რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიური რწმენა - შესაქმის უმაღლესი პიროვნული საწყისის რწმენა, რომელთან კავშირიც ადამიანის ცხოვრებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია , რადგან პიროვნება აცნობიერებს, რომ მისი ქმედებები და საქმეები მოწოდებულია იმ უხილავ წესრიგთან შეათანხმოს, რომელიც სამყაროს შემომქმედის მიერ არის დადგენილი. ეს რწმენა - არა მხოლოდ გონებრივ რწმენას წარმოადგენს, არამედ ის არის ღმერთის მიმართ გულითადი დამოკიდებულებაც, ადამიანის სულიერი წყურვილის წყარო და ღმერთისადმი სიყვარულის გამოხატულება; ეს რწმენა ღმერთთან შესახვედრად განმზადებული ადამიანის გახსნილი გულია, ღვთის სიტყვისადმი გულისყურის მიპყრობა და ეს არის ღვთის მოწოდების პასუხი. ქრისტიანობაში - ღმერთისადმი თვითმიძღვნაა, ქრისტესა და მისი გზისადმი შეყვარებული ყოველი ადამიანის ღმერთის ძმური სიყვარულისათვის მოხმობაა. რწმენაა - ადამიანის მიმართ ღმერთის მიერ განცხადებული სიტყვის ქმედითი პასუხი. რწმენა ქრისტესთან კავშირია. ქრისტიანობაში - ღმერთთან სულიერი შეხვედრების შედეგად მოპოვებულ გამოცდილებასთან მიმართებაში რწმენა მეორადია, ხოლო რწმენის სრულყოფილ ფორმებში ღმერთთან და ღმერთში ცხოვრებაა. რწმენაში სრულყოფილება მორწმუნის ცხოვრებაში ღვთაებრივი სულის დამკვიდრებით მიიღწევა.

"მარადიული იდეები" - ავგუსტინესთან: ეს არის ღმერთის ჩანაფიქრში საგნების მარადიული საფუძვლები. "მარადიული იდეები" მორწმუნე გონისათვის გაბრწყინების (გაცისკროვნების) პროცესში ხდება მისაწვდომი და აბსოლუტურად სარწმუნო ცოდნად გადაიქცევა. ავგუსტინეს დასაშვებად მიაჩნდა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც "მარადიულ იდეებს" სულიერად სრულყოფილი ადამიანი შეიძლება გონითაც მისწვდეს. ბონავენტურა (XIII ს.) მიიჩნევდა, რომ ამქვეყნიური მდგომარეობიდან შეუძლებელია "მარადიული იდეების" წვდომა: ჩვენ მხოლოდ ამ იდეების ბუნდოვან ხატს შეიძლება ვხედავდეთ, სწორედ ამით აიხსნება მიწიერი ცოდნის არასრულფასოვნება.

ფილოსოფიის რწმენა - ჯერ კიდევ ჭეშმარიტი ცოდნით დაუსაბუთებლის რწმენა ან დაუსაბუთებელში დარწმუნებულობა; ასეთი რწმენა უპირისპირდება არაფრით განპირობებულ რაიმე მეტაფიზიკური სისტემისადმი ან პოლიტიკური კონცეფციისადმი ნდობას. ამ დაპირისპირების მიღმა აპრიორული შემეცნების ისეთი წინაპირობები დგას, რომელთა არც უდავოდ დამტკიცება და არც უდავოდ უარყოფა არ შეიძლება და ამიტომ ისინი მხოლოდ რწმენის საგნად შეიძლება იქნეს მიღებული; მაგალითად, იმაში დარწმუნებულობა, რომ ჩვენი გარემომცველი სამყარო რეალობაა და არა ილუზია; რწმენა, რომ ის დაკავშირებული და დაქვემდებარებულია ისეთ კანონზომიერებებს, რომლებიც ადამიანის გონისათვის მისაწვდომია; დარწმუნებულობა, რომ "ცხოვრების წიგნი მათემატიკის ენაზეა დაწერილი", რწმენა, რომ სამყაროს ერთიანობა თავისთავად ზეამქვეყნიური წყაროს არსებობის მტკიცებულებაა და სხვა. ე. ტრუბეცკოი წერდა, რომ რწმენა შესაქმის პირველწყაროს გვაძებნინებს და წარმოგვიდგენს. აზროვნების ისტორიაში ამგვარი რწმენა ფილოსოფოსების ერთ ნაწილს გააჩნდა, მეორე ნაწილი ამას ეჭვის თვალით უყურებდა. სხვა ფილოსოფოსებისათვის რწმენას სხვადასხვა მრავალგვარი კონცეპტუალური გამოხატულება ჰქონდა.

ვიზიონერი (ლათ. - visio - ხილვა, გამოვლინება) - ის, ვისაც ისეთი ხატებების სპონტანური ხილვები აქვს, რომლებსაც ამქვეყნიური ფორმები არ გააჩნია, მაგრამ როგორც ობიექტური რეალობები ისე აღიქმებიან. ვიზიონერი თავისი ხილვების არც ინიციატორია და მას არც მათი კონტროლი შეუძლია, ამიტომ ის ამ ხილვებს ან უცხო სივრცეების ყოფიერებიდან მოვლენილად, ან ზეციურ ზმანებებად მიიჩნევს. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ცდილობდნენ ეს მოვლენები ფსიქოპათოლოგიური მიზეზებით აეხსნათ, მაგრამ ეს მცდელობები ძირითადად არასაკმარისად იქნა დასაბუთებული.

"შინაგანი მასწავლებელი"
- ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, როდესაც ადამიანის გულში თავად ქრისტე მკვიდრდება და იწყება მორწმუნის განვითარება, უფალი მასში მოქმედებს, როგორც "შინაგანი მასწავლებელი"; ასეთი ადამიანი "შინაგან მასწავლებელს" სულიერი განვითარებისკენ მიჰყავს, მის გულსა და გონებას თავისი მადლით ჭეშმარიტ ნათელს ჰფენს, საკუთარ პიროვნებასთან, სამყაროს სიღრმეებთან და ღვთაებრივ ცხოვრებასთან აზიარებს.

ღმერთის მარადიულობა -
თომისტურ მეტაფიზიკაში: პირველსაწყისის ზედროულობა, შესაქმისა და ღვთის სრულყოფილება. ღმერთის უცვალებელ მდინარებაში, მოვლენებში, დროში, მარადიულ აწმყოში მყოფობა და ღმერთის მიერ აწმყოში მარადიულობის ჭვრეტა. საკუთარ მარადიულობას ღმერთი "დროის სრული იგნორირებით კი არა, დროზე სრული დომინირებით ახდენს" (კ. რანერი და გ. ფორგრიმლერი). ყველაფერი ქმნილი დროის მდინარებაშია ჩართული, მაგრამ ღმერთის მარადიულობას სწორედ ამ მდინარებაში ხედავს ადამიანი. ღმერთის შესაქმე მარადიულობაში მიმდინარეობს, და ქმნილებისადმი მისი დამოკიდებულების ფესვები სწორედ მარადიულობაშია. რას აკეთებდა ღმერთი მანამდე, სანამ სამყაროს შექმნიდა ან როგორ შექმნა მან სამყარო, ეს კითხვები ყოველგვარ აზრს მოკლებულია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქმნილება საკუთარ არსს დროში შეზღუდულად აღიქვამს, ღმერთი - ყოველგვარ "მანამდეზე" და "შემდეგზე" მაღლა მდგომია, ის "მარადიული შემოქმედია". ორიგენე (III ს.), აღიარებდა რა ღმერთს მარადიულ მოქმედ შემოქმედად, ამტკიცებდა, რომ ქმნილი სამყარო შექმნილია ორჯერ, ჯერ მარადიულობაში და შემდეგ დროში. ეს ქრისტიანული პლატონიზმისთვის მისაღებია, მაგრამ მიუღებელია თომისტურად მარტივი ღმერთისათვის: ქმნილი მყოფობა, ფრაგმენტირებული, არასრულყოფილი და რთულია, თუმცა დროის შინაგანი მდინარებიდან გამომდინარე, ქმნილებას შესაძლებლობა გააჩნია ამაღლდეს მარადიულობამდე და მარადიულ ცხოვრებას შეუერთდეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
05.12.2013
რელიგიური გამოცდილების გადაგვარება - ი. ილინთან იგულისხმება: რელიგიის უმთავრესი შინაარსის - ადამიანის მიერ წმიდათა წმიდისა და ღმერთთან ურთიერთობის უნარის დაკარგვა.
21.11.2013
ხორცშესხმა - ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტება, რომელიც ღმრთისა და ადამიანის იესო ქრისტეში შეერთებას უკავშირდება.
24.10.2013
ვიტალიზმი (ლათ. - vita - ცხოვრება) - სწავლება იმის შესახებ, რომ უსიცოცხლო ნივთიერების გამორჩეულად აქტიურ პირველწყაროს ცხოვრების პროცესებში
26.09.2013
მრავალწლიანი (მრავალდროული) ფილოსოფია (ლათ. philosophia perennis) - 1) ეს არის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ფილოსოფია ყოველთვის იყო:
12.09.2013
ღმერთკაცობა - ქალკედონური დოგმატის მიხედვით, ქრისტიანობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ პიროვნებაში - იესო ქრისტეში ერთდროულად არის სრული ღმერთი
29.08.2013
ღვთივგამორჩეული ხალხი - წმინდა წერილის მიხედვით, იმისათვის, რათა ქვეყანაზე ერთი ცოცხალი ღმერთისა და მისი კანონის არსებობა დამოწმებული ყოფილიყო
01.08.2013
უმიზეზო მიზეზი - არისტოტელეს მეტაფიზიკის თანახმად, მთელ კოსმოსში მიმდინარე პროცესების მიზეზთა ჯაჭვის საწყისი რგოლი ღმერთია.
18.07.2013
უფსკრული
1) ღმერთის დაუსაბამობა.
2) გნოსტიციზმში - მიუწვდომელი სიღრმე, მყოფის, ანუ მიღმიერი პირველწყაროს ყველაზე უფრო აღმატებული სახელი.
04.07.2013
ათეიზმი (Atheos - უღმერთო) - ღმერთის არსებობისადმი ურწმუნო დამოკიდებულება ან დარწმუნებულობა, რომ ღმერთი (ან ღმერთები) არ არსებობს
20.06.2013
არგუმენტი დაწყევლიდან - ეს არის მორალური არგუმენტის ნეგატიური ვერსია, რომელიც პ. ბერგერის მიერ იქნა შემოთავაზებული:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
20 მაისს არის ხსენება ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფისა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა, ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler