წმინდა გატიანე მოციქულებრი ღვაწლს ეწეოდა III საუკუნეში იმპერატორ დეციუსის მმართველობისას. იგი ერთ-ერთი იმ შვიდი მისიონერი ეპისკოპოსთაგანი იყო, რომელიც გალიაში გააგზავნა რომის პაპმა ფაბიანემ.
წმინდა გატიანე საქადაგებლად დღევანდელი ტურის მიდამოებში გაამწესეს, რომელიც მაშინ წარმართულ სიბნელეში იმყოფებოდა.
გატიანემ ღვთის მადლით მრავალი სასწაული მოახდინა და სიტყვით და სიმშვიდით შეძლო, წმინდა სარწმუნოებაზე მრავალი წარმართი მოექცია. ამით კერპთმსახურთა გულისწყრომა გამოიწვია და რამდენჯერმე სცადეს ქრისტეს მოციქულის მოკვლა. ამიტომაც წმინდანი იძულებული გახდა, მათ დამალვოდა, საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა. Bოლოს, ერთ მღვიმეში დასახლდა, სადაც შემდგომში ნუარმუტეს ცნობილი მონასტერი აშენდა. იქ ატარებდა ის წმინდა ლიტურგიას, დამოძღვრიდა მოწაფეებს. როცა ისინი შესაფერისად მოემზადნენ, წმინდა გატიანემ მღვდლად აკურთხა და სხვადასხვა მხარეში გაუშვა სახარების საქადაგებლად. ამ დროს კი წმინდანი უდიდეს, თითქმის დაუჯერებელ ღვაწლში იყო. ამასთან უხვად გასცემდა მოწყალებას, ეწყალებოდა გლახაკები და ტურის მიდამოებში მათთვის საავადმყოფო გახსნა. სწორედ იქ მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: "არაფრის შეგეშინდეს, შენი გვირგვინი უკვე გამზადებულია და ზეცაში წმინდანები გელოდებიან!" მიართვა მას წმინდა ზიარება და მოამზადა საუკუნო სავანეში გადასასახლებლად. იმავე წამს წმინდა გატიანემ სული თვისი ჩააბარა უფალს.
..............................
სურათზე: ტური. წმინდა გატიანეს სახელობის საკათედრო ტაძარი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი