წმინდა ანტიოქე (ხშირად მას ანდეოლსაც უწოდებენ) ლიონელი (გალია) მღვდელი იყო.
მან ეგვიპტეში მოინახულა თავისი ყოფილი ეპისკოპოსი წმინდა იუსტი და სავარაუდოდ მას სამშობლოში დაბრუნება სთხოვა. მაგრამ წმინდა იუსტმა ანტიოქე-ანდეოლს სთხოვა ლიონში დაბრუნებულიყო, რამეთუ განჭვრიტა მისი მომავალი ეპისკოპოსობა.
ლიონში წმინდა იუსტის შემდეგ ეპისკოპოსი წმინდა ალბინი გახდა, შემდეგ მარტინი, რომელიც შეცვალა წმინდა ანტიოქემ, რომელიც ლიონის მეთექვსმეტე ეპისკოპოსი იყო.
იგი 410 წელს გარდაიცვალა. თვლიან, რომ მან გადმოასვენა სკიტის უდაბნოდან წმინდა იუსტის და ბიატორის წმინდა ნაწილები და მაკაბელთა ტაძარში დაკრძალა, რომელსაც მოგვიანებით წმინდა იუსტის სახელი ეწოდა. იერონიმეს მარტიროლოგია მას 13 აგვისტოს მოიხსენიებს, თუმცა, ეპისკოპოსმა ადონ ვიენელმა ხსენება 15 ოქტომბერს გადაიტანა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი