წმინდა რემიგიუსის დაბადება მის მოხუცებულ მშობლებს ერთმა წმინდა განდეგილმა, სახელად მონტანმა, უწინასწარმეტყველა. მან სიყმაწვილეში წარმატებით შეისწავლა საერო და სასულიერო მეცნიერებები, შემდეგ კი ლაონის ახლოს ერთ პატარა სახლში დასახლდა-განმარტოვდა.
იმდენად წმინდად ცხოვრობდა, რომ რეიმსის ეპისკოპოსის კათედრა გათავისუფლდა და 22 წლის ყმაწვილი რეიმსელებმა ეპისკოპოსად გამოირჩია. როგორც მისი მღვდელმთავრად კურთხევას, ისე მის ცხოვრებას სასწაულები თან სდევდა. მისი სახელი მალე ყველამ გაიგო ბელგიასა და ჩრდილოეთ გალიაში. იგი მხურვალე ქადაგებებით წარმართებს მოაქცევდა და ერეტიკოსი არიოზელები სინანულში მოჰყავდა. ბარბაროსების შემოტევებისგან დაცარიელებულ რეგიონებში ეპარქიებს ქმნიდა და მათ მღვდლებს დაუდგენდა. ხალხს რწმენაში განამტკიცებდა, მტრის სიყვარულს ასწავლიდა. ყველგან სადაც ის ქადაგებდა, უამრავი სასწაული აღესრულებოდა, რაც ამტკიცებდა მისი სწავლების ჭეშმარიტებას. ის კურნავდა სნეულებს, ეშმაკეულებს; ერთხელ როდესაც ქალაქს ხანძარი მოედო, იგი ცეცხლში შევარდა და აიძულა უკან დაეხია.
იმ წლებში, როცა რომის იმპერიის დასავლეთი ბარბაროს ხალხთა შემოსევებმა გაანადგურა, გალიის სამხრეთი ვიზიგოთებს და ბურგუნდიელებს ჰქონდათ დაკავებული, რომლებიც არიანელები იყვნენ, რეინის ნაპირი - ალამანებს, ჩრდილოეთი კი წარმართ ფრანკებს. 482 წელს ფრანკების მეთაური 15 წლის ხლოდვიგი გახდა, ის თუმცა კერპთაყვანისმცემელი იყო, მაგრამ მონაზვნებს და განსაკუთრებით წმინდა რემიგიუსს პატივს მიაგებდა. 482 წელს მან ცოლად შეირთო წმინდა კლოტილდა, რომელმაც კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა მასზე.
ერთხელ ალამანებთან ბრძოლის დროს, როცა მისმა ჯარმა უკან დაიხია, ხლოდვიგმა საშველად მოუხმო კლოტილდასა და რემიგიუსის ღმერთს და თავისუფლად სძლია მტერს. მან აასრულა თავის აღთქმა და მოინათლა. მანამდე კი წმინდა რემიგიუსს სთხოვა ქრისტიანული რწმენის საფუძვლები ესწავლებინა. ეპისკოპოსი როცა უყვებოდა ქრისტეს ჯვარცმის ამბავს, კეთილშობილმა მეომარმა წამოიძახა: "ეჰ, რატომ არ ვიყავი მანდ ჩემი ფრანკებით, ხომ გავათავისუფლებდი!". ორი წლის შემდეგ ბარბაროსთა მთავარმა მოიწვია ყველა ცნობილი პერსონა, როგორც სამეფოდან, ისე საზღვარგარეთიდან, რათა რეიმსში მის ნათლობას დასწრებოდნენ. ნათლობის წინა ღამეს წმინდა რემიგიუსმა მეფე და მისი ამალა ტაძარში შეიყვანა, რათა მათ წინაშე წარმოეთქვა ქადაგება წარმართთა ცრუ ღმერთებზე და ქრისტიანული რელიგიის უდიდეს საიდუმოებებზე. უეცრად ტაძარი ზეციური ნათლით და სურნელებით აივსო, ამ დროს მოისმა ხმა ზეციდან: იყოს მშვიდობა თქვენთანა!" როცა მეფეს ნათლისღებისას წყალში შთაფვლიდა, წმინდა რემიგიუსმა უთხრა: "მოდრიკე თავი ამაყო სიკამბრო, შეიყვარე ის, რაც დაწვი და დაწვი ის, რაც გააღმერთე". მაგრამ წმინდა მირონის ცხებისას, შეამჩნია, რომ მირონი არ ეყოფოდა, მაშინ წმინდა რემიგიუსმა აღაპყრო თვალნი ზეცისკენ და ღმერთს შეწევნა სთხოვა, ამ დროს ზეციდან ჩამოფარფატდა თეთრი მტრედი, რომელმაც ნისკარტი მირონით სავსე ჭურჭელი მოუტანა. ხლოდვიგთან ერთად მისი ორი და სამი ათასი თავადი და ჯარისკაცი მოინათლა. ამით დასრულდა ფრანკების საბოლოო მოქცევა ქრისტეს სარწმუნოებაზე და იშვა ფრანგი ერი.
წმინდა რემიგიუსი ღრმად მოხუცდა, დაბრმავდა კიდეც, მაგრამ ღმრთისადმი გულმხურვალედ ილოცა, განიკურნა, აღასრულა ბოლო საღმრთო ლიტურგია და მშვიდად მიიცვალა 533 წელს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი