წმინდა ნიკიტა XVIII-XIX საუკუნეთა გასაყარზე ცხოვრობდა და იმ ქრისტიანული ოჯახის მემკვიდრე გახლდათ, თურქთაგან თავის გადასარჩენად ისლამი მოჩვენებითად რომ მიიღეს.
ქრისტეს სიყვარულით აღვსილმა ჭაბუკმა ეპირში (სხვა წყაროთა ცნობით - ტრაპიზონში) მამისეული სახლი დაუტევა და მთაწმინდას მიაშურა, სადაც წმინდა ანას სახელობის სკიტში ბერად აღიკვეცა.
გავიდა დრო და წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მღვდლად დაასხეს ხელი, სადაც მამა საბა პელოპონესელის მეოხებით ზოგადცხოვრებულთა წესდება აღდგა.
ნიკიტა, თუმც კი სულხორციანად მისცემოდა ღვაწლს, მშობელთა თუნდ მოჩვენებითი გამუსლიმანება მოსვენებას არ აძლევდა და სურდა სანაცვლოდ ქრისტესთვის სიცოცხლე გაეღო.
ბოლოს (1808 წელს) გადაწყვიტა, სერისა და დრამის მიდამოებში წასულიყო, სადაც ქრისტეს ქადაგებდა და ხალხს აუწყებდა, - მუჰამედის რელიგია ცრუა და საუკუნო სიცოცხლეს ოდენ ქრისტეს წყალობით მოიხვეჭთო.
გამწარებულ თურქებს დიდხანს აღარ უფიქრიათ, ნიკიტა შეიპყრეს და ენით უთქმელი წამების შემდგომ, 1808 წლის 4 აპრილს, დიდ შაბათს ჩამოახრჩვეს.
მისი წმინდა ნაწილნი არამიწიერი ნათლით გაბრწყინდა და უამრავი სასწაული აღასრულა.
წმინდა ნიკიტა ქალაქ სერის მფარველად ითვლება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი