ღირსი ნიკოლოზ მონაზონი მხედართმთავრად მსახურობდა ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე I-ის (802-811) ზეობისას. იგი ბულგარელებთან ომში გაგზავნეს.
გადამწყვეტი ბრძოლის წინა დღეებში ბანაკში მეომრებთან დარჩენის ნაცვლად ნიკოლოზმა სასტუმროში გადაწყვიტა გამოძინება. ღამით მასთან მოულოდნელად მივიდა სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილი და მის ცდუნებას შეეცადა, მაგრამ უფლის რჩეული ახოვნად წინ აღუდგა მას. მეომარმა აუხსნა, ქალს, რომ მისთვის ქრისტიანისთვის მრუშობის ცოდვა მიუღებელი იყო, რადგან მისის სხეული სულის ჭურჭელი იყო და ვერ დააბინძურებდა მას ცოდვით.
მეორე ღამით ნიკოლოზს უფლის ანგელოზმა აუწყა რომ ბულგარელებზე ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპობვებდნენ ბიზანტიელი მეომრები, თუმცა ყველა ბრძოლის ველზე დაიღუპებოდა მის გარდა. მართლაც, მეორე დღეს სისხლისმღვრელ ბრძოლაში ნიკოლოზის ყველა თანამებრძოლი დაიღუპა და მხოლოდ ის გადარჩა. მხედარს ზეციური ჩვენებით განეცხადა, რომ სიცოცხლე საცთურის დაძლევისათვის ებოძა. ამის შემდეგ მან მონასტერს მიაშურა, სქიმა შეიმოსა და დაუდუმებლად ლოცულობდა ომებში დაღუპული მეომრებისათვის. დაუცხრომელი ღვაწლით ნეტარი სათნოეყო უფალს და განჭვრეტის ნიჭი მოიგო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი