ღირსი ანტონი-უმცროსი (+865) - 01 (14) დეკემბერი
ღირსი ანტონი-უმცროსი (+865) - 01 (14) დეკემბერი
წმინდა ანტონი იერუსალიმის მახლობლად, მცირე დასახლებაში 785 წელს მოევლინა ქვეყნიერებას. კეთილზნეობრივმა მშობლებმა იოანე დაარქვეს და ადრეულ ბავშვობაშივე მიჰგვარეს სამსახუროდ მიუვალ მთებში მოღვაწე განდეგილს, რომელმაც ყრმას ბრწყინვალე მომავალი უწინასწარმეტყველა ერში და ისიც უთხრა, რომ ცხოვრების უდიდეს ნაწილს ბერობაში განლევდა.

მშობელთა გარდაცვალების შემდეგ ანტონი მცირე აზიურ ქალაქ ატალიაში (დღევანდელ ანტალიაში) გადავიდა, სადაც მცირე ხანში ბიზანტიური ფლოტის პატრიკმა შენიშნა და თავისთან გადაიყვანა.

ძლიერ გონიერმა და ნიჭიერმა ყმაწვილმა მალე იმპერატორ მიქაელ მეორის (820-829 წლები) ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც იოანე ქვეყნის ერთ-ერთი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის თავკაცად დაადგინა.

საყოველთაო დიდებით და პატივით მოცულმა ყმაწვილმა ის იყო, დაქორწინება განიზრახა, მოხუცი განდეგილის წერილი რომ მიიღო, რომელშიც თავის წინასწარმეტყველებას შეახსენებდა.

ღვთის ნებას დამორჩილებულმა იოანემ განიზრახა, წუთისოფელი დაეტევებინა, მისი გაუჩინარება ხელისუფალთ თვალში რომ არ მოხვედროდათ, უზარმაზარი ნადიმი მოაწყო და მსახურ თეოდორესთან ერთად, ფარულად დატოვა იქაურობა.
მალე მესვეტე ევტრატეს ხელთაგან იოანე ანტონის, თეოდორე კი - საბას სახელით აღიკვეცნენ, შემდეგ, იმპერატორის შიკრიკებს რომ დამალვოდნენ, გრძელ გზას დაადგნენ და მთელი მცირე აზია გადაკვეთეს.

ბოლოს, ანტონი ბითვინიაში, ოლიმპოს მთის ერთი განდეგილის სენაკში დაფუძნდა და სიწმინდითა და სიმკაცრით ცნობილ განდეგილს, ყოფილ ეპისკოპოს იაკობს ეშვილა სულიერად.

თუმცა, გარკვეული ხნის შემდგომ ანტონს იმპერატორ თეოფილეს წინაშე უსამართლოდ დასწამეს ცილი და რამდენიმეთვიანი პატიმრობაც მიუსაჯეს, რის შემდგომაც ნეტარი კვლავ თავის სენაკს მიუბრუნდა.

სულიერი მოძღვრის გარდაცვალების შემდგომ, თანამოძმე საბასთან ერთად განმარტოვდა, მრავალი ღვაწლით განმტკიცებულმა კი ზოგადცხოვრებულთა სავანეში ისურვა მორჩილებაში გამოწრთობა, თავისი ვინაობა, საერო სახელი და წარსული დამალა ბითვინიაში, კიის მონასტერს შეერთო, სადაც ყველაზე მძიმე მორჩილებანი იტვირთა და უდრტვინველად, საკვირველი მოშურნეობით აღასრულებდა იღუმენის ყოველ კურთხევას.

ტანთ დღენიადაგ დაბებკილი კაბა ემოსა, ფეხზე კი - ძირგახვრეტილი ქალამნები.

ერთხელ, ღამით, ვინმე კაცი იხილა, რომელსაც ხელთ სასწორი ეპყრა, მის მარცხენა პინაზე ანტონის ყმაწვილობაში ჩადენილი ცოდვები დაეხვავებინა, მარჯვენაზე კი - ის თოხი ედო, რითიც ნეტარი მონასტრის ბოსტანს მარგლავდა ხოლმე.
მალე მარჯვენამ მარცხენა გადასწონა, უცნობმა კი უთხრა:

- ხედავ, უფალმა შენი შრომა შეიწყნარა და ცოდვანი შეგინდო!

წმინდა იღუმენის, ეგნატეს მიცვალების შემდეგ, ხატმებრძოლთა სისასტიკეს განრიდებული ანტონი კვლავ თავის ძველ სენაკს დაუბრუნდა ოლიმპზე და იმპერატორ თეოფილეს გარდაცვალებამდე იქაურობა არ დაუტოვებია.

843 წელს, წმინდა გამოსახულებათა თაყვანისცემის აღდგენის შემდგომ, როდესაც მონაზონთ კვლავ მიეცათ საშუალება, თავიანთ მონასტრებს დაბრუნებოდნენ, ანტონი იღუმენმა მაკარიმ ოლიმპოზევე მდებარე სავანეში მიიღო, თუმცა, რამდენადაც იქაურ მამათაგან დიდ პატივსა და მზრუნველობას გრძნობდა, კვლავ ძველ სამყოფელში ინდომა დაბრუნება, მაგრამ იღუმენმა კონსტანტონოპოლს, ყველა წმინდანის სახელობის სავანეში წარგზავნა.

თავისდა გასაოცრად, სწორედ იქ პოვა ნეტარმა მისთვის ესოდენ სანატრელი მყუდროება და უდაბნო.

შვიდი წელიწადი გაატარა სრულ მარტოობაში, შემდგომ კი კვლავ განუხვნა სენაკის კარნი იმათ, ვისაც მისი ლოცვა თუ რჩევა სჭირდებოდა, შემდეგ კი თავადაც დაუტევებდა ხოლმე იქაურობას სხვა, მის სიახლოვეს მყოფ განდეგილთა მოსანახულებლად.
ეს ყოვლადუბრალო მამა, რომელიც ასეგვარად ეკრძალვოდა ამსოფლიურ პატივს, უფლისგან სასწაულქმედების მადლით შეიმოსა. მისი ლოცვით აღსრულებულ მრავალ სასწაულთაგან აქ ოდენ სახელგანთქმული მხედართმთავრის, პატრიციუს პეტრონიუსის, - დედოფალ თეოდორას ძმის, - განკურნებას ვახსენებთ, რომელიც შემდგომ მისი სულიერი შვილი გახდა. სწორედ ნეტარი ანტონის რჩევით ჩაება პეტრონიუსი 863 წლის 3 სექტემბერს არაბებთან ომში, რომელშიც არაბებს სძლია და მათი ამირა, ბიზანტიის უსასტიკესი მტერი, ომარი სიცოცხლეს გამოასალმა.

უკან ტრიუმფით გამობრუნებულმა მხედართმთავარმა ნეტარ მამასთან განშორება აღარ ისურვა და თავის სასახლეში დაასახლა, რომ მისი სიწმინდით და ღვთივსულიერი სიტყვით ესაზრდოვა.

865 წელს, უმკაცრესი ღვაწლით დამაშვრალმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო და კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ სავანეს მიაშურა.

როდესაც ამის შესახებ პეტრონიუსმა შეიტყო, სულიერ მამას ცრემლთა ფრქვევით გაედევნა და შეჰვედრა, - უფალს სთხოვე, ამა ქვეყნიდან სენთან ერთად გამიყვანოსო!

მართლაც, უკან მიბრუნებული უეცრად დასნეულდა და სწორედ იმ საათს აღესრულა, რა დროსაც ნეტარი ანტონი.

მოძღვრის ლოცვით მისმა სულმა ღვთივ განისვენა და ზეციურ დიდებას ეწია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler