წმინდა სტეფანე მილიუტინი - სერბეთის (+1320) მეფე, ძმა მისი დრაგუტინი (+1316) და დედა მათი ელენე (+1314) - 30 (12.11) ოქტომბერი
წმინდა სტეფანე მილიუტინი - სერბეთის (+1320) მეფე, ძმა მისი დრაგუტინი (+1316) და დედა მათი ელენე (+1314) - 30 (12.11) ოქტომბერი
წმინდა სტეფანე უროშ II მილიუტინი იყო ძე სტეფანე უროშ I მილიუტინისა. ის სერბეთის სამეფო ტახტზე ძმის დრაგუტინის შემდეგ ავიდა 1275 წელს. მან ომი გამოუცხადა ბიზანტიის იმპერატორ მიქაელ VIII პალეოლოგს (1259-1282 წწ.) იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი დათანხმდა რომთან რელიგიურ და პოლიტიკურ კავშირს და ბალკანელ ხალხს და ათონის წმინდა მთის ბერებსაც იმავეს აიძულებდა. ბრძოლაში სერბეთის მეფე სტეფანე II-ს ყოველთვის უმართლებდა, რადგან მთელ იმედებს უფალზე ამყარებდა და ლოცულობდა, შეწევნას თანამოძმე წმინდანებს წმინდა სვიმეონსა და წმინდა საბას სთხოვდა. წმინდა მეფე სტეფანე მილიუტინი სიტყვითა და საქმით ახოვნად იცავდა მართლმადიდებელ სერბებს მრავალრიცხოვანი მტრებისაგან. ყოვლადსახიერი უფლის სამადლობლად მან ააგო ორმოცზე მეტი ტაძარი, მრავალი მონასტერი და დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარი განსაკუთრებით ათონის სავანეებზე ზრუნავდა. წმინდა სტეფანე გარდაიცვალა 1320 წლის 29 ოქტომბერს. ორი წლის შემდეგ აღესრულა ნეტარის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება.

წმინდა სტეფანე უროშ II მილიუტინის დედა, სერბეთის დედოფალი ელენე ერთ-ერთი ცნობილი ფრანგული დინასტიის წარმომადგენელი იყო. ის ცოლად გაჰყვა სერბეთის მეფე სტეფანე უროშ I მილიუტინს. ამ ქორწინებას უნდა განემტკიცებინა სერბი მეფის კავშირი ელენეს ნათესავ სიცილიის მეფე კარლო I ანჟუელთან. სტეფანეს და ელენეს ორი ვაჟი დრაგუტინი და სტეფანე შეეძინათ.

მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე სტეფანე უროშ I მილიუტინი გარდაიცვალა და სიკვდილის წინ სვიმეონის სახელით ბერად აღიკვეცა, ელენემაც ქველმოქმედებას  მიუძღვნა დარჩენილი ცხოვრება. ძალზე მოწყალე, ობოლთშემწყნარებელი და მშვიდობისმყოფელი წმინდა დედა დიდად შეეწია სერბეთის, ათონისა და სინას მთის მონასტრებს.

გარდაცვალებამდე სკადარის წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ტაძარში მონაზვნად ელისაბედის (სხვა წყაროთი - ელენეს) სახელით აღიკვეცა (სავარაუდოდ, 1284 წელს) და 1306 წელს მიიცვალა.

კიდევ რა ვიცით ამ წმინდანის შესახებ?

დედოფალმა ობოლ გოგონათათვის პირველი სკოლა დააარსა, სადაც წმინდა წერილს, ხელსაქმეს და წერა-კითხვას ასწავლიდა, რომ წამოიზრდებოდნენ, მზითევს უმზადებდა და ათხოვებდა, ქვრივებს და უპოვართ სიყვარულით შეეწეოდა.

Mმისი დიდი რწმენის, სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთგულების, გულმოწყალებისა და წმინდა მონასტრებისათვის გაღებული უხვი შენაწირის შესახებ იუწყება ეპისკოპოსი დანილო მეორე, რომელიც დაწვრილებით აღწერს დედოფლის მიერ გრადაცის სავანის მშენებლობის ყოველ დეტალს და ხოტბას ასხამს მის ქველ საქმეებს.

გარდაიცვალა 1314 წლის 08 თებერვალს.

გარდაცვალებიდან 3 წლის შემდგომ წმინდა დედოფალი ერთ-ერთ მონაზონს გამოეცხადა და თავისი სარკოფაგის გახსნა უბრძანა. როდესაც კუბო გახსნეს, მისი სხეული უხრწნელი და სრულიად უვნებელი დახვდათ.

სერბულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანთა დასს შერთო. მისი წმინდა ნაწილნი გრადაცს განისვენებს.

XVIII საუკუნის II ნახევარში სავინის მონასტრის იღუმენმა, სოფრონმა მისი წმინდა ნაწილნი ვერცხლით შეამკო და XI საუკუნეში, წმინდა საბას მიერ დაარსებულ მონასტერში გადააბრძანა.


დრაგუტინი ცოტა ხანს იყო სერბეთის მეფე. მან ძმას სამეფო ტახტი ნებაყოფლობით გადასცა. დრაგუტინმა სამეფო მოღვაწეობას ბერული ცხოვრება არჩია და ფარულად მოღვაწეობდა მის მიერ გათხრილ ორმოში. წმინდა დრაგუტინი გარდაიცვალა 1316 წლის 2 მარტს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri