წმინდა ევქარი, ლიონელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 449) და ამავე დღეს ხსენებული წმინდანები - 16 (29) ნოემბერი
წმინდა ევქარი, ლიონელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 449) და ამავე დღეს ხსენებული წმინდანები - 16 (29) ნოემბერი
წმინდანი წარმოშობით დიდებულთა ოჯახიდან იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავის ვაჟებთან - ბერანიუსსა და შალონიუსთან ერთად, ლერინის მონასტერში წავიდა, რომელიც წმინდა ჰონორეტმა დააარსა ანტიბის კუნძულზე. ის მკაცრად ცხოვრობდა, გამოწვრთნიდა საკუთარ თავსა და შვილებს. ცოტა მოგვიანებით მეტი მყუდროებისთვის კუნძულ ლერონაზე (დღევანდელი სანტა-მარგარიტა) გადავიდა და სურდა, შეერთებოდა აღმოსავლეთის უდაბნოების მკვიდრ მამებს. რჩევისთვის ცნობილ განდეგილს წმინდა იოანე კასიანეს მიმართა, რომელიც აღმოსავლეთიდან მარსელში ჩამოვიდა. წმინდა იოანემ პასუხად თებაიდის უდაბნოში განდეგილის ყოველდღიური ცხოვრება აღუწერა. სწორედ იმ პერიოდში ევქარიმ დაწერა თავისი ეპისტოლარული ესე "განდეგილთა სადიდებელი", რომელიც წმინდა ილარის - ალერატის ეპისკოპოსს მიუძღვნა.

წმინდა ევქარი თუმცა ეგვიპტეში ვერ წავიდა, მაგრამ ყველაფრით ბაძავდა ეგვიპტელ განდეგილთა ასკეტურ ცხოვრებას. მას სულიერი მეგობრობა აკავშირებდა ისეთ ცნობილ და ღვთისმოსავ მამებთან როგორებიც იყვნენ: იოანე კასიანე, ილარი ალარატელი, ჰონორატე მარსელელი, კლავდიანე მამერტი, სიდონი აპოლინარი და მისი ნათესავი ვალერიანე, რომელსაც მისწერა თავისი ცნობილი ეპისტოლე "სოფლის მოძულებისთვის".

ევქარიმ იმდენად გაითქვა სახელი სამხრეთ-აღმოსავლეთ გალიაში, რომ იგი ლიონის ეპისკოპოსად აირჩიეს. ეს სავარაუდოდ 434 წელს მოხდა. იგი წარმოადგენდა ლიონის ეპარქიას 441 წლის არაბსიონის კრებაზე და თავის ეპარქიას ხელმძღვანელობდა ვიდრე აღსასრულამდე, დაახლოებით 449 წლამდე. მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ერთმა ვაჟმა, ბერანიუსმა, ლიონის ეპარქია ჩაიბარა, მეორე ვაჟი, შალონიუსი, ჟენევის ეპისკოპოსი იყო.

........................................

წმინდა აფრიკელი მოწამენი: რუფინი, მარკოზი, ვალერი და მეგობარნი მათნი - 16 (29) ნოემბერი

ისინი ქრისტესთვის ეწამნენ იპონში (ბონი). ნეტარი იერონიმეს მარტიროლოგია აქ ხსენებულ რუთინს აიგივებს წმინდა რუთინთან, რომელიც წმინდა კოდრატე ნიკომიდიელის ცხოვრებაში იხსენიება 10 მარტის საკითხავში.

.................................

წმინდა მოწამე ორიკლი - 16 (29) ნოემბერი

წმინდა ორიკლი (ანდა ოდალრიკი, იგივე ულრიხი) მართლმადიდებლობისთვის ეწამა ვანდალების შემოსევის დროს.

.................................

ღირსი ოტმარ შვეიცარიელი (+759) - 16 (29) ნოემბერი

ღირსი ოტმარ გალენელი იღუმენის წმინდა ნაწილები შვეიცარიაში, სანქტ გალენში, მისივე სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.

............................

წმინდა ლუბინ ფრისლანდიელი (ნიდერლანდელი, +773) მართალი ვალტგერ (ვალტერ) დონბერგელი (საქსონიელი, +825)

მათ მოიხსენიებს დასავლეთის ეკლესია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat