მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია დიპტიხში, რუსეთის ეკლესიის აზრით, მეცხრეს ნაცვლად მეექვსე ადგილს უნდა იკავებდეს
მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია დიპტიხში, რუსეთის ეკლესიის აზრით, მეცხრეს ნაცვლად მეექვსე ადგილს უნდა იკავებდეს
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა სინოდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა. კითხვაზე: რა პრობლემებია დღევანდელ მსოფლიო მართლმადიდებლობაში, მეუფემ უპასუხა:

- როგორც ცნობილია ანტიოქიის პატრაირქმა შეწყვიტა ურთიერთობა იერუსალიმის პატრიარქთან ყატარსა და მთლიანად არაბეთის ნახევარკუნძულზე საეკლესიო იურისდიქციის გავცელების შესახებ დავის გამო. სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ დაურეგულირებელია ურთიერთობები რუმინეთის ეკლესიათან, რომელმაც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე თავისი ეპარქია შექმნა. ასეთივე პრობლემები ჩვენთანაც არის - რუმინეთის ეკლესიამ თავისი იურისდიქცია მოლდოვას ტერიტორიაზე შექმნა, რომელიც რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას წარმოადგენს.

დაურეგულირებელია პრობლემები ესტონეთთან, სადაც 1996 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პარალელური იუსრისდიქცია შექმნა.
საქართველოს ეკლესიაც მიუთითებს მთელ რიგ პრობლემებზე, მათ შორის დიპტიხის პრობლემაზე. ეს პრობლემა იმასთან არის დაკავშირებული, რომ საქართველოს ეკლესია ჩვენი აზრით და საქართველოს ეკლესიის აზრითაც, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა რიგში მეექვსე ადგილს უნდა იკავებდეს. კონსტანტინოპოლმა კი იგი მეცხრე ადგილას დააყენა.
პრობლემაა აგრეთვე ისიც, რომ მართლმადიდებელთა კრებაზე არ არიას ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია, რადგან მისი ავტოკეფალია ყველას მიერ არ იქნა ცნობილი.

ეკლესიაში მშვიდობისა და ერთობის დამკვიდრებისათვის ჩვენ მზად ვიყავით თვალი დაგვეხუჭა აქ ჩამოთვლილ ზოგიერთ პრობლემაზე და ბოლო წუთამდე ვაპირებდით კრებაში მონაწილეობას, შევქმენით დელეგაციაც, რომელიც უნდა გამგზავრებულიყო კრეტაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ 4 ეკლესია არ იღებს მონაწილეობას ამ კრებაში, გადავწყვიტეთ გამგზავრების საკითხი სინოდზე განგვეხილა. და სწორედ დღეს იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

წყარო: http://www.pravmir.ru/

P.S უნდა აღინიშნოს, რომ მეუფე ილარიონმა საეკლესიო იურისდიქციათა დაღვევებზე საუბრისას, გვერდი აუარა აფხაზეთის საკითხს, სადაც საქართველოს ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე საკუთარი გავლენის მოპოვებას ცდილობენ როგორც რუსეთის, ასევე კონსტანტინოპოლის ეკლესიები.

აქვე წაიკითხეთ:
მერამდენე ადგილი უკავია დღეს საქართველოს ეკლესიას დიპტიხში და რატომ არ არის ეს საკითხი აქამდე გადაწყვეტილი


ბეჭდვა
1კ1