ღირსი ანატოლი ოპტელი (+1894) – 25 (07.02) იანვარი
ღირსი ანატოლი ოპტელი (+1894) – 25 (07.02) იანვარი
ღირსი ანატოლი 1814 წელს, ნათლისღებას დაიბადა დიაკვნის ოჯახში. წმინდა ალექსი ღვთისკაცის პატივად მას ალექსი დაარქვეს. ღვთისმოშიში მშობლები ნატრობდნენ, რომ მათი შვილი ბერად შემდგარიყო და მკაცრად ზრდიდნენ.

კალუგის სემინარიის დამთავრების მერე ალექსის ღვთისმსახურის რამდენიმე ადგილი შესთავაზეს, მაგრამ მან სახელმწიფო პალატაში დაიწყო მუშაობა. თავისუფალ დროს დასთან ერთად წმინდა ადგილებს მოილოცავდა. ბოტკოვოს დედათა მონასტერი ისე მოეწონა, რომ დას ურჩია, იქ მონაზვნად აღკვეცილიყო.

მალე ალექსის ჭლექი შეეყარა და აღთქმა დადო, - თუ გამოჯანმრთელდებოდა, მაშინვე მონასტერში წავიდოდა. ასეც მოხდა. მშობლებმა სიხარულით დალოცეს ბერობის გზაზე შემდგარი.

ოპტის უდაბნოში ალექსი ზერცალოვი მონაზვნად აღიკვეცა და მას წმინდა ანატოლი კონსტანტინოპოლელის პატივსაცემად ანატოლი უწოდეს. მამა მაკარიმ შეიყვარა ახალბედა მორჩილი, მის გამოცდილ მზერას არ დაჰფარვია მომავალში ცხოვრებისათვის მისი მოშურნეობა. როცა მონასტერში ღირსი ანატოლის სანახავად დედამისი მივიდა, მამა მაკარიმ უთხრა: "კურთხეულო და კეთილო ქალბატონო, რა კარგ გზაზე გაუშვი ვაჟი". მამა მაკარი იესოს ლოცვას ასწავლიდა ანატოლის და ისიც ლოცვისთვის შორს, ტყეში განმარტოვდებოდა ხოლმე. რადგანაც მამა მაკარის ბევრი საქმე ჰქონდა, მისი კურთხევით, ღირსი ანატოლი წმინდა ამბროსის მიმართავდა ხოლმე. "ის უფრო სწრაფიაო", - ასე აუხსნა მამა მაკარიმ თავისი გადაწყვეტილება (წმინდა მაკარი ენას უკიდებდა და შესაძლოა, ესეც იგულისხმა).

აი, ასეთ დიდებულ სულიერ გარემოში უფრო და უფრო წარემატებოდა ღირსი ანატოლი. თუმცა ღირსი მაკარი შემთხვევას არ უშვებდა, თავისი მოწაფის დასამდაბლებლად.

ერთხელ მონასტერს მღვდელმთავარი წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ეწვია. მან იესოს ლოცვის შემსრულებელ მონაზვნებთან გასაუბრება მოისურვა. მიუთითეს ღირს ანატოლიზე. მეუფე დიდხანს ესაუბრა ბერს, ბოლოს, გაოცებულმა ბრძანა: "მიხარია, რომ ასეთ განათლებულ ბერს შევხვდი, რომელიც სულიერ საგნებშიც არის გამოცდილი და საერო მეცნიერებებიც იცის". ამ საუბრის შემდეგ მამა ანატოლი სკიტში მიმავალ მონაზვნებით და სხვა პირებით გარემოცულ ღირს მაკარის შეხვდა. "აბა, რა გითხრა მეუფემ?" - ჰკითხა მოძღვარმა. ანატოლიმ ჩვეული უბრალოებით ყველაფერი მოუყვა. მაშინ მამა მაკარიმ ყველას თვალწინ მას ჯოხით ცემა დაუწყო: "ოჰ, შე არამზადავ. როგორ დაიჯერე, რომ ეს მართალია? მეუფე არისტოკრატია, ქათინაური თავაზიანობის გამო გითხრა, შენ კი დაიჯერე". ხოლო როცა ანატოლი წავიდა, მამა მაკარიმ მასზე თქვა: "ფხიზელი მონაზონია, გონიერი, განათლებული".

მამა მაკარის გარდაცვალების შემდეგ მამა ამბროსი და ანატოლი განსაკუთრებით დაუახლოვდნენ ერთმანეთს. სწორედ ღირსი ამბროსის წარდგინებით დანიშნეს ის სკიტის ხელმძღვანელად. მამა ამბროსი მას თავის უფროსს ეძახდა, შამორდინოს დედათა მონასტრის დაარსებისას მამა ანატოლი მისი ერთგული და საიმედო თანაშემწე იყო. დედათა მონასტრის სულიერი ხელმძღვანელობაც მამა ანატოლის ჩააბარა. თვითონ მხურვალე მლოცველი მამა ანატოლი დედებსაც შთააგონებდა, მოუკლებლად ემეორათ იესოს ლოცვა და თან გულის სიწმინდე დაემარხათ. იესოს ლოცვას ცხონებისთვის ის მთავარ საშუალებად თვლიდა: "ყველაფერს სჯობია თქვენ ნორჩ გულებზე გამოხატოთ უფლის უტკბილესი სახელი - ნათელმომფენი იესოს ლოცვა. მაშინ იგემებ აღმატებულ სიხარულს და მხიარულებას! როცა გულში იესუ განმყარდება, აღარ მოგინდება არც არა იერუსალიმი. რამეთუ თვით მეუფე, თავის ყოვლადწმინდა დედასთან და ყველა ანგელოზსა და წმინდანთან ერთად, მოვა და დაივანებს შენთანო".

ერთი მონაზონი წუწუნებდა, - ლოცვა მიჭირსო. მამა ანატოლიმ მას ურჩია: "მოუკლებლად იმეორე იესოს ლოცვა და ხელს აღარავინ შეგიშლის. ბევრ ხალხშიც რომ იყო, ვერ შეამჩნევ, კელიებში ნუ ივლი, უსაჭიროდ საუბარს ნუ გააბამ. ტაძარში ანგელოზივით იდექი, ნუ დაიწყებ აქეთ-იქით ცქერას და საუბარს. ეკლესია ზეცაა მიწაზე. როცა ეკლესიაში მიდიხარ, "გიხაროდენი" იმეორე... ნურავის გაესაუბრები, თორემ იმ ჭურჭელს დაემსგავსები, რომელიც სავსე იყო და გზაში დაიღვარა. როცა ზიარებისთვის ემზადები, მაშინ უფრო გულმოდგინედ ილოცე იესოს ლოცვა. როცა საზიარებლად მიდიხარ, მაშინ განსაკუთრებით აკონტროლე შენი თავი, არავის გაესაუბრო და ფიქრებითაც არსად წახვიდე. დამშვიდებული გულით მიდი საზიარებლად, შემწედ შენი სულიერი მამის ლოცვებს მოუხმე".

ლოცვაზე ის ამბობდა: "ისე უნდა ევედრო ღმერთს, რომ მლოცველის სულსა და ღმერთს შორის არავინ და არაფერი იდგეს. მხოლოდ ღმერთი და სული, რათა მლოცველი, ღვთის გარდა ვერავის გრძნობდეს, ვერც ზეცას, ვერც მიწას, თორემ ლოცვა არასრულყოფილი იქნება. როცა კარგი გალობის ან წიგნის კითხვის შთაბეჭდილებით ლოცულობ, ეს ლოცვა ჯერ არ არის ჭეშმარიტი. აი, ჭეშმარტი ლოცვა: წინასწარმეტყველი ილია თავმუხლმოდრეკით ლოცულობდა. რამდენიმე წუთში უფალი მოალბო და მან თავისი რისხვა წყალობად შეცვალა.

ღირსი ამბროსი წმინდა ანატოლის უდიდეს მამად და იესოს ლოცვის მუშაკად თვლიდა: "მას ისეთი ლოცვა (გონებაგულისმიერი) და მადლი მიეცა, როგორიც ათასში ერთს მიეცემა". მამა ანატოლიმ სიცოცხლის ბოლოს დაფარულმცოდნეობის და სულიერი დამმოძღვრელის ისეთივე მადლი მიიღო, როგორიც მის მოძღვრებს - მაკარისა და ამბროსის
ჰქონდათ.

ღირსი ანატოლი თბილი და მოწყალე იყო, ყველას პატიობდა, მკაცრობდა მხოლოდ მაშინ, როცა ტაძარში საუბრობდნენ. ამბობდა: "როცა ტაძარში ცუდი გულისთქმები შეგაწუხებს, ერთი მაგრად იჩქმიტე, რომ გეტკინოს და გახსოვდეს, სადა დგახარ".

ერთმა მონაზონმა შესჩივლა: "მეშინია, რომ განსაცდელი შემემთხვევაო". წმინდა ანატოლიმ უთხრა: "იცხოვრე ისე, არავინ განიკითხო, ყველას კარგი მხრიდან შეხედე. არ უთვალთვალო ადამიანებს და ღმერთი დაგიფარავს. და კიდევ: ვინც კითხულობს იესოს ლოცვას, განსაცდელი არ შეემთხვევა.

მოსაგრე ცხოვრების გზაზე ამბობდა: "საშუალო გზაზე იარე, ნურც წინ გაიქცევი და უკანაც არ ჩამორჩე".

ერთხელ ერთმა დამწუხრებულმა დედამ დაიჩივლა, - რატომ წავედი მონასტერშიო. მამა ანატოლიმ მიუგო: "ერში რომ იცოდნენ, რა ძნელია მონასტერში ცხოვრება, ჯოხით რომ ეცემათ, მაინც არ წავიდოდნენ მონასტერში. სჯობდა სოფელში დარჩენილიყვნენ, თუნდაც ფეხშიშველებს ეარათ.
ხოლო რომ იცოდნენ, რამხელა ჯილდო ელოდებათ ზეცაში მონაზვნებს, მაშინ ყველანი დაუტევებდნენ სოფელს და მონასტერში გაიქცეოდნენ". არ უყვარდა, როცა ვინმე შეჭირვებისას სიკვდილს ნატრობდა და ამხილებდა მათ, ერთი შეაშინა კიდეც, - თუ გინდა, ვილოცებ და მოკვდებიო. "არა,არა, სიცოცხლე მინდა", - დაუწყო ვედრება მოწუწუნემ.

მამა ამბროსის გარდაცვალების შემდეგ მამა ანატოლი სწრაფად დასუსტდა. დაფიქრებული და მწუხარე, მძიმედ განიცდიდა თავის სულიერ ობლობას და გრძნობდა თავის აღსასრულს. 1894 წლის 25 იანვარს, 71 წლისამ მშვიდად ჩააბარა სული უფალს.

სასწაული


ერთი შამორდინოელი მონაზონი ყვებოდა: "მონასტერშიმისვლისას ავად გავხდი. ექიმებმა გულის მანკი და ყელის კიბო დამიდგინეს. მითხრეს, მალე მოკვდებიო. სიკვდილი კი არ მინდოდა. მამა ანატოლიმ მითხრა: - ზიხარ თუ წევხარ, რაც შეგიძლია, იკითხე იესოს ლოცვა და ყველაფერი გაივლისო. ასეც მოვიქეცი და მისი წმინდა ლოცვით გამოვჯანმრთელდი. მას მერე 23 წელი გავიდა და ცოცხალი ვარ. მორჩილებას ძალისამებრ ვასრულებ, კელიაში ყველაფერს ჩემით ვაკეთებ, დიდი ჯანმრთელობით ვერ დავიკვეხნი, თუმცა ადრე კელიაში სიარულიც კი არ შემეძლო".
......................................

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ისე უნდა ევედრო ღმერთს, რომ მლოცველის სულსა და ღმერთს შორის არავინ და არაფერი იდგეს

...........................................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler