლის სახლს, მარიამი ყველაფერს აკეთებდა სხვების გადასარჩენად. ხალხი გარეთ გაჰყავდა და გალავანზე გადაცოცებაში ეხმარებოდა. როცა "ბოქსიორებმა" და ჯარისკაცებმა კარები შემოამტვრიეს და ეზოში შემოვარდნენ, მარიამი თამამად წინ აღუდგა და ამხილა ისინი, ამდენი უდანაშაულო ხალხის დახოცვის გამო. თავდამსხმელები ადგილზე გაქვავდნენ და მარიამი აღარ მოკლეს, თუმცა ხელი დაუსერეს და ფეხი მოაჭრეს. მაზლმა სერგიმ სამჯერ სცადა მისი დარწმუნება, გაქცეულიყო და თავი გადაერჩინა, მაგრამ მარიამმა მხნედ უპასუხა: "მე აქ დავიბადე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან და აქვე მინდა მოვკვდე.!" დარჩა. მალე "ბოქსიორები" მოვიდნენ და ნეტარი მარიამიც მოკლეს.
ალბაზინელები. ქრისტეს მოწამეთა შორის ალბაზინელებიც იყვნენ. ისინი შთამომავლები გახლდნენ, იმ სახელგანთქმული ალბაზინელებისა, რომელთაც ჯერ კიდევ 1685 წელს პეკინში ქრისტეს სარწმუნოება შემოიტანეს. ყველას არ შეუძლიან მოწამეობა,ეს უდიდესი ჯილდოა და მხოლოდ იმათ მიეცემათ, რომელთაც განსაკუთრებულად უყვართ ცოცხალი უფალი. ალბაზინელთა დიდი სიყვარულისა და ერთგულების გამო, უფალმა მათი შთამომავლობა მოწამეობის გვირგვინებით დააჯილდოვა. ალბაზინელები, მონგოლთა ერთერთი ტომია, რომელიც რუსეთის ციმბირის სამხრეთით ცხოვრობს. მათ ჯერ კიდევ 17-ე საუკუნეში მიიღეს მართლმადიდებელი სარწმუნოება.
კუი ლინგი, ხაი ციხუანი, მისი ძმა ვიტო და ანა ჟუი, მრავალ სხვა ალბაზინელთან ერთად მხნედ შეეგებნენ სიკვდილს. უღმერთოებმა ისინი, ჯერ აწამეს და მერე სხვადასხვა სიკვდილით დახოცეს. საოცრად შთამბეჭდავი იყო ის სცენები, როცა ეს საკვირველი მოწამენი, მუხლებზე დამხობილნი ევედრებოდნენ ღმერთს შეენდო მათი ჯალათებისთვის.

წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის (ველიამიროვიჩი) მიხედვით.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო"
2012 წლის 20 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ერის ცხოვრებაში

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat