ღირსი მარკიანე კვირელი ქალაქ კვირის მახლობლად უდაბნოში მოსაგრეობდა. მან პატარა ქოხი აიშენა და დროს ლოცვაში, ფსალმუნთა გალობაში და საღვთო წიგნების კითხვაში ატარებდა,
საჭმელად ძალზე მწირი საკვები ჰქონდა. ღირსი მარკიანეს წმინდა ცხოვრების შესახებ ხმა შორს გაუვარდა და მის გარშემო სულიერი მოღვაწეობის მსურველები შეიკრიბნენ. წმინდა მარკიანემ მათთთვის სავანე დააარსა.
ღვთის მადლი განისვენებდა წმინდა მარკიანეზე და მან უფლისგან საკვირველქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ მან ჯვარი გადასახა კელიაში შემოსრიალებულ გველს და ქვეწარმავალი ცეცხლმა მოსწვა; ღამით, როცა წმინდანი კითხულობდა, მას ზეციური ცეცხლი უნათებდა, საძმოს შესაწევნელად მრავალი სხვა სასწაულიც აღასრულა ღირსმა მამამ. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლ. 388 წელს.
სურათზე: ბაზილიკის ნანგრევები კვირში
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი