წმინდა არსენი პაროსელი - 31 (13.02) იანვარი
წმინდა არსენი პაროსელი - 31 (13.02) იანვარი
წმინდა არსენი (ერისკაცობაში ათანასე) 1800 წელს დაიბადა ქალაქ იანინაში. ცხრა წლის დაობლდა და ნათესავებმა კიდონიაში, მართლმადიდებლურ სკოლაში მიაბარეს - ის მღვდელმონაზონმა გრიგოლმა შეიფარა, რომელიც შემდგომში სკოლის დირექტორი გახდა და მის დახურვამდე, ბერძენთა აჯანყების დაწყებამდე ხელმძღვანელობდა. მამა გრიგოლმა ათანასეს სწავლების ბოლო წელს გააცნო ბერდიდი დანიელ თესალონიკელი, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სულერი მოძღვარი. მალე დანიელი ყრმა ათანასეს სულიერი მოძღვარი გახდა.

1814 წელს მამა დანიელმა ათონზე წასვლა გადაწყვიტა და თოთხმეტი წლის ათანასეც თან წაიყვანა. ათონური ტრადიციით იქ დასასახლებლად ყმაწვილი ასაკით პატარა იყო, მაგრამ მამა დანიელის სულიერი ავტორიტეტის გამო მისთვის გამონაკლისი დაუშვეს. ათანასე მოძღვართან ერთად კარეესის სიახლოვეს ერთ პატარა კელიაში დასახლდა. მას უკვე ჰქონდა ცხოვრების გამოცდილება და მალევე არსენის სახელით ბერად აღკვეცეს. მამა დანიელი ათონზე სამუდამოდ დარჩენას აპირებდა, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ კოლივადების - ხშირი ზიარების მომხრეების თანაგრძნობის გამო მთაწმინდის დატოვება მოუხდათ. ღვთის განგებულებით მამა დანიელმა და მამა ათანასემ 1821 წლის დასაწყისში დატოვეს ათონი, ამ დროს ბერძნების აჯანყება დაიწყო და მთაწმინდა თურქებმა დაიპყრეს.

ბერდიდი და მისი მოსწავლე თავიდან ათენთან ახლოს პენდელის მონასტერში დასახლდნენ, მაგრამ მამა დანიელმა უფლისგან ბოძებული მადლით განსჭვრიტა, რომ ეს მონასტერი მალე თურქთაგან აოხრდებოდა და გადაწყვიტა კუნძულ პაროსზე წასულიყო. ამ დროს პაროსზე კოლივადთა მოძრაობის სხვა წევრებიც ცხოვრობდნენ, თუმცა ისინიც ახალი ჩამოსულები იყვნენ ათონიდან და ფინანსურად შეჭირვებულებს კიდევ ორი კაცის შეფარება არ შეეძლოთ. ამიტომ ბერდიდი დანიელი და მამა ათანასე მეზობელ კუნძულ სიკინოსზე წავიდნენ, იქიდან კი კუნძულ ფოლეგანდროსზე. კუნძულის მცხოვრებთ თბილად მიიღეს ბერდიდი და სთხოვეს მამა არსენისთვის სკოლაში მასწავლებლობის ნება მიეცა. ბერდიდი დათანხმდა და მამა არსენს დიაკვნად ხელი დაასხეს და სკოლის მასწავლებლად დანიშნეს, სადაც ის ათი წელი ასწავლიდა. ამ ათი წლის მანძილზე ის არა მარტო საერო მეცნიერებებს ასწავლიდა ბავშვებს, ის მათ მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობასაც უნერგავდა.

ბერდიდი დანიელი 1837 წელს გარდაიცვალა, მან ანდერძად დაუტოვა სულიერ შვილს, რომ ათონზე, ან ნებისმერ სხვა ადგილას, სადაც დასახლდებოდა, მისი სხეული იქ გადაესვენებინა. სამი წლის შემდეგ მამა არსენმა, მიუხედავად ადგილობრივთა პროტესტისა, ფოლეგანდროსი დატოვა და პაროსზე შეჩერდა, რათა ნაცნობ ბერებს დამშვიდობებოდა. წმინდა გიორგის პატარა მონასტრის მოლოვისას იღუმენმა მამა ილიამ დაარწმუნა მამა არსენი, რომ ამ სავანეში დარჩენილიყო, რადგან ასეთი იყო ღვთის ნება. მართლაც, მამა არსენი კუნძულ პაროსზე დასახლდა და იქ იცხოვრა 37 წელი, ვიდრე აღსასრულამდე.

ამბობენ, რომ ის არსენი დიდის სადარ ღვაწლს ეწეოდა, სჭამდა იმდენს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, ღამე მხოლოდ სამი საათი ეძინა და დარჩენილ დროს ლოცვასა და ღმერთზე ფიქრში ატარებდა. მონასტრის ძმებს ძალზე უყვარდათ იგი უანგარო სიკეთისა და სულიერი განსჯის მადლის გამო, რაც მას უფლისგან მიეცა. მონასტერში გატარებული ათი წლის შემდეგ ძმებმა ერთხმად გადასწყვიტეს, რომ დადგა დრო მამა არსენი მღვდლად კურთხეულიყო. მამა არსენი კი მათ თავის უღირსებაში არწმუნებდა. თუმცა ადგილობრივმა მიტროპოლიტმა იცოდა, რომ რაიმე რეალური წინააღმდეგობა არ არსებობდა და მამა არსენი 47 წლის ასაკში მღვდლად აკურთხა.

ახალი მღვდლის სიკეთემ, სულიერი განსჯის ნიჭმა და სიწმინდემ ანდამატივით მიიზიდა მისკენ არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობა, მასთან აღსარებისთვის მთელი საბერძნეთიდან, ათონის მთიდან და თვით სირიიდანაც კი ჩამოდიოდნენ. ისინი მასში ჰპოვებდნენ ქრისტესმიერ სიყვარულსა და მიტევებას, რაც მართალი მამის სახეზე აღბეჭდილიყო და ძალუძდა სულიერი შვილები ცხონების გზაზე წაეყვანა. უფრო მოგვიანებით მან დაფარულთმცოდნელობის მადლიც მიიღო. 1865 წელს გარდაიცვალა იღუმენი ილია და მამა არსენი მის ადგილას აირჩიეს. მაგრამ, ეს მისთვის მძიმე ტვირთი იყო, ამიტომაც მალე მან უარი თქვა იღუმენობაზე და ამ დროიდან ცხოვრება მოუკლებელ ლოცვასა და სამოძღო საქმეს მიუძღვნა-ის სამი მონასტრის მონაზვნეების აღსარებებს იღებდა. ჯორზე შემჯდარი, კუნკულჩამოფარებული, პირზე მოუკლებელი ლოცვით მონასტრიდან მონასტერში გადადიოდა. მის მოსაგრის ღვაწლს დაემატა ცხოვრებისეული განსაცდელები: კუნძულის ზოგიერთი მკვიდრის ცილისწამების გამო მიტროპოლიტმა მსახურება აუკრძალა. მამა არსენი მშვიდად დაითმენდა ამ განსაცდელს, შეუნდო ცილისმწამებლებს და მათვის ლოცულობდა. დროთა განმავლობაში მას აღუდგინეს ღვთისმსახურების უფლება.

მამა არსენის მოვალეობაში შედიოდა ფერისცვალების დედათა მონასტრის სულიერი წინამძღვრობაც. ეს კი ადვილი არ იყო, რადგან მამა არსენამდე სავანეში ძალზე დაძაბული მდგომარეობა იყო, დები დაყოფილი იყვნენ ბანაკებად და ერთმანეთს მტრობდნენ. დებს გულწრფელად უყვარდათ თავიანთი მოძღვარი მაგრამ ჭეშმარიტი სინანული ძნელად გამოსდიოდათ. მამა არსენს არაერთხელ მოუხდა, თავისი სულიერი შვილების სასოწარკვეთილებას შებრძოლებოდა.

ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთი კუნძულ სიროსელი გოგონა ცუდ წრეში მოხვდა და ბოლოს სხეულით ვაჭრობაც დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ ცოდვების გამო სინანულში ჩავარდა და გადაწყვიტა, თავისი ხორციელი და, ფერისცვალების მონასტრის მონაზონი, მოენახულებინა. იმედი ჰქონდა, ანუგეშებდა, მაგრამ დამ ხელი ჰკრა, მონასტერში შესვლა აუკრძალა და ზოგიერთი მონაზონი აუმხედრა. მათ სცემეს გოგონას, უყვიროდნენ, - სიკვდილის ღირსი ხარ, ოჯახის შემარცხვენელოო. გოგონა გაიქცა. ტირილით დაუძლურებული, შავ ფიქრებში გახვეული ჩამოჯდა გზის პირას.

ამ დროს გამოჩნდა წმინდა არსენ პაროსელი - მონასტერში მიდიოდა. მამა არსენმა მოუსმინა მას, ანუგეშა, დაუბრუნა ღვთის გულმოწყალების იმედი, სავანეში მიიყვანა და მაშინვე შერთო დათა დასს, რათა თავისი ცხონებისთვის ეღვაწა. მონაზვნები მკაცრად ამხილა: "მე, თქვენი სულიერი მამა, გეუბნებით: თქვენ არც მონაზვნები ხართ, არც ქრისტიანები და არც ადამიანები. უფსკრულის პირას მდგარი ცხვარი რომ დაგენახათ, ალბათ მის გადასარჩენად გაიქცეოდით - ცოცხალი არსებააო. თუ ამდენს ზრუნავთ ცხოველზე, განა არ უნდა იზრუნოთ დაზე, რომელიც უფრო ძვირფასი სულის პატრონია, ვიდრე მთელი სამყარო? ის დაღუპვის პირას იდგა, მოვიდა თქვენთან დახმარების სათხოვნელად, თქვენ კი უფსკრულში გადასაჩეხად ხელი ჰკარით".

მონაზვნებმა საქციელი შეინანეს. ღირსმა მამამ იმ გოგონას და ერთი წლით განაყენა წმინდა ზიარებისაგან, დანარჩენები კი ნახევარი წლით.

სხვა დროს, მას მერე რაც მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, დაპირისპირებული დები ერთმანეთს რომ ვერ შეარიგა, გულგატეხილმა, გადაწყვიტა, საერთოდ მიეტოვებინა ისინი. გზად მას წმინდა გიორგი შეხვდა, მშვენიერი ჭაბუკის სახით და ჰკითხა, საით მიდიოდა. როცა მამა არსენმა თავისი სატკივარი შესჩივლა, წმინდანმა უთხრა:

- რატომ იმაზე არ დაფიქრდი, რომ უფალი რამდენს ითმენს მილიონობით ადამიანის საშინელ საქციელს, უთმენს მათაც, ვისაც მისი არ სწამს, შეურაცხყოფს და სძაგს იგი, და ღვთისმგმობელობს. მან თავის ჯვარმცელებსაც მიუტევა, და როცა ჯვარზე გააკრეს, თქვა: "მამაო, მიუტევე, რამეთუ არ იციან, რას აკეთებენ". რატომ არ შეგიძლია დაითმინო ორმოცამდე მონაზვნის - უძლური დედაკაცების, უსამართლო საქციელი, რომელთაც მართლაც დაგამწუხარეს, მაგრამ ახლა შეინანეს?

შემდეგ წმინდა გიორგიმ მას აჩვენა როგორც სამოთხის სავანეები, ასევე ჯოჯოხეთის უფსკრული. შემდეგ კი გააფრთხილა, რომ თუ უკან არ დაბრუნდებოდა და ამ მონაზვნების სულიერი მამა არ იქნებოდა, ზეციურ სასუფეველს ვერ იხილავდა. ამის თქმა იყო - ჭაბუკის სახე ელვასავით გაბრწყინდა და უჩინო იქმნა. იმ წამსღა მიხვდა მამა არსენი, ვის ესაუბრბოდა. მონასტერში დაბრუნდა და რას ხედავს: ორმოცივე მონაზონს ტაძარში მუხლი მოედრიკა, და აცრემლებული ღმერთს შესთხვდა, მამა არსენი დაბრუნებულიყო და მათთვის მიეტევებინა.

მამა არსენი სიცოცხლეშივე მრავალ სასწაულს ახდენდა. მისი ლოცვით ერთხელ ხანგრძლივი გვალვის შემდეგ იწვიმა და ისეთი მოსავალი მოვიდა, რომ იქაურ ხანდაზმულებსაც კი ასეთი რამ ახსოვდა.

მაგრამ იყო ყველაზე დიდი სასწაულები, რომელთაც არავინ იწერდა: გაწმენდა, განახლება ადამიანთა სულებისა, მათში იმედისა და სულიერი სიხარულის მიცემა.

მამა არსენმა თავისი გარდაცვალება ერთი თვით ადრე იწინასწარმეტყველა და 1877 წლის 31 ივნისს წარსდგა უფლის წინაშე. მამა არსენის კანონიზაცია მოხდა 1967 წელს. მისი ხსენება დაწესდა როგორც 31 იანვარს, გარდაცვალების დღეს, ასევე 18 აგვისტოს, მისი წმინდა ნაწილების ტაძარში გადასვენების დღეს.

...........................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat