ვათოპედის მონასტერში გავრცელებული გარდამოცემის თანახმად X საუკუნეში ათონზე სამი ადრიანოპოლისელი დიდებული- ათანასე, ნიკოლოზი და ანტონი - ჩამოვიდა და აღიკვეცა ბერად.
ღირსი ათანასე ათონელის კურთხევით მათ აღადგინეს ძველი დანგრეული მონასტერი.
შემდგომში ისინი საკრებულო ტაძრის ნართექსში დაკრძალეს. ბევრი კრიტიკულად განწყობილი მკვლევარი სამ ადრიანოპოლისელ კტიტორს ლეგენდარულ პიროვნებებად თვლიდა, ხოლო მათ რიცხოვნებას, 3-ს - სიბმოლურად. თუმცა, 1992 წელს, ვატოპედის კათოლიკონის გათხრებისას, იპოვეს სამარხი, რომელიც მდებარეობდა მესონიკტიკონის სამხრეთ მხარეს არკოსოლიუმის ქვეშ (ნართექსის ნაწილი, სადაც შუაღამის ლოცვა აღესრულდებოდა).
მასში იპოვეს 3 ბერის ნეშტი, ასევე ტყვიის ფირფიტა წარწერით , სადაც აქ დაკრძალული იღუმენი ათანასეს სახელით, აკრძალული იყო ამ სამარხში სხვა ვინმეს დამარხვა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სამივე დამფუძნებელი რეალური ისტორიული ფიგურაა.
ორი მათგანის გაიგივებაა შესაძლებელია ვატოპედის პირველ წინამძღვრებთან ნიკოლოზთან (დაახლ. 985 - დაახლ. 1012 წწ.) და ათანასესთან (დაახლ. 1020 - დაახლ. 1048 წ.). ამ საფლავის წარწერიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ათანასე ნიკოლოზის ძე იყო და ა.შ. ხოლო სავანე საგვარეულო მონასტერად ჩამოყალიბდა. მაგრამ ყველა ადამიანი, ვისი სახელებიც გარდამოცემამ შემოინახა, ერთდროულად არ ცხოვრობდნენ. დ.პაპაქრისანთუს აზრით, მონასტრის მესამე დამაარსებელი უნდა გაიგივდეს იღუმენ ანტონთან, რომელიც მოხსენიებულია 1142 წლის აქტებში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი