ღირსი ზოსიმე ეგვიპტელი, ბაბილონელი ეპისკოპოსი (VI) – 04 (17) ივნისი
ღირსი ზოსიმე ეგვიპტელი, ბაბილონელი ეპისკოპოსი (VI) – 04 (17) ივნისი
ღირსმა ზოსიმემ სიყრმითგანვე შეიყვარა უფალი და წარუვალი დიდებით აღიტრფო, კილიკია დაუტევა და სინაზე შემონაზვნდა.

თუმცა, განმარტოების სიყვარულმა იქ დიდხანს არ დააყენა და სამოღვაწეოდ მოკლე ხანში ლიბანის უდაბნოში, ამონიაკად წოდებულ ადგილას გადავიდა.

ერთხელ უდაბნოში, სადაც კარგა ხნის მანძილზე ადამიანი არ ეხილა, ერთ ეკლოვან პერანგოსან მოხუცს წააწყდა და ის იყო, თაყვანი უნდა ეცა და, წესისამებრ, კურთხევა გამოეთხოვა, უცნობმა ხმა დაძრა და უბრძანა:

- აქ რისთვის მოსულხარ, ზოსიმა, აქაურობა უნდა დაუტევო!

- მამაო, მოიღე მოწყალება და მითხარ, თუ საიდან მიცნობ? - დაეკითხა ზოსიმა,

- ორი დღის წინ ერთი საკვირველი, ნათელმოსილი კაცი გამოეცხადა და მაუწყა: - შენთან ერთი სენაიდან წამოსული ბერი მოვა, სახელად - ზოსიმა და აქ დასარჩენად ნუ აკურთხებ, რამეთუ მას ეგვიპტის ბაბილონის ეკლესია უნდა ჩავაბაროო!

მის თქმა იყო და ხუცესი ზოსიმეს განშორდა, ლოცვად დადგა, ხელნი ზეცად აღაპყრო და ასე ორ საათს დაჰყო, შემდეგ კვლავ მიუახლოვდა, მამობრივად გადაეხვია, სახეზე ამბორს უყოფდა და ეტყოდა:

- შვილო საყვარელო, შენი თავი თავად ღმერთმა წარმომიგზავნა, რომ მიწას მიმაბარო, რამეთუ ჩემი ამ ქვეყნიდან განსვლის ჟამი მოახლოვდა!

- მამაო, დიდი ხანია, აქ მოღვაწეობ? - დაეკითხა ზოსიმე,

- უკვე ორმოცდამეხუთე წელიწადია, ამ უდაბნოს წიაღს შევერთე, - უპასუხა ხუცესმა და უეცრად სახე ელვასავით გაუკრთა, შემდეგ კვლავ ზოსიმეს მიუბრუნდა და შესთხოვა:

- მშვიდობა შენდა, შვილო ჩემო, ილოცე ჩემთვის!

შემდეგ მიწაზე დაწვა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

ზოსიმამ წმინდა მამის სხეული მიწას მიაბარა, იქ კიდევ ორ დღეს დარჩა და კვლავ სინას დაბრუნდა.

იქ ერთი ავაზაკი მივიდა და შესთხოვა, მონაზვნად დაესხა ხელი, რამეთუ მრავალი ცოდვა ჩაედინა და სურდა, სინანულით, ლოცვით და მარხვით გამოესყიდა.

ღირსმა მამამ იგი ბერად აღკვეცა, გარკვეული ხნის შემდგომ იხმო და უთხრა:

- ძმაო, შენი აქ დარჩენა შეუძლებელია, რამეთუ თუ ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ან იმათგან, ვისაც ზიანი მიაყენე, ვინმემ გიცნო, მყისვე დაგასმენენ და შეგიპყრობენ, ამიტომ, გირჩევ, მოშორებით გადახვიდეო!

ავაზაკყოფილმა ისმინა მისი და წმინდა მამის კურთხევით, ღაზის სიახლოვეს, აბა დოროთეს კინოვიაში გადავიდა.

განვლო ცხრა წელმა და ავაზაკყოფილმა ზოსიმეს მიაკითხა და სთხოვა:

- შემიწყალე, მამაო, აჰა, საბერო კაბა, ჩემი საერო სამოსი დამიბრუნე!

- რატომ, შვილო? - დაეკითხა ღირსი მამა,

- მამაო, თავადვე უწყი, ეს ცხრა წელიწადი ჩემს სულს და გონებას ლოცვით, მარხვით და ყოველივე იმით განვწვრთნიდი, რაიც მონაზონთათვის დაუწესებიათ, მაგრამ გამუდმებით, ყველგან დამდევს იმ ბავშვის სახება, რომელსაც სიცოცხლე მოვუსწრაფე და მემდურის: - რისთვის მომკალიო!

ეს ჩვენება არასოდეს განმეშორება, - არც სიზმრად და არც - ცხადში და სადაც უნდა ვიყო, ყველგან თვალწინ მიდგას, ამიტომ კვლავ იმ ადგილს უნდა დავუბრუნდე, სადაც მრავალი ბოროტება ჩამიდენია, რომ შემიპყრონ და საკუთარი სიცოცხლით მაგებინონ ცოდვებისთვის პასუხიო!

მართლაც, წარვიდა მონაზონი სავანიდან და დიოსპოლს ჩასვლისთანავე შეპყრობილ იქნა, მომდევნო დღეს კი - სიკვდილით დასაჯეს.

ასე გამოისყიდა ავაზაკყოფილმა საკუთარი სისხლით ძველი ცხოვრება.

ამ ამბებიდან მცირე ხანში განმარტოების ძველმა წყურვილმა ზოსიმეს სინა კვლავ დაატოვებინა, თან მოწაფე, - იოანე წარიყვანა და პორფირიონად სახელდებულ უდაბნოს მიაშურა.

იქ ორ განდეგილს შეხვდნენ, - ერთი ტომით გალატელი იყო და პავლე ერქვა, მეორე, თეოდორე კი - მელეტიდან, ბერად კი - აბბა ექვთიმე დიდის სავანეში აღკვეცილიყო. ორივეს ხარის ტყავი ემოსა.

ღირსი ზოსიმე იოანეთურთ ამ მამათა სიახლოვეს დაფუძნდა და იქ ორი წელი გაატარა, მაგრამ, შემდეგ, სამწუხაროდ, იოანე ასპიტმა დაგესლა, მისი შხამით საშინლად დასივდა, თვალებიდან, ცხვირიდან და პირიდან და მთელი სხეულიდან სისხლი გადმოსდინდა და აღესრულა...

ღირსი მამა ძლიერ დამწუხრდა და იმ ორ განდეგილს მიაშურა და სანამ სიტყვას დაძრავდა, ორივე დაეკითხა:

- რაო, აბბა ზოსიმე, მიიცვალა, ძმა შენი?

მამათა სიტყვით განკვირვებულმა ზოსიმემ ყოველივე უამბო, თუმცა, განდეგილებმა ისეც უწყოდნენ, თუ იოანე როგორ მიიცვალა.

ზოსიმეს თან გაჰყვნენ და რა იხილეს გარდაცვლილი, მგლოვიარე ანუგეშეს:

- ნუ წუხხარ, აბბა, უფალი გიშველის!

შემდეგ პირი გარდაცვლილისკენ იბრუნეს და ხმამაღლა აღმოთქვეს:

- აღსდექ, იოანე, რამეთუ შენი აბბა გიხმობს!

გარდაცვლილს მყისვე დაუბრუნდა სიცოცხლე და ფეხზე წამოდგა, პავლემ და თეოდორემ კი ასპიტი იპოვეს და შუაზე გაწყვიტეს, შემდეგ ზოსიმეს მიუბრუნდნენ და უთხრეს:

- აბბა, ამაოდ როდი გაუწყეთ ნება ღვთისა: - წარვედ სინაზე, რამეთუ უფალს სურს, ბაბილონის ეკლესია ჩაგაბაროს!

ისმინა რა ამ ანგელოზთა სწორ კაცთაგან ეს სიტყვა, ზოსიმემ კურთხევა გამოსთხოვა და იოანეთურთ ისევ სინას დაუბრუნდა.

გამოხდა ხანი და სინას მთის აბბამ ზოსიმე სხვა ორ ძმასთან ერთად საეკლესიო საჭიროების გამო ალექსანდრიას წარგზავნა.

ალექსანდრიის პატრიარქმა ფრიად შეიყვარა მამანი და სამივეს მღვდელმთავრად დაასხა ხელი: - ერთს ილიოპოლის ეკლესია ჩააბარა, მეორეს - ლეონტოპოლისა, ზოსიმეს კი, წინასწარმეტყველებისამებრ, - ეგვიპტის ბაბილონისა.

საკმაოდ დიდხანს წინამძღვრობდა თავის სამწყსოს ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი, ზოსიმე და მრავალი მოაქცია სიტყვით, მაგალითით და სიწმინდით, ხოლო ღრმა სიბერეში, ოდეს იგრძნო მოახლოებული აღსასრული, საეპისკოპოსო კათედრაზე უარი თქვა და ისევ სინას დაუბრუნდა, სადაც რამდენიმე წელი იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა მამანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat