ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე (V) - 30 (12.02) იანვარი
ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე (V) - 30 (12.02) იანვარი
ღირსი ზენონი ბასილი დიდის სამშობლოდან კაპადოკიის კესარიიდან იყო. ზენონს ჰქონდა პატივი ყოფილიყო ბასილი დიდის მაწაფე. ზენონს იმპერატორ ვალენტინის (364-378) კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ვალენტინის სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო მოხელე განერიდა ამ სოფელს და ანტიოქიის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში დასახლდა. ორმოცი წელი მოსაგრეობდა იგი ამ მღვიმეში, სადაც არც საწოლი ჰქონდა, არც კერა, არც სანათური. ზენონის საზრდო მხოლოდ პური და წყალი იყო, რომელიც ძალიან შორიდან მოჰქონდა ძნელად სავალი გზით. ერთხელ გამვლელს დაუნახავს, როგორ ეზიდებოდა ღირსი მამა წყლით სავსე მძიმე ჭურჭლებს გამოქვაბულისკენ. უცნობს დახმარება შეუთავაზებია ზენონისთვის. მიუხედავად ბერის უარისა და წინააღმდეგობისა, გამვლელი მაინც დახმარებია მას წყლის ჭურჭლის მღვიმის კარამდე მიტანაში. ზენონს წყალი მღვიმის კართან დაუქცევია და მეორედ წასულა წყაროზე წყლისთვის. მღვიმეში განმარტოებული მოსაგრე ყოველ კვირა დღეს ტაძარში დადიოდა და ეზიარებოდა.

ერთხელ იმ მხარეში ყაჩაღები გამოჩნდნენ, მათ მრავალი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ერთ ღამეს მძარცველები წმინდა ზენონის გამოქვაბულის საიახლოვესაც მივიდნენ. წმინდა ბერმა ილოცა. მისი ლოცვის ძალით ყაჩაღები დაბრმავდნენ, ვერ შენიშნეს ბერის მღვიმე და მალე გაშორდნენ იქაურობას.

წმინდა ზენონი განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა საღვთო წიგნებს, რომლებიც მასთან სულიერი დამოძღვრისთვის მოსულებს მოჰქონდათ. ღვთაებრივი მადლით აღსავსე ნეტარი მოსაგრე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი გარდაიცვალა V ს-ის დასაწყისში.

......................................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler