წმინდა მატრონა მოსკოველის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (1998) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მატრონა მოსკოველის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (1998) - 23 თებერვალი (8 მარტი ან 7 მარტი - ნაკიან წელს)
ძველი სტილით 23 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მატრონა მოსკოველის წმინდა ნაწილთა აღმოყვანებას ზეიმობს. 1998 წელს 7 მარტს მართლმადიდებელთათვის - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის ლოცვა-კურთხევით, ნეტარი დედის საფლავი გახსნეს და წმინდა ნაწილები სვიმეონ მესვეტის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. როდესაც სამარე გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ ორმოც წელზე მეტი ხნის შემდეგაც წმინდა დედის სხეულს ისევ აჩნდა უცნაურად ამობურცული ხელთუქმნელი ჯვარი.

ყველა, ვინც ამ ღირსსახსოვარ მოვლენას დაესწრო, სამუდამოდ გაჰყვა საოცარი ზეიმისა და სიხარულის განცდა.

გარდაცვალებიდან 46 წლისთავზე რუსეთის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ნაწილები შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა სახელობის ტაძარში გადაასვენეს, ღამისთევის მსახურების და წმინდა ლიტურგიის აღსრულების შემდგომ კი წმინდანის სხეული ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის მონასტერში გადააბრძანეს, სადაც სამუდამო განსასვენებელი პოვა.

წმინდა მატრონას შესახებ იხილეთ სტატია: ნეტარი მატრონა მოსკოველი (+1952) - 19 აპრილი (2 მაისი)

ბეჭდვა
1კ1