ღირსი ფინტან (ფინდანი) რეინაუნელი გახლავთ ერთ-ერთი იმ 55 წმინდანთაგან, რომლებიც ამ სახელით არიან მოხსენიებულნი ირლანდიურ კალენდარში.
იგი დაიბადა ლეინსტერში, საიდანაც ნორვეგიელმა დამპყრობლებმა მოიტაცეს და ორკნეის კუნძულებზე წაიყვანეს. მან რომის მოლოცვის აღთქმა დადო და საბედნიეროდ, ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა, ზღვაში ჩახტა და შოტლანდიამდე მიცურა, სადაც ის კეთილმა ეპისკოპოსმა შეიფარა. ორი წლის შემდეგ მან კონტინენტის მოლოცვა დაიწყო, ჯერ რომი მოილოცა, შემდეგ ფარფას და ფარაინ საბინას მონასტრები.
იგი სხვა რამდენიმე განდეგილთან ერთად ცხოვრობდა შვარცვალდში, კუნძულ რეუნაუზე, მან თავის გვერდით მცხოვრებ განდეგილებს კანონად ირლანდიური ტიპიკონი დაუდო. ბოლო 22 წელი მან თითქმის სრულ დაყუდებაში გაატარა და დიდი მისტიკური გამოცდილება მიიღო. სიტყვები, რომელიც მან მშობლიურ ენაზე მოისმინა ეშმაკებისა და ანგელოზებისგან, მისმა X საუკუნის ბიოგრაფმა აღწერა და წარმოადგენს გაელური ენის შემორჩენილ ყველაზე ადრინდელ ნიმუშს. 1446 წელს წმინდა ფინტანის წმინდა ნაწილები რეინაუში, ლუსკუმაში მოათავსეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი