წმინდა ელიგიოსი, ნუაიონელი ეპისკოპოსი (+660) - 1 (14) დეკემბერი
წმინდა ელიგიოსი, ნუაიონელი ეპისკოპოსი (+660) - 1 (14) დეკემბერი
წმინდა ელიგიოსი 588 წელს, გალიაში, ლომოჟის (ამჟამინდელი - ლიმუზენის) მიდამოებში, ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა.

ადრეულ სიჭაბუკეშივე აღმოაჩნდა საიუველირო ხელოვნების დიდი ნიჭი.

როგორც კი ამის შესახებ ფრანკთა მეფემ, ხლოტარ მეორემ (ლოტარ მეორემ) (584-629 წლები) შეიტყო, ელიგიოსი პარიზიდან (სადაც მაშინ მუშაობდა) გამოიწვია და ძვირფასთვლებიანი ოქროს გვირგვინი შეუკვეთა.

მისმა ნამუშევარმა ხელმწიფე აღაფრთოვანა, მაგრამ ძალზე გაოცდა, როდესაც ელიგიოსმა კიდევ ერთი - პირველზე არანაკლებ მშვენიერი გვირგვინი მიართვა და განუმარტა:

- პირველი გვირგვინიდან მონარჩენი ოქროთი შევქმენიო!

ხლოტარმა ელიგიოსი მაშინვე დანიშნა სახელმწიფო ხაზინის თავკაცად და ხშირად სარგებლობდა მისი ბრძნული რჩევებით, საყოველთაო პატივით და სიმდიდრით განებივრებული ელიგიოსის სულს კი სულ სხვა რამ სწყუროდა: - თანდათან ჩამოშორდა ამსოფლიურ საზრუნავს და რაც ებადა, ეკლესიას და ტყვეთა გამოსყიდვას მოახმარა, რომელთაგან მრავალი გაქრისტიანდა და შემონაზვნდა, ან ნეტარ ელიგიოსთან ისურვა დარჩენა.

მალე მისი სიქველის შესახებ ხმა ისე გავრცელდა, რომ როდესაც ვინმე იკითხავდა, - სახელმწიფო ხაზინის თავკაცი სად ცხოვრობსო, ასე პასუხობდნენ:
- რომელი სახლის წინაც ღატაკთა სიმრავლეს იხილავთ, სწორედ იქ პოვებთ ბატონ ელიგიოსსო!

ნეტარი უპოვართ ფეხს ჰბანდა, ტრაპეზისას ემსახურებოდა, თავად კი - მათ ნასუფრალს სჯერდებოდა.

ხოლო როდესაც ფული მთლიანად გამოელია, სამოწყალოდ სამოსს, ფეხსაცმელს და საკუთარ ნივთებს გასცემდა.

629 წელს, მეფე ხლოტარის გარდაცვალების შემდგომ, ახალნაკურთხმა ხელმწიფემ, დაგობერტმა, ელიგიოსი უახლოეს მრჩევლად დაადგინა.

ნეტარი კი დიდი რუდუნებით და მოთმინებით ცდილობდა ხელმწიფის გულში სახარებისეულ სათნოებათა შთანერგვას, მისი ნაწყალობები თანხით კი სოლინიაკში, - ლიმოჟის სამხრეთით, მონასტერი დააარსა, პარიზში კი - დედათა სავანე.

- ეს ის კიბეა, რომელიც ზეციურ სასუფეველში აღგვიყვანს, - ეტყოდა მეფეს, თავის საუკეთესო საიუველირო ნაკეთობით კი წმინდა დიონისეს, წმინდა გენოვეფა პარიზელის და წმინდა მარტინ ტურელის და სხვა წმინდანთა საფლავებს განამშვენებდა.

ყოველმხრივ ცდილობდა ფრანკთა და ბრიტთა შორის კეთილი ურთიერთობის აღდგენას, ხშირად მონაწილეობდა უმნიშვნელოვანეს დიპლომატიურ მისიებში და სახელმწიფოს სამართლის რეფორმის და კანონთა სრულყოფის სულისჩამდგმელიც გახლდათ.

დაგობერტის გარდაცვალების შემდგომ, სახელმწიფოს ორმა მინისტრმა, წმინდა ელიგიოსმა და მისმა მეგობარმა და ბიოგრაფმა, წმინდა ავდინიოსმა (ხსენება 24 აგვისტოს) გადაწყვიტეს, დარჩენილი სიცოცხლე უფლისთვის მიეძღვნათ.

მოგვიანებით ელიგიოსი ნაიონისა და ტურის ეპისკოპოსად აკურთხეს, წმინდა ავდინიოსი კი - რუანის.

ნეტარი მამა, რომლის ეპარქიაში კვლავაც მრავლად იყვნენ წარმართნი, მთელი არსებით ცდილობდა მათ მოქცევას და ხშირად სიცოცხლის რისკის ფასადაც არ ერიდებოდა ღვთის სიტყვის ქადაგებას.

ღვთისგან მოახლოებული აღსასრულის უწყების შემდგომ, მოწაფენი შეკრიბა, უკანასკნელად დამოძღვრა და 660 წლის 01 დეკემბერს (ძვ. სტილით) სიხარულით შეუერთდა ზეცას.

ერთი წლის შემდგომ, მისი სამარხის გახსნისას, წმინდანის კეთილსურნელოვანი სხეული უხრწნელად პოვეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler