წმინდა იოსებ კრიტელი XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა კრიტში. ჯერ კიდევ ბავშვს ევალებოდა ეზრუნა მოხუც მღვდელზე, რომელიც მასთან ახლოს ცხოვრობდა.
ეკლესიაშიც და შინაც ეხმარებოდა ბიჭი ხუცესს. მშობლები სიყვარულით და ღვთისმოსაობით ზრდიდნენ იოსებს. მათი გარდაცვალების შემდეგ იოსებმა მემკვიდრეობა გლახაკებს დაურიგა. ქალაქში ისე ცხოვრობდა, როგორც მონაზონი, მუდმივ ლოცვასა და მარხვაში. მოხუცმა წმინდა მამამ გარდაცვალებამდე აკურთხა იოსები მღვდლად. სთხოვა, წმინდა მიწა მოელოცა და იქ ელოცა მისი სულისთვის. იოსებმა შეასრულა მღვდლის ბოლო სურვილი - მოილოცა წმინდა მიწა.
როდესაც დაბრუნდა კრიტში, ყველაფერი გაყიდა, რაც გააჩნდა. მთლიანად მიენდო უფალს, ყოველდღიური საკვებისთვისაც კი არ უზრუნია, ყველაფერი გასცა. ძირითად დროს იოსები ტაძარში ატარებდა, შემდეგ მიდიოდა ავადმყოფების, პატიმრების და გაჭირვებულების მოსანახულებლად და დასახმარებლად, ურიგებდა მათ სეფისკვერებს.
ერთხელ მნათემ შეწუხებულმა მოახსენა ღირს მამას, რომ აღარცერთი სეფისკვერი არ დარჩენილიყო ტაძარში, არადა ღვთისმსახურების დრო ახლოვდებოდა. იოსებმა უპასუხა:
- შვილო ჩემო, ღმერთი იზრუნებს, რომ ღვთისმსახურებაზე სეფისკვერი გვქონდეს.
რამდენიმე წუთის შემდეგ იოსებმა საკურთხეველში იხმო მნათე და ღიმილით აჩვენა სეფისკვერით სავსე ლანგარი.
ასეთი ღვთისმოსავი ცხოვრებით ღირსმა იოსებმა სამოცდაათ წელზე მეტ ხანს იცოცხლა. 1511 წლის 22 იანვარს მიიცვალა
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი