მართლმორწმუნე მეფე იუსტინიანე (+565) და დედოფალი თეოდორა (+548) - 14 (27) ნოემბერი
მართლმორწმუნე მეფე იუსტინიანე (+565) და დედოფალი თეოდორა (+548) - 14 (27) ნოემბერი
წმინდა იუსტინიანე ქვეყანას 527-565 წლებში მართავდა. თავისი ხანგრძლივი მეფობისას მან აღადგინა ბარბაროსთა შემოსევების გამო დაყოფილი რომის იმპერია, ის გახდა ჭეშმარიტი დამაარსებელი ქრისტიანული ბიზანტიის იმპერიისა.

წმინდა იუსტინიანე წარმოშობით ბულგარეთიდან, სრედეცის (დღევანდელი სოფია) მახლობლად მდებარე სოფელ ბერდიანიდან იყო. ბიძამისი იუსტინი, ასევე ბერდიანიდან გახლდათ. ის ერთი ქურთუკის ამარა ჩავიდა კონსტანტინოპოლში და თავისი ნიჭიერების წყალობით წარემატა და იმპერატორიც კი გახდა. კონსტანტინოპოლში გადაიყვანა თავისი ცოლი ლუპკინია და მისი და ბეგლიანიცა, დედა უპრავდასი. ამ უპრავდამ, იუსტინის შემდეგ დაიკავა ბიზანტიის იმპერატორის ტახტი და სახელად იუსტინიანე დაირქვა.

კეთილმსახური ხელისუფალი გულმოდგინედ იღვწოდა ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად, იგი ცნობილია წარმატებული ომებით, რომელსაც ის ბიზანტიის იმპერიის მოწინაღმდეგეებს გაუმართა. მისი მეფობის დროს (527-565) ბიზანტიამ ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებები მოიპოვა სპარსეთში, აფრიკასა და იტალიაში, რაც დიდად უწყობდა ხელს წარმართული სარწმუნოების აღმოფხვრას ვანდალებსა და ვესტ-გუთებს შორის. მეფე იუსტინიანეს ბრძანებით, ათენში წარმართული სკოლები დახურეს. მან მცირე აზიაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად გაგზავნა ეფესელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც სამოცდაათ ათასზე მეტი კაცი მონათლა. მეფის ბრძანებით ახალმოქცეულთათვის ოთხმოცდაათი ტაძარი ააგეს. იგი უხვად შეეწეოდა საეკლესიო მშენებლობას იმპერიაში.

მისი დროის ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება მონასტერი სინას მთაზე და წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინეს დროს იყო აშენებული და ერთ-ერთი ჯანყის დროს დაიწვა. იუსტინიანემ შეკრიბა საუკეთესო ხუროთმოძვრები, არ დაზოგა ოქრო-ვერცხლი და ააგო დიდებული ტაძარი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. როგორც ამბობდნენ, ამ ტაძარში წირვაზე ყოფნისას თავს ისე გრძნობდი თითქოს ზეცა მიწაზე იყო ჩამოსული.

ამასთან, ის უხვად შეეწეოდა პალესტინელ და ეგვიპტელ მონაზვნებს. მრავალმხრივ განათლებული იმპერატორი გულმოდგინედ იღვწოდა ღვთისმსახურთა და ბერმონაზონთა განათლებაზე - ბრძანა, მათთვის ესწავლებინათ რიტორიკა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება.
იუსტინიანე სხვადასხვაგვარი ნიჭით დაჯილდოებული და მოშურნე ქრისტიანი იყო, უმთავრეს მოვალეობად თვლიდა იმპერიაში მართლმადიდებელი რწმენა შეენარჩუნებინა. გულმხურვალე მიმდევარი იყო ქალქედონის კრებისა და ცდილობდა ნებისმიერი საშუალებით მონოფიზიტები ეკლესიის წიაღში დაებრუნებინა. ცრუსწავლების წინააღმდეგ წმინდა იუსტინიანემ შექმნა საგალობელი "მხოლოდშობილი ძე და ღვთისა სიტყვა" და დააკანონა მისი გალობა ეკლესიებში. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ეს საგალობელი სრულდება საღვთო ლიტურგიის დროს, მცირე გამოსვლის წინ. იმპერატორის ბრძანებით, 553 წელს მოწვეულ იქნა V მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო ორიგენეს ცრუსწავლება და დაამტკიცა ქალკედონის IV კრების დადგენილებანი.

წმინდა იუსტინიანე ზრუნავდა სახელმწიფოში წესრიგის, სამართლისა და კანონიერების დასაცავად. მისი ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით შედგა რომაულ კანონთა კრებული, რომელმაც ჩვენამდე "იუსტინიანეს კოდექსის" სახელწოდებით მოაღწია.

პირად ცხოვრებაში იუსტინიანე მკაცრი ქრისტიანული კეთილმსახურებით გამოირჩეოდა. ყოველთვის ღვთისმოშიში დიდ მარხვას ძალზე ასკეტურად ატარებდა, მუდმივად ლოცულობდა, პურს არ ჭამდა, მხოლოდ მწვანილსა და წყალს ჯერდებოდა, იმასაც - დღეგამოშვებით, ხან ორი დღის გამოშვებით იღებდა.
წმინდა იუსტინიანე 565 წლის 14 ნოემბერს ოცდაცხრამეტწლიანი მეფობის შემდეგ გარდაიცვალა.

იმპერატორს ყველა საქმეში ეხმარებოდა მისი ღვთისმოშიში მეუღლე თეოდორა, რომელიც თავიდან ცოდვილი იყო, მაგრამ მერე შეინანა და დარჩენილი ცხოვრება სიწმინდესა და ღვთისმოსაობაში გაატარა. ეკლესიამ წმინდანად შერაცხა კეთილმსახური მეფე იუსტინიანე და მისი მეუღლე და თანამოაზრე თეოდორაც. ნეტარი თეოდორა 548 წელს გარდაიცვალა.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat