წმინდა იოანე 1340 წელს სუზდალის ეპისკოპოსად აკურთხა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა. პირველ სამღვდელმთავრო წირვისას წმინდა იოანე დიდი ბრწყინვალე ნათელმა მოიცვა,
რაც მის მიერ გავრცელებულ მადლს მოასწავებდა. წმინდა იოანეს უფალმა ქადაგების მადლიც უბოძა, მას შეეძლო ადამიანებისთვის უბრალო სიტყვებით აეხსნა წმინდა დოგმატები, ადამიანები სინანულში მოეყვანა. წმინდა იოანემ საავადმყოფო დააარსა, რომელზეც ზრუნვა ორ განკრძალულ მღვდელს დაავალა. თუმცა წმინდა იოანესგან მომდინარე მადლი უფრო ანუგეშებდა და განკურნავდა სნეულებს, რომლებიც იმ გზის გასწვრივ დგებოდნენ, სადაც მღვდელმთავარს უნდა გაევლო. წმინდა იოანეს ერთი ხელის შეხებაც კი კურნავდა მათ.
ერთხელ სუზდალის თავადმა ბორის კონსტანტინეს ძემ დაინახა ვინმე ბრწყინვალე სამოსლით მოსილი ჭაბუკი, რომელიც საკურთხეველში წმინდა იოანესთან ერთად მსახურობდა. წირვის შემდეგ ეს ჭაბუკი რომ ვეღარ იხილა, უცნობის ვინაობა ჰკითხა მეუფეს. წმინდა იოანემ ბრძანა: "თუკი უფალმა გამოგიცხადა, მე მის დაფარვას როგორ გავბედავ? ის უფლის ანგელოზი იყო, რომელიც მე, უღირსთან ერთად, ყოველთვის მსახურებს. მაგრამ ვიდრე ცოცხალი ვარ, ამის შესახებ ნურავის ეტყვი!"
თუმცა ასეთი დიდი მღვდელმთავარიც კი შურიანი მღვდლების ცილისწამების გამო ქალაქიდან გააძევეს. სუზდალის დატოვებისას მან ლოცვა წარმოთქვა: "უფალო, მათ ამას ცოდვად ნუ შეურაცხავ". მალე უფალმა სიბრმავით დასაჯა ცილისმწამებლები. ისინი მუხლებში ჩაუვარდნენ წმინდა იოანეს და შენდობა სთხოვეს. წმინდანმა მაწყინარნი განკურნა.
1363 წელს წმინდა იოანემ კათედრა დატოვა და სიცოცხლის ბოლო წლები ბოგოლიუბოვის მონასტერში გაატარა. ის მშვიდობით მიიცვალა 1372 წლის 15 ოქტომბერს. მისი წმინდა ნაწილები სუზდალის ტაძარში ინახება და მრავალ სასწაულს აღასრულებს.
@20205@
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი