მართალი ფილარეტ მოწყალე, პაფლაგონიელი (+792) – 01 (14) დეკემბერი
მართალი ფილარეტ მოწყალე, პაფლაგონიელი (+792) – 01 (14) დეკემბერი
"ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქმნებიან" (მათ. 5:7), - თქვა უფალმა. სწორედ უპოვართადმი დიდი გულმოწყალების გამო შეიყვარა ღმერთმა ნეტარი ფილარეტი, რაზეც წმინდანის ცხოვრება მეტყველებს.

ღირსი მამა ცხოვრობდა პაფლაგონიაში (მცირე აზიის ჩრდ. ოლქი), სოფელ ამნიეში. მშობლები ბავშვობიდან ღვთის შიშით ზრდიდნენ. სრულწლოვანი რომ გახდა, მდიდარ და ღირსეულ ქალიშვილზე დაქორწინდა, რომელმაც სამი შვილი გაუჩინა: ვაჟი - იოანე და ქალიშვილები - იპათია და ევანთეა. უფალმა წმინდანი მართალი იობის მსგავსად დალოცა და მისი ქონება მეტად გაამრავლა.

ოჯახს მრავალი სოფელი ჰქონდა, ურიცხვი საქონელი ჰყავდა, უამრავი მონა და მხევალი ემსახურებოდა. მთელი ქვეყნის დიდებულები იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. ღირსი ფილარეტი კარგად ხედავდა, რამდენი ღარიბ-ღატაკი იყო ირგვლივ, დიდად თანაუგრძნობდა მათ და ფიქრობდა: "ნუთუ ამხელა ქონება იმისთვის მომცა ღმერთმა, რომ მხოლოდ მე ვიცხოვრო უზრუნველად? განა ვალდებული არ ვარ, ჩემი აურაცხელი დოვლათი ქვრივ-ობლებს, მგზავრებს, უპოვართ გავუნაწილო. მათ ხომ ღმერთი საკუთარ ძმებს უწოდებს და ამბობს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც კი გაუკეთეთ ერთს ამ მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ" (მათ. 25: 40).

საშინელ სამსჯავროზე აბა, რაში გამომადგება ამხელა სიმდიდრე, თუ მხოლოდ ჩემთვის გამოვიყენებ. იმქვეყნად ვერაფერს წავიღებ, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ მათხოვრების ხელით ყველაფერს ღმერთს შევწირავ. დავით წინასწარმეტყველის სიტყვებიც ამის დასტურია: "ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდილი" (ფს. 36:25).

ნეტარი ფილარეტი გლახაკებზე ისე ზრუნავდა, როგორც ღვიძლ შვილებზე: მშივრებს აპურებდა, შიშველთ - მოსავდა, მგზავრთ - ფართოდ უხსნიდა თავისი სახლის კარს და მასპინძლობდა. მისი სახლი საიმედო თავშესაფარი გახდა უამრავი უპოვარისთვის. ზოგი საზრდელს ითხოვდა, ზოგი - ტანსაცმელს, ზოგიც - ცხენს, ხარს თუ სახედარს. უარით არავის ისტუმრებდა ღირსი ფილარეტი და ყველას ეხმარებოდა. ბიბლიური იობის მსგავსად, ისიც გამოსცადა უფალმა:

მოხდა ისე, რომ ღირსი მამა ნელ-ნელა კარგავდა ქონებას, თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა, უპოვართ დახმარებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ ქვეყანას, უფლის დაშვებით, არაბები დაესხნენ თავს. ყველაფერი გადაწვეს, თითქმის მთელი მოსახლეობა კი ტყვედ წაასხეს, ფილარეტის მთელი ქონებაც თან წაიღეს და ყმებიც დაატყვევეს.

ნეტარი მამა ორი მსახურის, უღელი ხარის, ერთი ცხენისა და ძროხის ამარა დარჩა. დანარჩენი სიმდიდრე ან ღარიბ-ღატაკთათვის ჰქონდა ნაწყალობევი, ან - მომხვდურებმა წაართვეს. მისი სამფლობელო სოფლები, მინდვრები, ბაღები ზოგმა ძალით წაიღო, ზოგმა კი - თხოვნით.

ფილარეტს ერთი სახლიღა შემორჩა, სადაც ცხოვრობდა. ქონების დაკარგვა წუთითაც არ უნანია. იობის მსგავსად, "მაინც არ შეუცოდავს და ღვთის აუგი არ დასცდენია". მინდორში უფალს ადიდებდა, რამეთუ თავისი ოფლით მოპოვებულ პურს ჭამდა და შრომა სიზარმაცისგან ათავისუფლებდა. "ვინც არ მუშაობს, ის არც ჭამს", იხსენებდა მუდამ ამ შეგონებას. თუ სხვა სიმდიდრით ხარობდა, ღირსი მამა თავისი სიღატაკით იყო ბედნიერი, რადგან იცოდა, რომ "მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში" (მათ. 19:23).

ერთ დღეს ვიღაც გლეხს ხარები უღელში შეება, მინდორს ამუშავებდა, როდესაც პირუტყვი უსულოდ დავარდა მიწაზე. გლეხი მწარედ ატირდა, მით უფრო, რომ ხარი მეზობლისა იყო. უეცრად ნეტარი ფილარეტი გაახსენდა და თქვა:

- ეჰ, ნეტავი არ გაღარიბებულიყო ის კეთილი ადამიანი. მივიდოდი და ერთს კი არა, ორ ხარს მაჩუქებდა. თუმცა, წავალ მასთან, დამამშვიდებს მაინც!

ფილარეტი ამ დროს მინდორში მუშაობდა. გლეხი მიუახლოვდა, თაყვანი სცა და ტირილით უამბო თავისი უბედურების ამბავი. ნეტარმა მამამ უხმოდ მოუსმინა, საუკეთესო ხარი გამოხსნა და თქვა:

- წაიყვანე, ძმაო, უფლის ნებით, შენი იყოს და მიწა დაამუშავე.

გახარებულმა გლეხმა უპასუხა:

-ჩემო ბატონო! განსაცვიფრებელია შენი საქციელი, მაგრამ ხარს ვერ წავიყვან, რადგან დიდი ცოდვაა უღელში ხარის ცალად დატოვება, ასე შრომა შენც გაგიჭირდება.

- წაიყვანე, ძმაო, გჩუქნი, - უპასუხა ღირსმა მამამ, - მშვიდობით იარე. შინ კიდევ მყავს ხარი.

გლეხმა თავი მდაბლად დაუკრა, ღმერთი ადიდა და წავიდა, თან ფილარეტს ლოცავდა.

ფილარეტმა ცალად დარჩენილი ხარით შინისაკენ გასწია. სახლს რომ მიუახლოვდა, ცოლმა გამოიხედა და ქმარს ჰკითხა:

- ბატონო ჩემო! მეორე ხარი სად არის?

ფილარეტმა უპასუხა:

- სამუშაოს შემდეგ ხარები უღლიდან გამოვხსენი და საბალახოდ გავუშვი. ერთი წავიდა და დაიკარგა. იქნებ ვინმემ იპოვა და წაიყვანა კიდეც.

ქალი შეწუხდა და ვაჟი ხარის მოსაძებნად გაუშვა. ბიჭმა მინდორ-ველები შემოიარა და ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნო მის ადგილ-სამყოფელს.

- ბოროტო კაცო, როგორ გაბედე სხვისი ხარის წაყვანა? სად იპოვე და ვინ მოგცა უღელში შებმის უფლება? ეს ხარი მამაჩემმა დაკარგა. შენ იპოვე და მგელივით მოიტაცე. ახლავე დამიბრუნე, თორემ მოსამართლესთან გიჩივლებ ქურდობის გამო.

გლეხმა უპასუხა:

- ნუ გამიბრაზდები, ჭაბუკო, წმინდა კაცის შვილო. არანაირი ბრალი არ მიმიძღვის. მამაშენმა შემიბრალა სიღარიბის გამო და თავად მაჩუქა ეს ხარი, რადგან ჩემი - მიწის ხვნის დროს მოკვდა.

ვაჟს შერცხვა, შინ დაბრუნდა და ყველაფერი დედას უამბო. ქალმა ტირილი დაიწყო, - ვაი მე, უსულგულო ქმრის ხელშიო.

თმის გლეჯით მივარდა ქმარს და უთხრა:

- ქვის გული გაქვს. როგორც ჩანს, გადაწყვიტე, რომ ოჯახს შიმშილით ამოხადო სული. ჩვენი ცოდვების გამო მთელი ქონება დავკარგეთ. ღმერთმა არ გაგვწირა და ორი ხარი დაგვიტოვა, რათა თავი გვერჩინა. სიმდიდრეში ცხოვრებას იყავი მიჩვეული, არასოდეს გიმუშავია. ახლაც სიზარმაცემ გძლია და უსაქმოდ რომ გენებივრა, ხარი სხვას აჩუქე. რა პასუხს გასცემ ღმერთს, სიზარმაცის გამო შვილები მშივრები რომ დატოვე?

ნეტარმა ფილარეტმა ცოლს შეხედა და მიუგო:

- მომისმინე, რას ამბობს თავად უფალი: "შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ და თქვენი ზეციური მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?" (მათ. 6:26). განა უპატრონოდ დაგვტოვებს, ნუთუ ჩიტებზე უკეთესნი არ ვართ მისთვის? ერთი ხარის წილ ასს მოგვცემს უფალი, ამიტომ არ ვიდარდოთ იმ ერთის გამო.

ამას თავის დასამშვიდებლად კი არ ამბობდა, არამედ ცოლი რომ დაერწმუნებინა. ქალი ვეღარ შეეკამათა ქმარს და გაჩუმდა.

იმ ამბიდან 5 დღეც არ იყო გასული, გაჩუქებულმა ხარმა შხამიანი ბალახი შეჭამა და მოკვდა. გლეხი კვლავ მივიდა ფილარეტთან და უთხრა:

- ბატონო, შევცოდე შენ წინაშე, რადგან უღელში შებმული ხარები ერთმანეთს დავაშორე. სწორედ ამის გამო დამსაჯა უფალმა.

ღირსმა მამამ მეორე ხარი გამოიყვანა და უთხრა:

- წაიყვანე, ძმაო. მე მაინც შორეულ ქვეყანაში ვაპირებ გამგზავრებას.

ფილარეტმა ასე იმიტომ თქვა, რომ გლეხს უარი არ ეთქვა ხარის წაყვანაზე. გლეხი დიდად გააოცა ნეტარი მამის გულმოწყალებამ, ხარისთვის მადლობა გადაუხადა და შინ წავიდა.

ფილარეტის ოჯახში ეს რომ შეიტყვეს, ყველა ატირდა, თან ამბობდნენ:

- რა სასტიკია მამაჩვენი. შვილები არ უყვარს, ამიტომაც გაანიავა მთელი ქონება. ორი ხარი გვყავდა დარჩენილი შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით და ისინიც უცხო კაცს აჩუქა.

ატირებულ შვილებს ფილარეტმა უთხრა:

- შვილებო, რამ დაგამწუხრათ? ან თავს რატომ იტანჯავთ, ან მე რატომ მტანჯავთ? დამშვიდდით. თქვენ არც კი იცით, რომ ერთ ადგილას იმხელა ქონება მაქვს გადამალული, რომ ასი წელი გვეყოფა, თითიც რომ არ გავანძრიოთ.

ფილარეტი ამ სიტყვებით შვილებს არ ატყუებდა. ან იცოდა, თავის გულმოწყალებას რა შედეგიც ექნებოდა.

ამ ამბიდან მალევე მეფემ ჯარის შეკრება ბრძანა, რათა ურჯულოების წინააღმდეგ გაელაშქრათ. აუცილებელი იყო, ყველა ჯარისკაცი სრული აღჭურვილობითა და ორი ცხენით გამოცხადებულიყო ადგილზე. ერთ-ერთი პოლკში ღარიბი ჭაბუკი, სახელად მუსილი, ჩარიცხეს. მას მხოლოდ ერთი ცხენი ჰყავდა, რომელიც იმ დროისთვის დაავადდა და მოკვდა. ვაჟს ცხენის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. ფილარეტთან მივიდა და უთხრა:

- შემიბრალე, ბატონო ჩემო, შენი ცხენი მომეცი, თორემ ათეულის მეთაური ტყავს გამაძრობს.

ღირსმა ფილარეტმა უპასუხა:

- წაიყვანე, ძმაო, ჩემი ცხენი და მშვიდობით იარე, ოღონდ იცოდე, რომ ათისთავის შიშით კი არა, ღვთის მადლის გამო გჩუქნი.

ჯარისკაცმა ცხენი წაიყვანა და გზას გაუდგა, თან უფალს ადიდებდა.

წმინდა ფილარეტს მხოლოდ ძროხა, ხბო, სახედარი და რამდენიმე სკა დარჩა. ცოტა ხანში შორეული ოლქიდან ვიღაც ღატაკი ესტუმრა და სთხოვა:

- ბატონო ჩემო! ერთი ხბო მაჩუქე შენი ნახირიდან. გამიგია, რომ შენი წყალობის შედეგად ხალხი სიკეთით ივსება.

ფილარეტმა სიხარულით მისცა ხბო უცნობს.

- ღმერთმა დაგლოცოს გულმოწყალების გამო.

გლახაკმა ფილარეტს თავი მდაბლად დაუკრა, ხბო წაიყვანა და გზას გაუდგა. ძროხამ ხბო რომ ვეღარ იპოვა, საწყალობლად აბღავლდა. მის ხმაზე შინაურები სახლიდან გამოვიდნენ. ცოლმა ფილარეტს მომხდარი რომ შეიტყო, ქმარს უსაყვედურა:

- კიდევ დიდხანს უნდა ვითმინოთ სიღარიბე? ქვეყნის სასაცილოდ გაიხადე თავი. ახლა კი ვხედავ, რომ არც მე გადარდებ და არც შენი შვილები. ძროხაც არ შეგებრალა და ხბო მოგლიჯე. ამით ვის გაუკეთე სიკეთე? ოჯახი უფრო მეტად დააზარალე, არც იმ კაცს შეემატებოდა რამე, რადგან ხბო დედის გარეშე აუცილებლად მოკვდება, ჩვენი ძროხა კი ზმუილს აღარ შეწყვეტს. ახლა მიპასუხე, რა სიკეთე გაგვიკე¬თე, ან ჩვენ, ან იმ კაცს?

ფილარეტმა მოკლედ უპასუხა:

- ახლა კი ნამდვილად სიმართლე თქვი! მართლაც არ ვარ გულმოწყალე, რადგან ხბო დედას დავაშორე. ახლა კი ნამდვილად სწორად მოვიქცევი.

უცნობს დაედევნა და თან მისძახოდა:

- დაბრუნდი, ძმაო. ხბოს გარეშე დარჩენილი ძროხა არ წყნარდება და საცოდავად ბღავის.

გლახაკს ეგონა, ფილარეტს ხბოს დაბრუნება უნდოდა და გაიფიქრა: - როგორც ჩანს, ღირსი არ ვარ, ამ გულმოწყალე ადამიანისგან ეს პატარა ხბოც რომ მივიღო. ალბათ დაენანა და წართმევა სურსო.

კაცი ფილარეტთან დაბრუნდა. ხბომ დედა რომ დაინახა, მისკენ გაიქცა. ძროხამ ახლა სიხარულისგან ატეხა ბღავილი. ფილარეტის ცოლი, ფეოზა, გახარებული იყო ხბოს დაბრუნებით. ნეტარმა ფილარეტმა კი, დანაღვლიანებულ გლახაკს შეხედა და უთხრა:

- ძმაო, ჩემი ცოლი ამბობს, რომ ხბოს დედასთან დაცილება არ შეიძლება. ამიტომ ძროხაც წაიყვანე. ღმერთმა დაგლოცოს და გაგიმრავლოს საქონელი!

ღმერთმა დალოცა ფილარეტი და რამდენიმე წელიწადში უამრავი ხარი და ძროხა ჰყავდა. შიმშილობა რომ დაიწყო, ფილარეტი ისევ გაღარიბდა. წაიყვანა სახედარი, მეგობრისგან ხორბალი ისესხა და გახარებული დაბრუნდა შინ. ცოტა ხანში მათხოვარი მივიდა და ცოტაოდენი ხორბალი სთხოვა: ცოლს უბრძანა, უცნობისთვის ხორბალი მიეცა.

ქალმა უპასუხა:

- ჯერ შენი ცოლ-შვილი დააპურე და შემდეგ მიეცი სხვას.

ფილარეტმა შეხედა და ღიმილით უთხრა:

- მე არაფერს მიტოვებ?

- შენ ხომ ანგელოზი ხარ, - დასცინა ფეოზამ, - ამიტომ ჭამა არც გჭირდება. რომ გჭირდებოდეს, სხვებს არ დაურიგებდი ნასესხებ ხორბალს.

ფილარეტს პასუხი არ გაუცია, ისე ჩაუყარა მათხოვარს ხორბალი. ცოლი მოთმინებიდან გამოვიდა და უყვირა:

- კიდევ დაუმატე, რადგან ჩვენ ისედაც ბევრი ხორბალი გვაქვს.

ფილარეტი ასეც მოიქცა, ხორბალი კიდევ ჩაუყარა და გზა დაულოცა უცნობს. განრისხებულმა ფეოზამ დარჩენილი ხორბალი სასწრაფოდ გადაინახა. ნასესხები ხორბალი მალე გაუთავდათ. ფეოზამ მეზობლისგან ისესხა პური, წვნიანიც გააკეთა, შვილებთან ერთად ისადილა, ქმარი კი არც გახსენებია.
ფილარეტის გაჭირვების ამბავი მისმა ერთმა ძველმა მეგობარმა შეიტყო, რომელიც საკმაოდ მდიდარი იყო. ოთხი ურემი ხორბლით დატვირთა და გაუგზავნა, თან წერილიც მისწერა: "ჩემო საყვარელო ძმაო, ღვთის კაცო! გიგზავნით ხორბალს შენ და შენს ოჯახს. როცა გაგითავდება, ამდენივეს ისევ გამოგიგზავნი. შენ კი ჩვენთვის ილოცე.

ფილარეტმა ხელები ცისკენ აღაპყრო და თქვა:

- გმადლობ, უფალო, გაჭირვებაში რომ არ მიმატოვე.

ამის შემხედვარე ფილარეტის ცოლი დამშვიდდა და ქმარს უთხრა:

- ბატონო ჩემო, ხორბალი შენს შვილებსაც უწილადე. მეზობლებსაც დაუბრუნე ვალი. შენი წილი კი, როგორც გინდა, ისე მოიხმარე.

ფილარეტი ასეც მოიქცა. ხორბალი გაანაწილა, თავისი კუთვნილი ხორბალი კი ღარიბებს მისცა. ამ ამბავმა ისევ განარისხა ფეოზა. ბავშვებთან ერთად სადილობდა ქმრისგან უჩუმრად. ერთხელ, სადილობისას, ფილარეტი შემთხვევით თავზე დაადგა მათ და თქვა:

- შვილებო, მეც მიწილადეთ პური, როგორც მამას თუ არა, როგორც სტუმარს.

მათ გაიცინეს და მამა გვერდით დაისვეს. სადილობისას ცოლმა უთხრა:

- ბატონო ჩემო, რამდენ ხანს დამალავ იმ განძს? იქნებ დაგვცინი და გვატყუებ? თუ მართალია, მაშინ გვიჩვენე, სად არის, ავიღებთ და საჭმელს ვიყიდით, შემდეგ კი კვლავ ერთად ვისადილებთ.

- ცოტაც მოითმინეთ, - უპასუხა ფილარეტმა, - მალე იხილავთ ძვირფას განძს.

წმინდა ფილარეტი ისე გაღატაკდა, რამდენიმე სკის მეტი აღარაფერი დარჩა. თაფლით მისი ცოლ-შვილი იკვებებოდა. მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა, თუ ვინმე თაფლს სთხოვდა, აუცილებლად აძლევდა. ოჯახის წევრებმა, ამას რომ ხედავდნენ, გადაწყვიტეს, სკიდან თაფლი მოეპარათ. ასეც მოიქცნენ. მეორე დღეს ფილარეტს ერთმა ღარიბმა კაცმა სთხოვა თაფლი. ფილარეტმა თაფლი რომ ვეღარ ნახა, ზედა ტანსაცმელი გაიხადა და ის მისცა. შინ მისულს ცოლმა ჰკითხა:

- ნუთუ, სამოსიც მათხოვარს მიეცი?

- სკასთან დავტოვე, - უპასუხა ქმარმა.

მისი ვაჟი სკასთან მივიდა, მაგრამ მამის ტანსაცმელი ვერსად ნახა, მივიდა და დედას უთხრა. ქალს შერცხვა, ქმარი ამ მდგომარეობაში რომ იყო და თავისი ტანსაცმლისგან შეუკერა სამოსი.

იმ დროს საბერძნეთის ტახტს ღვთისნიერი ირინეოსი და მისი ვაჟი კონსტანტინე ფლობდნენ. როდესაც უფლისწული სრულწლოვანი გახდა, მთელ საბერძნეთში გაგზავნეს საიმედო ადამიანები, რათა ლამაზი, ღირსეული და მორწმუნე ქალიშვილი შეერჩიათ საცოლედ. ფილარეტის სოფელშიც მივიდნენ. შორიდან დაინახეს მისი ლამაზი, მაღალი სახლი. ეგონათ, ვიღაც დიდებული ცხოვრობდა და მსახური გაგზავნეს, რომ ტრაპეზი მოემზადებინათ მათთვის. ერთ-ერთმა მეომარმა, რომელიც მეფის ელჩებს ახლდა თან, უთხრა მათ:

- არ წახვიდეთ იმ სახლში. გარედან, მართალია, ლამაზია, მაგრამ შიგნით სულ ცარიელია. აუცილებელი ნივთებიც კი არა აქვთ. იმ სახლის პატრონზე ღარიბი ამ მხარეში არავინ არის.

მეფის ელჩებმა არ დაიჯერეს და მსახურს დავალების შესრულება უბრძანეს.

ნეტარმა ფილარეტმა მისი სახლისკენ მიმავალნი რომ დაინახა, გარეთ გავიდა და სიხარულით შეეგება:

- ღმერთმა მოგიყვანათ, ბატონებო, თქვენი მონის სახლში. ჩემთვის დიდი პატივია, ასეთი საპატიო სტუმრების მიღება.

შემდეგ ცოლს მიუბრუნდა და უთხრა:

- ძვირფასო ფეოზა, გემრიელი ვახშამი მოამზადე ჩვენი სტუმრებისთვის.

ქალი გაოცდა:

- რისგან მოვამზადო ვახშამი, როცა არაფერი გაგვაჩნია. ერთი ქათამიც კი არ გვყავს. ზეთი და ღვინო კი აღარც მახსოვს, ბოლოს როდის გვქონდა.
ქმარმა კვლავ უთხრა:

- ცეცხლი გააჩაღე და ზედა პალატა მოამზადე, ძველი, სპილოს ძვლის სასადილო მაგიდა გაწმინდე, ღმერთი აუცილებლად გამოგვიგზავნის საკვებს ჩვენი ძვირფასი სტუმრებისთვის.

ფეოზა საქმეს შეუდგა. სოფლის მცხოვრებლებმა შეიტყვეს, რომ მეფის ელჩები ფილარეტის სახლში იყვნენ სტუმრად და სასწრაფოდ მიიტანეს ცხვრები, ქათმები, პური, ღვინო და ყველაფერი, რაც კი საჭირო იყო. ფეოზამ ნაირ-ნაირი კერძები მოამზადა და სუფრა გააწყო.

მეფის ელჩები გაოცდნენ, როცა ღარიბი ადამიანის სახლში არაჩვეულებრივი ოთახები და ძვირფასი მაგიდა იხილეს. განსაკუთრებით კი დიასახლისის სტუმართმოყვარეობით მოიხიბლნენ. სანამ სტუმრები სუფრასთან ისხდნენ, ფილარეტის ვაჟი იოანე და შვილიშვილებიც მივიდნენ და ემსახურებოდნენ მათ. მეფის ელჩები აღტაცებით შეჰყურებდნენ მათ და ფილარეტს ჰკითხე:

- გვითხარი, პატიოსანო ადამიანო, მეუღლე თუ გყავს?

- დიახ, ჩემო ბატონებო, - უპასუხა მათ ფილარეტმა, - ესენი კი ჩემი შვილები და შვილიშვილები არიან.

- შენი მეუღლე მოვიდეს და მოგვესალმოს.

ფეოზა, რომელიც ჯერ კიდევ ლამაზი იყო, ეახლა მათ:

- ქალიშვილები თუ გყავთ? - დაინტერესდნენ სტუმრები.

- ჩემს უფროს ქალიშვილს სამი ასული ჰყავს, - უპასუხა ფილარეტმა.

სტუმრებმა უთხრეს:

- მოვიდნენ, მათი ნახვა გვსურს. ნაბრძანები გვაქვს, მთელი სამეფო შემოვიაროთ და უფლისწულისთვის ღირსეული საცოლე შევარჩიოთ.
ფილარეტმა თქვა:

- ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან მეტად ღარიბ-ღატაკნი ვართ. ჭამეთ და სვით, იმხიარულეთ, დაისვენეთ, ხვალ კი ღვთის ნებას დაველოდოთ!

დილით სტუმრებმა გაიღვიძეს და ფილარეტს უთხრეს:

- ბატონო, გვიჩვენე შენი შვილიშვილები.

- როგორც მიბრძანებთ, ოღონდ, თავად უნდა მიხვიდეთ მათ სანახავად, რადგან ჩვენს უბადრუკ სამყოფელს არასოდეს ტოვებენ.

სტუმრები მასპინძელს უკან გაჰყვნენ. სამი ასული მორცხვად მიესალმა მათ. მეფის ელჩებმა აღტაცება ვერ დაფარეს, რადგან მსგავსი სილამაზის ქალიშვილები ჯერ არ ენახათ.

- მადლობა უფალს, ახლა კი შევძლებთ მეფისთვის ღირსეული საცოლის მოძებნას!

სტუმრებმა არჩევანი ფილარეტის უფროს შვილიშვილზე - მარიამზე შეაჩერეს, რომელიც დებზე უფრო მაღალი იყო.

გახარებულმა ელჩებმა მარიამი, მისი მშობლები, ბაბუა და ახლობლები - სულ ოცდაათამდე ადამიანი - მიიწვიეს და ყველანი ერთად კონსტანტინოპოლისკენ გაემართნენ. მათ თან ახლდათ ათი ულამაზესი ასული, რომელთა შორისაც იყო ცნობილი დიდებულის - გერონტის ქალიშვილი.
მგზავრობის დროს ფილარეტის ჭკვიანი შვილიშვილი მიუბრუნდა მათ და უთხრა:

- ჩემო დებო! ჩვენ ყველანი მეფის წინაშე უნდა წარვდგეთ. მოდით, შევთანხმდეთ, ღვთის ნებით, ვინც გახდება მეფის რჩეული, დანარჩენები არ დაივიწყოს და უმფარველოს.

გერონტის შვილმა უპასუხა:

- ყველამ დაიმახსოვრეთ, რომ მეფის მეუღლე მე ვიქნები, რადგან მდიდარი ვარ და კეთილშობილი წარმომავლობის. თქვენისთანა ღარიბ-ღატაკები როგორ ფიქრობთ მეფის ცოლობაზე?

მედიდური ქალიშვილის სიტყვები რომ მოისმინა, მარიამი დადუმდა და უფალს და ფილარეტის ლოცვებს მიენდო. კონსტანტინოპოლში, სასახლეში მისულებს სიხარულითა და პატივით დახვდნენ. მეფესთან დაახლოებულ სტავრიკიას, შეუმჩნეველი არ დარჩენია გერონტის ასულის მედიდურობა და უთხრა:

- მართლაც ლამაზი ხარ, მაგრამ მეფის მეუღლე ვერ გახდები!

გულუხვად დაასაჩუქრა და შინისკენ გაისტუმრა. ამრიგად ასრულდა სახარებაში ნათქვამი: "ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება" (ლუკ. 18:14).

ყველაზე ბოლოს ფილარეტის შვილიშვილი, მარიამი წარდგა მეფის სასახლეში ახლობლებთან ერთად. მისი სულიერი სიმდიდრითა და კეთილშობილებით აღფრთოვანდნენ მეფე და დედამისი. მოიხიბლნენ მისი სილამაზითაც. ქალიშვილს სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი თავმდაბლობა, ღვთის მორჩილება. მეფის წინაშე თავდახრილი იდგა და სახეზე ალმური გადასდიოდა.

მეფეს მოეწონა მშვენიერი ასული და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. მარიამის მეორე და ერთ-ერთ დიდებულს გაჰყვა ცოლად, მესამე კი - ლანგობარდების მმართველს.

მეფემ გულით შეიყვარა ღირსი ფილარეტი, ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი თვლებით უხვად დაასაჩუქრა. დიდი და ლამაზი სახლები და სხვა მრავალი ქონება უბოძა და პატივით გააცილა სასახლიდან.

ასეთი დიდი ქონების მიღების შემდეგ ფილარეტის ცოლ-შვილს გაახსენდათ მისი სიტყვები, რომ მას საგანძური ჰქონდა გადანახული. ყველანი ფეხებში ჩაუვარდნენ და უთხრეს:

- გვაპატიე, ბატონო ჩვენო, ყველანი დამნაშავენი ვართ შენ წინაშე. გსაყვედურობდით და გკიცხავდით იმის გამო, რომ ღარიბ-ღატაკებს ეხმარებოდი. ახლა კი დავრწმუნდით, რომ "ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე" (ფს. 40:2). ჭეშმარიტება ყოფილა, ადამიანი თუ მოყვასს გაჭირვებაში დაეხმარება, ღმერთისგან ამქვეყნად უხვად დასაჩუქრდება და ცათა სასუფეველსაც დაიმკვიდრებს. ღვთის კაცო, სწორედ შენი სიკეთისთვის დაგვაჯილდოვა უფალმა.

ნეტარმა ფილარეტმა ხელები ცისკენ აღაპყრო და შესძახა: "იყოს სახელი უფლისა კურთხეულ ამიერიდან უკუნისამდე" (112:2).

შემდეგ ოჯახის წევრებს მიუბრუნდა და თქვა:

- ჩემს რჩევას მოუსმინეთ. კარგი სუფრა გავშალოთ და მეფე მოვიწვიოთ დიდებულებთან ერთად.

- როგორც შენ იტყვი, ისე მოვიქცეთ, - უპასუხეს მათ.

ნადიმისთვის ყველაფერი მზად რომ იყო, ნეტარმა ფილარეტმა მთელი ქალაქი და მისი შემოგარენი შემოიარა, თუკი სადმე მათხოვარი, ბრმა, კოჭლი, მოხუცი და უპოვარი ნახა, ყველა შინ წაიყვანა. თავად დაწინაურდა, ოჯახის წევრებთან მივიდა და უთხრა:

- ჩემო შვილებო! მეფე გვიახლოვდება ამალასთან ერთად. ყველაფერი მზად გაქვთ?

- დიახ, მზად არის, - უპასუხეს მათ.

ნეტარმა კაცმა ხელით ანიშნა და შინაურების გასაოცრად სახლი მალე ღარიბ-ღატაკებით აივსო. ფილარეტმა ზოგი მაგიდასთან დასვა. ადგილები საკმარისი არ იყო და დანარჩენები იატაკზე დასხდენენ. მასპინძელიც მათ მიუჯდა გვერდით. ფილარეტის ოჯახის წევრები გაოცდნენ მისი თავმდაბლობით. დედოფლის პაპა იყო და მოყვასისადმი სიყვარული და გულმოწყალება არ განელებია, მონასავით ემსახურებოდა უპოვარ სტუმრებს.
- ჭეშმარიტად ღვთის კაცი და ქრისტეს მოწაფეა, რომელმაც კარგად დაისწავლა უფლის სიტყვები: "ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ" (მათ. 11:29), - ამბობდნენ ოჯახის წევრები.

ღირსმა ფილარეტმა თავის ვაჟს, იოანეს, რომელიც იმჟამად მეფის მცველი იყო და შვილიშვილებს უბრძანა, მომსახურებოდნენ სტუმრებს:

- ხომ ხედავთ, შვილებო, ღმერთისგან უეცრად რამხელა სიმდიდრე მივიღეთ. განა ვალში არ ხართ ჩემთან?

- ჭეშმარიტად, ბატონო ჩვენო. უგუნურნი ვიყავით, რომ პატივს არ გცემდით. გევედრებით, ნუ გაიხსენებ ჩვენს ცოდვებს.

ფილარეტმა უპასუხა:

- უსაზღვროა ღვთის მოწყალება. იმ მცირედისთვის, რაც გაჭირვებულებს მივეცით, ამხელა სიმდიდრე გვიბოძა. თუ საუკუნო ცხონება გსურთ, თითოეულმა ათ-ათი ოქრო გაიღოს უპოვართათვის. ღმერთი ამას ისე მიიღებს, როგორც ქვრივის ორ ლეპტას.

მაშინვე შეასრულეს მისი ბრძანება. ნეტარმა ფილარეტმა კარგად დააპურა გლახაკები, შემდეგ თითო ოქრო დაურიგა და მშვიდობით გაისტუმრა.
გარკვეული ხნის შემდეგ ღირსმა ფილარეტმა ცოლ-შვილს უთხრა:

- უფალმა თქვა: "ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო" (ლუკ. 19:13). მინდა, მისი რჩევის თანახმად გავყიდო ჩემი საკუთრება, რაც მეფემ მიბოძა. თქვენ იყიდეთ და გადამიხადეთ ოქრო, რადგან მჭირდება. თუ თქვენ არ იყიდით, მაშინ გლახაკებს დავურიგებ. მე ისიც მეყოფა, რომ დედოფლის პაპა ვარ.
შინაურებმა მისი საკუთრება შეაფასეს და სამოცი ლიტრი ოქრო გადაუხადეს. ნეტარმა კაცმა მთელი ოქრო ღარიბ-ღატაკებს დაურიგა. ეს რომ მეფემ და დიდებულებმა შეიტყვეს, აღტაცებას ვერ მალავდნენ მისი გულუხვობის გამო და მას შემდეგ ნეტარ ფილარეტს ყოველთვის აძლევდნენ ბევრ ოქროს გლახაკებისთვის.

ერთხელ ფილარეტმა სამი ერთნაირი ყუთი გააკეთა. ერთი ოქროს მონეტებით აავსო, მეორე - ვერცხლის, მესამე კი - სპილენძის ფულით. თავის ერთგულ მსახურს, კალისტოს უბრძანა, მიეხედა და თუ ვინმე მოწყალების სათხოვნელად მივიდოდა, ფილარეტის ბრძანებით კალისტო მონეტებს აძლევდა. მსახურის კითხვაზე, თუ რომელი ყუთიდან მიეცა დახმარება, წმინდანი პასუხობდა:

- იმ ყუთიდან, რომელსაც ღმერთი გიბრძანებს. უფალმა იცის ყველას გასაჭირი, "აღაპყრობ ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს" (ფს. 144:16).

ფილარეტი გლახაკებს შორის განსხვავებას ხედავდა. მასთან მოწყალების სათხოვნელად მიდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ადრე მდიდრები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა უბედურების გამო ყველაფერი დაკარგეს. მათ ძვირფასი ტანსაცმელი ეცვათ და ოდენ უკიდურეს შემთხვევაში ითხოვდნენ დახმარებას. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დახეული სამოსით დადიოდნენ, ქონებას მალავდნენ და მოწყალებას ითხოვდნენ. ეს კარგად იცოდა ღირსმა ფილარეტმა და ამბობდა:

- ღმერთი ყველას კარგად იცნობს!

თავად გასცემდა დახმარებას. არ უყურებდა, რომელი ყუთიდან იღებდა მონეტებს და ისე არიგებდა მოწყალებას. ღმერთს იმოწმებდა, რომ რამდენჯერაც კარგად ჩაცმული ადამიანი მივიდოდა მასთან სათხოვნელად, სურდა, სპილენძის მონეტა მიეცა, რადგან მას ღარიბად არ თვლიდა. სასწაულის ძალით, უნებურად ხელს იმ ყუთებში ჩაყოფდა, რომელშიც ოქროსა და ვერცხლის მონეტები ინახებოდა.

ხანდახან უბრალო პერანგით შემოსილი ადამიანი მიაკითხავდა ხოლმე, ფილარეტს სურდა, გულუხვად დაესაჩუქრებინა, მაგრამ მეტად მცირე მონეტას იღებდა. ეს ყველაფერი მისდაუნებურად ხდებოდა, უფლის ნებით, რომელმაც კარგად იცის თითოეული ადამიანის გასაჭირის შესახებ.

მეფის სასახლეში შვილიშვილის სანახავად რომ მიდიოდა, მდიდრულ სამოსს არც მაშინ იცვამდა. ამბობდა:

- ღმერთს ვმადლობ, რომ ასეთი სიღარიბიდან გამომიყვანა და ამხელა სიმაღლეზე ამიყვანა. განა პატარა პატივია დედოფლის პაპობა. ეს ჩემთვის სავსებით საკმარისიაო!

არანაირი ჩინი და ტიტული არ ხიბლავდა. ცხოვრებას მოთმინებასა და გულმოწყალებაში ატარებდა. უფლისგან სიკვდილის მოახლოება რომ ეუწყა, ჯერ კიდევ კარგად გრძნობდა თავს, ყველასგან უჩუმრად ერთგულ მსახურთან ერთად ერთ-ერთი მონასტრისკენ (რომელსაც "როდოლფიად" იხსენიებდნენ), გაემართა. იქაურ იღუმენს უამრავი ოქრო გადასცა მონასტრისთვის. შემდეგ ახალი კუბო მოითხოვა და თქვა:

- მინდა იცოდეთ, რომ რამდენიმე დღეში ამქვეყნიურ ცხოვრებას დავტოვებ. გთხოვთ, ეს ამბავი არავის უთხრათ, ჩემი ნეშტი კი ამ კუბოში ჩაასვენეთ.

მას შემდეგ, რაც მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, ფილარეტი ავად გახდა იმ მონასტერში და ლოგინად ჩავარდა. მეათე დღეს ცოლი და შვილები იხმო და უთხრა:

- იცოდეთ, რომ მეფე თავისთან მიხმობს. უნდა დაგტოვოთ და დღესვე მასთან გავემართო.

ოჯახის წევრებს ეგონათ, ქვეყნის მეფეზე ამბობდა და შეეწინააღმდეგნენ:

- არ შეიძლება დღეს მეფესთან შენი წასვლა. ავად ხარ.

- აი, ისინიც, ვინც უნდა მიმგვაროს მეფესთან, - თქვა ფილარეტმა.

მაშინ კი მიხვდნენ, რომ ფილარეტი მაღალ ღმერთს გულისხმობდა და ხმამაღლა ატირდნენ. მან ხელით ანიშნა, რომ გაჩუმებულიყვნენ, არიგებდა და ამშვიდებდა მათ.

- ჩემო შვილებო, ხედავთ, როგორც ვცხოვრობდი. ღმერთმა იცის, რომ სხვისი შრომით არ მიარსებია. პურს თავად მოვიპოვებდი. სიმდიდრით არ გავამაყებულვარ, პირიქით, თავმდაბლობა და სიმშვიდე შევიძინე. სახარებაში წერია: "ამ წუთისოფლის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ" (1 ტიმ. 6:17).

მაშინ კი, როდესაც გავღატაკდი, სასოწარკვეთაში არ ჩავვარდნილვარ და ღვთის გმობა არ დამიწყია. მართალი იობის მსგავსად, მადლს ვწირავდი უფალს მისი სიყვარულისადმი. ჩემი მოთმინება დაინახა და სიღარიბიდან ამომიყვანა, მეფესთან და დიდებულებთან დამანათესავა.
ასეთ სიმაღლეს რომ მივაღწიე, გულში ვთქვი: "უფალო, არ გავმდიდრებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომელისაკენ" (ფს. 130:1).

ის სიმდიდრე, რომელიც ამქვეყნიურმა მეფემ მიბოძა, ჩემს სასარგებლოდ არ გამომიყენებია, ზეციურ მეფეს გადავეცი. ასევე თქვენც გთხოვთ, მომბაძოთ. რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებთ, მით უფრო მეტი მოგეზღვებათ. ნუ დაინანებთ სიმდიდრეს და იქ გაგზავნეთ, სადაც მე მივემგზავრები.
დაეხმარეთ ქვრივ-ობლებს, არავინ შეურაცხყოთ, არ გაგიხარდეთ მტრების უბედურებაც კი. მკვდრები მიწას მიაბარეთ და მისი სულისთვის ილოცეთ ეკლესიებში, ასევე მეც, უღირსი, მომიხსენიეთ თქვენს ლოცვებში, სანამ თქვენც არ წარდგებით უზენაესის წინაშე.

ამის შემდეგ თავის ვაჟს, იოანეს უთხრა:

- შენი ვაჟები მომიყვანე.

შვილიშვილები რომ მიეახლნენ, თითოეულს მომავალი უწინასწარმეტყველა. უფროსს უთხრა: - შენ შორეული ქვეყნიდან მოიყვან ცოლს და მასთან ერთად მშვიდად და გონივრულად იცხოვრებ.

მეორეს კი უთხრა: - შენ 24 წლის განმავლობაში ბერი იქნები, ერთგულად ემსახურები უფალს და შემდეგ უფალს მიეახლები.

მესამესაც უწინასწარმეტყველა მომავალი. შემდეგ კი ორი შვილიშვილი - ორი ქალიშვილი მიუახლოვდა, რომლებმაც უთხრეს:

- დაგვლოცე, მამაო!

- ღმერთმა დაგლოცოთ, - უთხრა მათ ფილარეტმა, - თქვენ უბიწოდ იცხოვრებთ, ცოდვილი ქვეყნისგან განმარტოებით, რისთვისაც ღვთისგან დიდ ჯილდოს მიიღებთ!

მართლაც ასე მოხდა. ღირსეულმა ქალიშვილებმა მონასტერს მიაშურეს. თორმეტი წელი მარხვასა და ლოცვაში გაატარეს, შემდეგ კი ერთდროულად წარდგნენ უფლის წინაშე.

ღირსმა მამამ ბევრი ილოცა მეუღლეზე, შვილებზე, ყველა ახლობელზე, მთელ ქვეყანაზე. სახეზე ნათელი გადაეფინა და დავითის სიტყვები წაიმღერა: "წყალობასა და სამართალს ვიმღერებ, შენ გიგალობებ, უფალო" (ფს. 100:1).

უეცრად საოცარი სურნელი დატრიალდა ოთახში. ფსალმუნის შემდეგ "მამაო ჩვენო" წარმოთქვა. თქვა თუ არა "იყავნ ნება შენი", სული უფალს მიაბარა. მაშინ ოთხმოცდაათი წლის იყო. მისი გარდაცვალება რომ შეიტყვეს, მეფე და დიდებულები მაშინვე მონასტრისკენ გაეშურნენ. ფილარეტს ხელებსა და სახეს უკოცნიდნენ, ყველა საშინლად განიცდიდა ამ ამბავს და მის სახელზე მოწყალებას გასცემდნენ გლახაკებზე.

ფილარეტის კუბო როცა წაასვენეს, იმ ადგილას, სადაც უნდა დაესაფლავებინათ, უამრავ გლახაკს მოეყარა თავი, რომლებიც სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან ჩამოსულიყვნენ. ყველანი ხმამაღლა მოთქვამდნენ:

- ღმერთო! რატომ წაგვართვი მამა და მარჩენალი? ვინღა დაგვაპურებს და შეგვმოსავს უპოვართ? ვინ შეიფარებს მოგზაურებს? ვინ გააპატიოსნებს და მიაბარებს მიწას უპატრონო მკვდრებს? უკეთესი იქნებოდა, ჩვენ დავხოცილიყავით მასზე ადრე.

ამის დანახვაზე მეფე, დედოფალი და დიდებულებიც ატირდნენ, რომლებიც კუბოს უკან მიყვებოდნენ.

უცებ ბრბოში ერთი ხეიბარი გამოჩნდა, სახელად კოვოკოკოსი, რომელსაც ხშირად ეხმარებოდა ღირსი ფილარეტი. დაბადებიდან ბოროტი სულისგან იყო შეპყრობილი და ამის გამო ხან ცეცხლში ვარდებოდა, ხანაც - წყალში. ღირსი მამის გარდაცვალების შესახებ რომ შეიტყო, მაშინვე იქითკენ გაეშურა. კუბოსთან რომ მივიდა, მასში ჩაბუდებულმა ავმა სულმა ვერ მოითმინა მისი ერთგულება წმინდანისადმი და მისი ტანჯვა დაიწყო. ძაღლივით ყეფდა და ისე ჩაეჭიდა კუბოს, რომ ვერაფრით მოაშორეს.

საფლავთან მიახლოებისას ბოროტმა სულმა მიწას დაახეთქა გლახაკი და მისგან გავიდა. ხეიბარი სრულიად გამოჯანმრთელდა, ფეხზე წამოდგა და თან ღმერთს ადიდებდა. ყველა გააოცა ამ სასწაულმა და უფალს მადლი შესწირეს, რომ წმინდა ფილარეტს ამხელა ძალა მიანიჭა. ამის შემდეგ დედათა მონასტერში წინასწარ გამზადებულ კუბოში ჩაასვენეს და იმ ადგილას დაკრძალეს, რომელიც სიცოცხლეშივე შეარჩია.

ფილარეტის უახლოესი მეგობარი, მეტად გონიერი და ღვთისმოშიში ადამიანი იგონებდა:

- ერთხელ, ფილარეტის გარდაცვალების შემდეგ, ღამით უეცრად ისეთ ადგილას აღმოვჩნდი, რომლის აღწერაც არ შემიძლია. იქ ერთი სახენათელი კაცი დავინახე. მან ცეცხლოვანი მდინარისკენ მიმანიშნა, რომელიც მრისხანედ და სწრაფად მიედინებოდა. მეორე მხარეს სამოთხე მოჩანდა, საიდანაც მხიარული ხმები ისმოდა და არაჩვეულებრივი სურნელი მოდიოდა.

შეუძლებელია ენით იმ სილამაზის აღწერა. უამრავი სპეტაკად მოსილი ხალხი მოჩანდა, რომლებიც სამოთხის ხილს მიირთმევდნენ. მათ შორის ერთი კაცი ვიხილე (ის ფილარეტი იყო, მაგრამ ვერ ვიცანი). იმ ბაღის შუაგულში ოქროს ტახტზე იჯდა. მის ერთ მხარეს ბავშვები იდგნენ სანთლებით ხელში, მეორე მხარეს - უამრავი თეთრებში გამოწყობილი უპოვარი, რომლებიც ცდილობდნენ მასთან მიახლოებას. უეცრად მრისხანე სახის ჭაბუკი გამოჩნდა. შიშითა და კრძალვით ვკითხე:

- უფალო, ვინ ზის ოქროს ტახტზე? აბრაამი ხომ არ არის?

ჭაბუკმა მიპასუხა:

- ეს ფილარეტია, რომელმაც სიწმინდისა და პატიოსნების გამო დაიკავა ეს ადგილი.

ფილარეტმა შემომხედა, თავისთან მიხმო და წყნარად მითხრა:

- მეგობარო, შენც მოდი აქ და დატკბი ყველა სიკეთით.

ვუპასუხე:

- არ შემიძლია, ღირსო მამაო, ცეცხლოვანი მდინარე მაშინებს. იმდენად საცალფეხო ხიდია მასზე გადებული, რომ უამრავი ადამიანი ცვივა იქიდან ცეცხლში. მეშინია, მეც არ ჩავვარდე. ვინღა ამომიყვანს იქიდან.

წმინდანმა მითხრა:

- ნუ გეშინია, თამამად გადმოდი მათ მსგავსად, ვინც აქ იმყოფება. მე დაგეხმარები.

მისკენ ხელი გავიშვირე, მხნეობა მომემატა და წინ მივიწევდი. ის იყო წმინდანის ხელს უნდა მივწვდომოდი, რომ სასწაული ზმანება გაქრა. გამეღვიძა, მწარედ ავტირდი და გავიფიქრე: ნეტა შევძლებ იმ საშიში მდინარის გადალახვას და სამოთხეში შესვლას?

წმინდა ფილარეტის ცოლი შინ დაბრუნდა თუ არა, მთელი თავისი ქონება, რაც მეფისგან მიიღო, სპარსელებისგან განადგურებული ეკლესიების განახლებას მოახმარა. იმავე ეკლესიებს შესწირა საჭირო ნივთები და სამოსიც. მონასტრებთან კი მოგზაურთა, გლახაკთა და სნეულთა თავშესაფრები დააფუძნა.

ამის შემდეგ კონსტანტინოპოლში, თავის შვილიშვილთან, დედოფალ მარიამთან გაემგზავრა. დარჩენილი სიცოცხლე იქ გაატარა, სიკვდილამდე ღვთის სამსახურში იყო. უკანასკნელი განსასვენებელი ქმრის გვერდით პოვა.
....................................

აქვე ნახეთ:

ვმადლობ ღმერთს და მის საკვირველ სახელს, რომ ამამაღლა ღარიბი და ყველასთვის უცნობი ამ სიმაღლეზე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler