წმინდა აკა ნორტუმბრიაში დაიბადა. თავიდან ის ბოსასთან, იორკის მომავალ ეპისკოპოსთან ერთად მოსაგრეობდა.
678 წლიდან თან ახლდა მღვდელმთავარ ვილფრიდს მოგზაურობისას. რომიდან ჩამოსვლის შემდეგ 692 წელს ვილფრიდი დაბრუნდა ხეკსხემში და აკა ხეკსხემის წმინდა ანდრიას სახელობის მონასტრის იღუმენად დაადგინა. 709 წელს გარდაიცვალა ვილფრიდი და აკა ხეკსხემის ეპისკოპოსად აკურთხეს.
წმინდა აკა ფრიად განსწავლული კაცი იყო და მეგობრობდა წმინდა ბედასთან, საეკლესიო ისტორიკოსთან, რომელიც განსაკუთრებით აქებდა მის ბიბლიოთეკას და იყენებდა თავისი თხზულებების წერისას. წმინდა აკამ წააქეზა ისტორიკოსი ედი, წმინდა ვილფრიდის ცხოვრება დაეწერა. ის ხელს უწყობდა ინგლისში საეკლესიო გალობის სპეციალისტების ჩამოსვლას - მისი მოწოდებით ჩამოვიდა მგალობელი, სახელად მაბანი, რომელმაც საეკლესიო ცხოვრებაში რომაული გალობა დანერგა. ის ბევრს ზრუნავდა ტაძრების გამშვენებისთვის. შემორჩენილია წმინდა აკას წერილი ღირს ბედასადმი, რომელიც ამ უკანასკნელის თხზულებებშია შეტანილი.
732 წელს უცნობი მიზეზის გამო აკა გამოაძევეს ხეკსხემიდან. მან კათედრა დატოვა და გელოუეში, ვიტერნეს უდაბნოში დასახლდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ხეკსხემში დაბრუნდა, სადაც ის ერთსულოვნად მიიღეს.
ეპისკოპოსი აკა 740 ან 742 წელს გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალებისთანავე ხალხი მის საფლავს, როგორც წმინდანისას, თაყვანს სცემდა. მისი დაკრძალვის ადგილას ხეკსხემში ორი ჯვარი აღმართეს. ერთ-ერთმა დღემდე მოაღწია. როცა წმინდა ბედას საფლავი გაიხსნა და წმინდა ნაწილები აღმოიყვანეს, მისი სამღვდელმთავრო შესამოსელი უხრწნელი დახვდათ. ნეტარი აკას წმინდა ნაწილები ხეკსხემის წმინდა ანდრიას სახელობის მონასტერში დაასვენეს და მრავალ სასწაულს აღასრულებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი