წმინდა ლონგინოზი, ასკეტი მამა, ვოლოგდის ეპარქიის წმინდა პავლეს სახელობის სავანეში მოსაგრეობდა.
ამ სავანეში ახალგაზრდა მოვიდა, სხვადასხვა სამონასტრო მორჩილებას ასრულებდა, მიაღწია ხანდაზმულ ასაკამდე და მონაზვნური ცხოვრების დიდი გამოცდილება შეიძინა. ლონგინოზს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ, ლონგინოზს ამძიმებდა ხალხმრავალი სავანე და ეს პატივისმიგება, ამიტომ გადაწყვიტა უდაბნოში გასულიყო. წინამძღვრისაგან კურთხევა აიღო და თავის სულიერ ძმასთან, სიმონთან ერთად მყუდრო ადგილის მოსაძებნად გაემართა. გაჰყვა მდინარეს და ვოლოგდიდან უსტიუგამდე ჩავიდა. ბოლოს, მდინარე კორიაჟემამდე მიაღწიეს, ქალაქიდან 15 ვერსტზე, უღრან ტყეში დაბინავდნენ. გაკაფეს ტყე, გაწმინდეს ადგილი და საერთო ძალებით კელია და ეკვდერი ააშენეს. როცა მძიმე სამუშაო დაასრულეს, წმინდა ლონგინოზი მდინარე სოიგას ნაპირას განმარტოვდა და იქ ააგო თავისი სკიტი. ამ მყუდრო ადგილას ის მთლიანად ლოცვასა და ღმერთზე ფიქრს მიეცა. როცა წმინდანის შესახებ იმ მხარის მოსახლეობამ შეიტყო, ბევრი მიდიოდა მასთან ვინც ცხონებას და განმარტოებას ეძიებდა. წმინდანი აფრთხილებდა მეუდაბნოეს ცხოვრების სირთულეზე, ეუბნებოდა, მარტო მინდა ცხოვრებაო. მაგრამ, ადამიანებს ჯიუტად არაფრის მოსმენა უნდოდა. მის გარშემო დასახლდნენ, ჯერ როგორც განდეგილები. მერე საერთო სურვილით წმინდა ლონგინოზი იღუმენად აირჩიეს. წმინდა ლონგინოზმა მას კინოვიური ტიპიკონი მისცა. აშენდა ახალი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის სახელზე, ასევე სატრაპეზო და სხვა შენობები. ასე ჩამოყალიბდა 1535 წელს კორიაჟემის სავანე.
ღირს მამას უამრავი ღვთისმოყვარე სული დაემოწაფა, თავის მიერ დაარსებულ მონასტერში ხუთი წლის მანძილზე, ვიდრე აღსასრულამდე, იღვაწა, ის თუმცა ხელმძღვანელობდა ძმებს, მაგრამ მიუხედავად ხანდაზმულობისა, პირველი გამოდიოდა საერთო საქმეზე და სხვებზე მეტს მუშაობდა. მან ტაძრის სიახლოვეს ჭა ამოთხარა.
წმინდა ლონგინოზმა 1540 წლის 10 თებერვალს ღვთივ განისვენა. მან მოისურვა, რომ იგი ეკლესიის კიბის ძირში დაეკრძალათ, რათა ტაძარში შესულ ადამიანებს მისი საფლავი გაეთელათ. ძმებმა ვერ გაბედეს მისი ანდერძის დარღვევა.
1557 წელს მძიმედ ავად გახდა უსტიუგელი თავადი ვლადიმერი. მას ძილში წმინდა ლონგინოზი გამოეცხადა და უთხრა, თუ სად იყო დაკრძალული კორიაჟემის მონასტრის წინამძღვარი და სად უნდა გადაესვენებინათ. მართლაც, თავადმა ვლადიმერმა მოძებნა წმინდა ლონგინოზის საფლავი და ღირსი მამის წმინდა ნაწილები ტაძრის ჩრდილოეთით დაასვენა, რის შემდეგ თავადი განიკურნა.
წმინდა ლონგინოზის ლოცვით შემდგომაც უამრავი სასწაული აღესრულა.
ერთხელ ერთ გლეხს გამოეცხადა, რომელიც დაჭრილიყო და ამის გამო ღმერთს ჰყვედრიდა. ღირსმა მამამ მას უსაყვედურა და მონასტერში წასვლა უბრძანა, სადაც გლეხი განიკურნა.
1665 წელს, ეკლესიის გადაკეთების შემდეგ, წმინდა ლონგინოზის საფლავი ტაძრის შიგნით აღმოჩნდა.
@10410@
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი