ცნობილია, რომ სებასტიანე სოხოტელმა ღვთივსულიერი განათლება ოჯახში მიიღო და ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად.
მრავალი წლის განმავლობაში ქალაქ პოშეხონიდან 32 მილის მოშორებით უღრან ტყეში ცხოვრობდა. შემდეგ მასთან შეიკრიბნენ ბერმონაზვნური ცხოვრების მსურველები. ამიტომ ბერმა სებასტიანემ დააარსა უფლის ფერისცვალების სახელობის მონასტერი მდინარე სოხოტის პირას, იაროსლავის ოლქში, რომანოვების ქალაქიდან 90 მილის დაშორებით. მონასტრის ბერები საკუთარი ხელით ამუშავებდნენ მიწას და მოიპოვებდნენ საკვებს. ამის მაგალითს ძმებს თავად მონასტრის დამაარსებელი აძლევდა. სებასტიანე თვითონ ეზიდებოდა წყაროდან წყალს მონასტრისთვის. სებასტიანე იესოს ლოცვას ასრულებდა გამუდმებით. მძიმე მარხვას იცავდა, მცირე პურს და ბოსტნეულს იღებდა, ხორცს საერთოდ არ იხმევდა. იმდენად ძველი იყო მისი ბერული სამოსი, რომ თითქმის აღარ შეიძლებო¬და მისი ტარება. წმინდა ბერი ამბობდა: "გავუძლებ ყველა მწუხარებასა და გაჭირვებას, რათა თავიდან ავიცილოთ მარადიული ტანჯვა". ასწავლიდა ძმებს უფლის ერთგულებას და სიყვარულს.
სებასტიანე სოხოტელი გარდაიცვალა დაახლოებით 1500 წელს.
1889 წელს სებასტიანე სოხოტელის მიერ დაარსებული ფერისცვალების მონასტრის ადგილას დაარსდა დედა¬თა მონასტერი, რომელიც ასევე უფლის ფერისცვალების სახელობისაა და სადაც დღემდე განისვენებს წმინდა მამა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი