ღირსმა ათანასე სიანდემელმა მონაზვნური ცხოვრება ბალაამის მონასტერში დაიწყო, ღირსი ალექსანდრე სვირელის ხელმძღვანელობით.
აქ ის მოწმე გახდა, წმინდა ალექსანდრესადმი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებისა. თავისი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ ღირსი ათანასე კარელიის უსიერ ტყეში განმარტოვდა და ქალაქ ოლონცის ახლოს, სიანდემისა და როშანის ტბების შემაერთებელ ყელთან მდებარე ბორცვზე დასახლდა. ეს ადგილი ანცვიფრებს მნახველს თავისი სილამაზით. მას თან გაჰყვა წმინდა ალექსანდრე სვირელის რამდენიმე მოწაფე. ბერებმა ბორცვზე ააშენეს სამრეკლო და მის გარშემო რვა კელია ააგეს. ასე ჩაეყარა საფუძველი სიანდემის მიძინების სახელობის მონასტერს, რომელმაც ჩვენ დღემდე მოაღწია და რევოლუციის შემდეგ დედათა მონასტრად გადაკეთდა.
ერთი ხანობა ქალაქ ოლონცის მკვიდრთაგან უსიამოვნების გამო ღირსი მამა იძულებული გახდა მცირე ხნით მიეტოვებინა სავანე. მას მღვდლად ხელი დაასხეს და წმინდა ალექსანდრე სვირის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს, მაგრამ ის იმავე წელს თავის სავანეში დაბრუნდა. მას აჩუქეს სახნავი მიწა. ღირსი ათანასეს დადგენილი ტიპიკონით - ძმებს საკუთარი შრომით უნდა ერჩინათ თავი, რის მაგალითსაც თვითონ წინამძღვარი აძლევდა. სავანის შორიახლო, ოდრუსოვოში, ღირსი ათანასეს მეგობრის ღირსი ანდრიანეს მონასტერი მდებარეობდა, რომელიც ასევე ბალაამიდან იყო წამოსული. ღირსი მამები ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს. იმ ადგილებში ბევრ რამეს მოგიყვებიან მათ შესახებ. მაგალითად სოფელ ტულოქსში არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომლის დაარსებაც იწინასწარმეტყველა ღირსმა ათანასემ. მდინარე სიანდემის ნაპირას დგას ბალაამელი მამების ნაკურთხი ორი ქვის ჯვარი.
ცხოვრების ბოლო წლები ღირსი ათანასე უმკაცრეს განმარტოებას მიეცა, სიანდემის ტბაში მდებარე წმინდა კუნძულზე. დაკრძალეს ის როშანის ტბაზე მდებარე კუნძულზე, მის საფლავზე აგებულ იქნა ტაძარი, წმინდა მღვდელმთავრების ათანასეს და კირილეს სახელობის ეკლესია. XVIII საუკუნეში მონასტერი დაიწვა და განადგურდა მთელი იმდროინდელი წყაროები. მონასტრის განახლებისას მოპოვებულ იქნა წმინდა ათანასეს უხრწნელი სხეული, სკვნილითა და განტევების გრაგნილით ხელში, და შემდგომ ის იმავე საფლავში დაკრძალეს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი