თანამედროვე კულტები
თანამედროვე კულტები
უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში უამრავი ახალი მიმდინარეობა, ორგანიზაცია და სექტა გამოჩნდა. ისინი ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ, რომ მხოლოდ მათი დახმარებით არის შესაძლებელი ხსნა, ჭეშმარიტების შეცნობა და ბოროტებაზე გამარჯვება. ისინი ხშირად გვაჩერებენ ქუჩაში, გვთავაზობენ ბუკლეტებს და ბროშურებს, დადიან კარდაკარ იმის იმედით, რომ მათ ვინმე მოუსმენს, დაუჯერებს. აწყობენ მასშტაბურ შეკრებებს, სადაც სხვა ადამიანებსაც ეპატიჟებიან. პიროვნებას, რომელიც არ ფლობს საკმარის კომპეტენტურ ინფორმაციას, გაუჭირდება შეექმნას მომხდარზე მართებული აზრი. არსებობს უამრავი ფაქტი, რომელიც ადასტურებს გულუბრყვილო მსმენელის არასწორი არჩევანის სავალალო, გაუთვალისწინებელ შედეგებს. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე კულტების მსახურები არ საუბრობენ კულტის რეალურ შინაარსზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი ჭეშმარიტი მიზნები საკმაოდ განსხვავდება დეკლარირებულისაგან.

თანამედროვე კულტების ნაირსახეობანი
ახალი მიმართულებების საერთო სახელწოდება ჯერჯერობით არ არსებობს. ყველაზე ხშირად მათ "ახალ კულტებს", "არატრადიციულ რელიგიებს", "დესტრუქციულ, ტოტალიტარულ სექტებს" უწოდებენ. თანამედროვე კულტების ჩამონათვალი შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს.

1. ფსევდოქრისტიანული კულტები. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ის კულტები, რომლებიც ბიბლიას თავიანთი რწმენის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ მიიჩნევენ. ამასთან, ფსევდოქრისტიანულ კულტებს ჰყავთ უფრო დიდი ავტორიტეტები, ვიდრე წმინდა წერილი: კულტების შემქმნელი თვითმარქვია წინასწარმეტყველები და მათი წერილები. ასეთი კულტების მიმდევრები საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ და თავიანთი გაერთიანების ოფიციალურ დასახელებას მალავენ. მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ არც ერთი ქრისტიანული ეკლესია მათ ქრისტიანად არ აღიარებს. ასეთ ფსევდოქრისტიანულ გაერთიანებებს განეკუთვნებიან ჩვენთვის კარგად ცნობილი იეჰოვას მოწმეები, გაერთიანებული ეკლესია (მუნის სექტა), უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია (მორმონები), თეთრი საძმო და სხვა.

2. ფსევდოაღმოსავლური კულტები - ეს განსაზღვრება მეტყველებს მათ წარმომავლობაზე, ანუ იმ მთავარ წყაროებზე, რომელიც აღმოსავლეთიდან იღებს სათავეს (ძირითადად ინდოეთი, ჩინეთი და იაპონია), თუმცა თითქმის ყოველმა მათგანმა მსოფლიოში გავრცელება აშშ-დან დაიწყო. ეს ფაქტი აიხსნება იმით, რომ ამერიკაში იქმნება ის "პროდუქტი", რომელიც მომხიბვლელი და მიმზიდველი იქნება დასავლური კულტურისათვის. მათ შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია კრიშნაიდული მოძრაობა (კრიშნას შეცნობის საერთაშორისო ორგანიზაცია), ტრანსცენდენტური მედიტაცია (ტმ) და ა.შ.

3. სინკრეტული, ანუ სხვადასხვა კომპონენტის შემაკავშირებელი. ეს მიმართულებები ქრისტიანობის, ბუდიზმის, ინდუიზმის, ოკულტიზმის სხვადასხვა ელემენტებისა და თეოსოფიის, ასევე თანამედროვე სამეცნიერო თეორიების ფრაგმენტების ნაზავს წარმოადგენს. მათ განეკუთვნება: საენტოლოგია (საფუძველად უდევს დიანეტიკა), ახალი საუკუნე (New Age, მერწყულის ერა), რაჯნიშის კულტი (ოშო), რერიხის, კარლოს კასტანედეს მიმდევრები და ა.შ.

თანამედროვე კულტების მახასიათებლები
ყველა ზემოხსენებულ კულტს ბევრი საერთო აქვს, შესაბამისად, შეიძლება მათზე, როგორც ერთიან მოვლენაზე, საუბარი. უმრავლეს შემთხვევაში:

* თანამედროვე კულტების მიმდევრები არიან საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური, არცთუ ისე იშვიათად ჰიპნოზური ზემოქმედების გავლენის ქვეშ. როგორც წესი, ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ყველა დაიღუპება და მხოლოდ მათი კულტის მიმდევრები გადარჩებიან.

* მათ სათავეში დგას "წინასწარმეტყველი", "მამა", "მხსნელი", "მესია", "მასწავლებელი", რომელიც ხელს უწყობს მის მიმართ მონური და შიშნარევი სიყვარულის დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და განმტკიცებას.

* სექტების ხელმძღვანელები უცოდველები არიან.

* ორგანიზაციისა და მისი დოქტრინის შესახებ არსებობს ინფორმაციების სხვადასხვა დონე: გარშემომყოფთათვის, ახალმიღებული წევრებისათვის, თითოეულ საფეხურზე მყოფთათვის, მმართველთათვის. უმრავლეს შემთხვევებში ინფორმაციას, რომელიც ცნობილია ერთ დონეზე, არ ფლობს სხვა დონეზე მყოფი და ეს ინფორმაციები კი არ ავსებენ ერთმანეთს, არამედ სრულიად განსხვავდებიან. აქედან გამომდინარე, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ცრუ ინფორმაციებია.

* ყველა, ვინც არ არის სექტის წევრი, არ აქვს მნიშნვენლობა, უპირისპირდება თუ არა სექტას, ითვლება, რომ სატანის გავლენის ქვეშ იმყოფება.

* სექტებში მკაცრად კონტროლდება წევრების აზროვნება და მატერიალური მდგომარეობა. ამასთან, მათი ხელმძღვანელობა საკმაოდ კარგ მატერიალურ პირობებში ცხოვრობს და სხვებთან შედარებით აქვს კოლოსალური უპირატესობები.

საფრთხე პიროვნებისა და საზოგადოებისათვის
თანამედროვე კულტების უმრავლესობა ატარებს ტოტალიტარულ და დესტრუქციულ ხასიათს, ისინი ზოგჯერ საფრთხეს უქმნიან ადამიანის ფსიქიკასა და სიცოცხლეს. ამის ნათელი დადასტურება რელიგიურ საფუძველზე სექტის წევრების მკვლელობის თუ თვითმკველობის შემთხვევებია. შემოგთავაზებთ მათგან ზოგიერთ გამხმაურებულ შემთხვევებს:

* 1978 წლის 18 ნოემბერი. გაიანაში გარდაიცვალა 911 ადამიანი. თითოეული მათგანი იყო ჯიმ ჯოუნსის კულტის მიმდევარი. დიდმა ნაწილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა, მაგრამ გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ მათ უმრავლესობას ორგანიზმში მომაკვდინებელი შხამი სხვა ადამიანმა შეუყვანა. გარდაცვლილებს შორის იყო ბევრი ბავშვი.

* 1993 წლის აპრილში დ. კორეშას კულტ "დავითის ტოტის" მიმდევრებმა მასობრივი თვითდაწვა განახორციელეს.

* 1994 წელი 4-5 ოქტომბერი. გარდაიცვალა "მზის ტაძრის ორდენის" 48 მიმდევარი, რომელთაგან 37 მოკლეს და 16-მა ადამიანმა მკვლელებთან ერთად თავი მოიკლა. პარალელურად კანადაში კიდევ 5 ადამიანი იქნა მოკლული. გარდაცვლილებს შორის რამდენიმე ბავშვი იყო. ტრაგედია განმეორდა 1995 წლის 22 დეკემბერს, როდესაც საფრანგეთის ალპებში ამ კულტის მიმდევარმა კიდევ 16-მა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა, მათ შორის 3 ბავშვის ასაკი ორიდან ექვს წლამდე იყო.

* 20 მარტი, 1995 წელი. "აუმ სინრიკე" სექტის მიმდევრებმა ტოკიოს მეტროში მომწამვლელი გაზის გამოყენებით ტერაქტი მოაწყვეს. დაიღუპა 11 ადამიანი. დაშავდა 5000.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.11.2013
"ებრაელობა ერთადერთი ერი იყო, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნა მოსეს პირით თვით უფლისაგან ეუწყა...
11.04.2013
ბუდიზმი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიაა. იგი ინდივიდუალური სულიერი განვითარების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას
25.10.2012
პირველყოფილი რელიგიები ჩინეთში
ჩინელების წარმოდგენა ღმერთის შესახებ განსხვავდებოდა დასავლეთის ხალხების რელიგიური წარმოდგენებისაგან.
02.10.2008
"ჩინური რელიგიების" ცნებაში იგულისხმება კონფუციანელობა და დაოსიზმი, რომლებიც ბუდიზმთან ერთად ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის ოფიციალურ რელიგიებად ითვლება.
07.08.2008
გვიანდელი იუდაიზმი საკმაოდ დასცილდა ძველაღთქმისეულ იუდაიზმს, ამიტომაც ზოგიერთი მკვლევარი ებრაელთა დღევანდელ რელიგიას ნეოიუდაიზმად მოიხსენიებს
იუდაიზმი ებრაელი ხალხის რელიგიაა.
17.04.2008
ისლამის მიხედვით ადამიანს არ გააჩნია თავისუფალი ნება, თუმცა პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე
ქართველებს მაჰმადიანობის გამოჩენისთანავე მოუხდათ მასთან შეხება
04.11.2005
"სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესია" - ასე უწოდებენ სომხები თავიანთ აღმსარებლობას. ის ერთ-ერთი უძველესი აღმსარებლობაა და ეკუთვნის ძველი აღმოსავლეთის ე.წ. ქალკედონამდელ მართლმადიდებელ აღმსარებლობათა რიცხვს (ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეკლესიამ ქალკედონის IV მსოფლიო კრება და მისი შემდგომი კრებები არ აღიარა და ერთიან ეკლესიას გამოეყო).
06.05.2005
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კალვინისტური აღმსარებლობა. სახელწოდება "კალვინიზმი" მომდინარეობს მისი დამაარსებლის, ფრანგი ჟან კალვინის (1509-1564) სახელისგან, რომელიც შვეიცარიაში მოღვაწეობდა.
08.04.2005
პროტესტანტული მიმდინარეობის ერთ-ერთი სახეობა, ანგლიკანური აღმსარებლობა, XVI ს-ში რეფორმაციის შედეგად შეიქმნა, რაც ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის (1509-1547) სახელს უკავშირდება. თავიდან ჰენრი VIII არ ფიქრობდა ეკლესიის რეფორმაზე, ის კათოლიკური აღმსარებლობის ერთგული იყო.
25.03.2005
პროტესტანტიზმის სახელით ცნობილ მოძრაობას XVI საუკუნეში ჩაეყარა საძირკველი. მისი ერთ-ერთი დამაარსებელი გერმანელი მღვდელი მარტინ ლუთერი (1483-1546) გახლდათ. ლუთერის სწავლებას, მისი გვარის მიხედვით, ლუთერანობა (ლუთერანიზმი) ეწოდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
20 მაისს არის ხსენება ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფისა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა, ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler