რა წერილი გაუგზავნეს ათონელმა ბერებმა მსოფლიო პატრიარქს და რა ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ისინი
რა წერილი გაუგზავნეს ათონელმა ბერებმა მსოფლიო პატრიარქს და რა ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ისინი
წინა პუბლიკაციაში გატყობინებდით, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ათონელი ბერების გზავნილი კრებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოქვეყნდა. ახლა გაგაცნობთ ამ გზავნილის მოკლე მიმოხილვას.

ათონელმა ბერებმა თავიანთი პოზიცია მართლმადიდებელთა კრებისადმი ოფიცილურ წერილში გამოხატეს, რომლშიც კრიტიკული მოსაზრებებია კრების დოკუმენტებისადმი.
გზავნილში ხაზგასმულია, რომ ტერმინი "ეკლესია" შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით, რაც ეჭვქვეშ აყენებს საერთომართლმადიდებლური კრების ჩატარების მიზანშეწონილობას იმ სახით, როგორც მას ორგანიზატორები ხედავენ.
წერილის ტექსტი შეთანხმებული იქნა მრავალრიცხოვანი თათბირების შედეგად. წერილს ხელი მოაწერეს ათონის ყველა მონასტრის წარმომადგენლებმა. გზავნილის ადრესატია კონსატანტინოპოლის პატრაირქი ბართლომესოი, აგრეთვე, წმინდა კინოტის გადაწყვეტილებით, წერილის ასლები დაეგზავნა ყველა ადგილობრივ ეკლესიას.

- გზავნილში ხაზგასმულია, რომ ტერმინი "ეკლესია" შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით: "წმინდა და დიდმა კრებამ... დაე თავი აარიდოს ტერმინს "ეკლესია" არამართლმადიდებელთა მისამართით, ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ "ქრისტიანული დოქტრინა და აღმსარებლობა". წმინდა კინოტის აზრით "ეკლესიის ერთიანობის მნიშვნელობა განმარტებას საჭიროებს... ერთიან ეკლესიაში იმყოფებიან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის - ქრისტეს სხეულის - წევრები... მხოლოდ მათ შეიძლება ეკუთვნოდეს სიტყვები "რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ."
ამიტომ დოკუმენტში "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი" მე-5 პარაგრაფში გამოთქმა "ქრისტიანთა დაკარგული ერთობის ძიებაში" უნდა შეიცვალოს ასე: "ეკლესიიდან წასული ქრისტიანების დაბრუნება ჭეშმარიტებასთან".

- წმინდა მთის ბერები არ ეთანხმებიან იმას, თუ როგორ ტარდება დიალოგი მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს შორის: "წმინდა კინოტი არაერთხელ ოფიციალურად გამოვიდა არამართლმადიდებლებთან საღვთისმეტყველო შეთანხმებების წინააღმდეგ, გააპროტესტა ერობლივი ლოცვები და ლიტურგიული ქმედებები (ამბორისყოფა და სხვა)." ათონელი ბერები არ ეთანხმებიან მართლმადიდებელი ეკლესიების ყოფნას მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში.

- წმინდა მთის ბერები ფიქრობენ, რომ რწმენის ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის "ეკელსიის სისავსის აღიარება", რომელსაც ცალკეული ადამიანები გამოხატავენ და არა მხოლოდ კრებები.


- ათონელი ბერები აუცილებლად მიიჩნევენ წმინდა ფოტისა (879 წ.) და წმინდა გრიგოლ პალამას (1341 და 1351 წ.წ.) კრებების გახსენიებას, რადგან მათ ნათლად გვიჩვენეს "არამართლმადიდებლებთან დოგმატური და ეკლეზიოლოგიური განსხვავებები (ფილიოქვე, ქმნილი მადლი, პაპის პრიმატი)".

- ათონელები დოკუმენტის "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი" ტექსტში საჭიროდ მიიჩნევენ წმინდა გრიგოლ პალამას სწავლებაზე დაყრდნობით მართლმადიდებლური ანთროპოლოგიისა და კოსმოლოგიის დეტალურ აღწერას.

- ათონელი ბერების გზავნილის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ "საჭიროა დოკუმენტთა ტექსტების შესწორება", რათა ისინი ეკლესიის მთელი სისავსის აზრს გამოხატავდნენ და რათა არ გახდნენ გაყოფისა და გახლეჩის მიზეზი.

წყარო: რომფეა.გრ

წაიკითხეთ:
კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკმაყოფილიოა, რომ ათონმა კრების დოკუმენტების შესწორებები საჯაროდ გამოაქვეყნა
ბეჭდვა
1კ1