გოდოგანი
გოდოგანი
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას. გოდოგანი გაშენებულია ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, ბროლის ქედის დასავლეთით, მდინარე ჭიშურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, თერჯოლიდან 24 კილომეტრზე. მდინარე წყალწითელის ხეობის მარცხენა კალთაზე, 150 მ. სიმაღლეზე არის კარსტული მღვიმე საკაჟია. საკაჟია ამიერკავკასიაში მიკვლეული პირველი პალეოლითური ძეგლია. აღმოაჩინეს 1914 წელს. მღვიმეს გამოჩენილი გერმანელი მეცნიერის, რუდოლფ ვირხოვის სახელი ეწოდა. 1936 წელს აღადგინეს, ძეგლის ძველი სახელწოდებაა "საკაჟია". აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა, რომელიც დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.

გოდოგანში ამ სოფლის სულიერმა მოძღვარმა, მამა იოსებ ხუჯაძემ მიმასპინძლა და მეგზურობაც გამიწია. უღრმესი მადლობა მამა იოსებს და მის ლამაზ ოჯახს. მამა იოსებმა მიამბო, რომ XI საუკუნეში გოდოგანში მეფე დავითმა აფხაზეთიდან ჩამოასახლა ამბროლაძეების საგვარეულო და დაასახლა გოდოს განზე. ეს გოდოს განი დღეს გელათის მოპირდაპირე მხარესაა, გელათის მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ზე.

გოდოგნის თემში შედის, სოფლები: გოდოგანი, ნაგარევი, ჭალასთავი და ბროლის ქედი. გოდოგანში 600 კომლამდეა. 300 კომლი ცხოვრობს ნაგარევში. სოფელი თერჯოლის რაიონის შემადგენლობაშია და ტყიბულ-თერჯოლის ეპარქიას ეკუთვნის, მეუფე გიორგის (შალამბერიძე) ლოცვა-კურთხევის ქვეშაა. ქალაქის მახლობელი სოფელი გოდოგანი ძალიან გაშლილი და ცოტა რთული რეგიონია. მთიანიც არის, ბარის ადგილიც აქვს. სოფელში ბევრი სალოცავია. უფრო დიდი და ცენტრალური არის ჯვართამაღლების სახელობის ოქროს ჯვრის ეკლესია, რომელიც 1888 წელსაა აგებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევით. ნაგარევის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ეკლესია 1883 წელს ეკურთხა. მესამე ტაძარია წმინდა გიორგის სახელობისა, რომელშიც თავად ვწირავ. ის მეუფე დანიელის დროს, 2002 წელს გაიხსნა. ამ სამ ტაძარში ვმსახურობ. კვირას ვწირავ ოქროს ჯვრის ჯვართამაღლების ტაძარში. შაბათს ვმსახურობ წმინდა გიორგის ტაძარში. ოთხშაბათს - მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარში. გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესია წელიწადი და სამი თვე იქნება, რაც გავხსენით. ტაძრები ახალი გახსნილია და იმდენი მრევლი არ გვყავს. წმინდა გიორგის ეკლესიაში შედარებით უფრო მეტი მრევლია, რადგან შედარებით ადრე გაიხსნა. ოქროს ჯვარი უკვე 25 წელია რაც მოქმედი ტაძარია და წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. ამ ტაძრის გახსნაზე ძალიან დიდი პრობლემები იყო ჩემს ბავშვობაში. მედავითნე რაჟდენ გიორხელიძემ ბევრი იწვალა ტაძრის შესამკობად და გასალამაზებლად. ამასობაში მამა მიქაელმა (კირკიტაძე) სასულიერო აკადემია დაამთავრა, მღვდლად ეკურთხა და გოდოგანში ჩამოვიდა.

1986 წელს სკოლას ვამთავრებდი, როდესაც ოქროს ჯვრის მთავარანგელოზის ტაძარი საწყობად გადააკეთეს. ეს არ მოგვეწონა ბავშვებს და ვიყვირეთ, ძირს კომუნისტური პარტიაო. დაგვიჭირეს. ერთი კვირა ტყვეობაში ვიყავით. რაჟდენი თერჯოლის მილიციაში ჰყავდათ ჩაკეტილი. მას უთქვამს: ჯვარზე გამაკარით, როგორც უფალი გააკრეს და მერე მირტყით, მაგ ეკლესიას ვერაფერს დააკლებთო. დიდება უფალს, იმხელა სიმხნევე გამოუჩენია, რომ მილიციელებიც გაკვირვებულები იყვნენ. სოფელში ბევრი სალოცავია, მაცხოვრის ფერისცვალებისა და შობის ტაძრების ნანგრევები. მთავარანგელოზის მონასტერი მთელ სოფელს გადმოჰყურებს. წელიწადნახევარია, იქ სქემმღვდელმონაზონი ელიოზი და ბერი შიო მსახურობენ. მანამდე მე ვმსახურობდი იმ ტაძარში. არის კიდევ ჭალასთავის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია. ამ ეკლესიებში პარაკლისებს ვატარებთ მრევლთან შეთანხმებით. ცხრაკარის ეკლესია სამონასტრო კომპლექსად შეიძლება გადაკეთდეს. ადრე იქ მოსაშვილებს უცხოვრიათ. ეპიდემიის გამო მიუტოვებიათ კერა. ტაძარი სოლომონ პირველის დროინდელია. ყოველ წელიწადს რაღაცას რომ შევმატებთ ტაძარს, გვიხარია. ძალიან მინდა მეურნეობა გავმართო სოფელში.

მოსახლეობამ ზოგიერთი უბანი მიატოვა და ბარში ჩასახლდა. ჩვენი ახალი პრეზიდენტი წარმოშობით ამ სოფლის მარგველაშვილების უბნიდან არის. ამ უბნის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარს აღადგენს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდი. ძეგლთა დაცვის სააგენტოცაა ჩართული ამ საქმეში. მეუფის ლოცვა-კურთხევით, მოძრავი ოდიკი ავიტანე და წირვა ჩავატარე. დიდი მადლი ტრიალებს ამ უძველეს ტაძარში. სოფელი ქუთაისიდან 7 კილომეტრით არის დაშორებული, მაგრამ უგზოობა გვაღონებს. წყლის გასაჭირიც გვაქვს, გაზისაც, დენისაც, ინტერნეტიც არ არის. სოფელში ამბულატორია არ გვაქვს, არც საბავშვო ბაღი. ამიტომაც ტოვებს ხალხი სოფელს. წყალი და გზა იყოს, ხალხი დაბრუნდებოდა. ისეთი კარგი სახლებია მიტოვებული, გული დაგეწვება. ახალი პროექტებია ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და ვნახოთ.


მამა იოსები ოჯახთან ერთად

სოფელს დაჰყურებს უძველესი ციხე-კოშკი, სოფლის წყლით მომარაგება მდინარე ჭიშურიდან ხდება. ამ მდინარეზე ხიდი ეპისკოპოს ლორთქიფანიძეს საკუთარი ხარჯით აუგია. ამას წარწერაც ადასტურებს.

- მამაო, თქვენ როგორ ეზიარეთ უფლის სიტყვას?

- ეკლესიაში 1989 წელს დავიწყე სიარული. ეროვნული მოძრაობის დროს. მაშინ 21 წლის ვიყავი. ქუთაისში, ხარების ეკლესიაში დავიწყე სიარული, მერე დავუკავშირდი მამა ნიკოლოზ პიტნავას. ახლა მამა ნიკოლოზი არქიმანდრიტია, ხონის ეპარქიაში მსახურობს. ძალიან მოღვაწე, მშრომელი, მლოცველი, მმარხველი ადამიანია. მასთან დავიწყე გელათში 1992 წლიდან ტაძარში სიარული. იმ პერიოდში ქუთაისის უნივერსიტეტში იურიდიულზე ვსწავლობდი. მონასტერში 8 თვე დავყავი. მადლის ძიებაში ვიყავი და ვიპოვე. დიდება უფალს. მონასტერში დიდი გამოცდილება მივიღე. 1994 წელს ჩავაბარე ქუთაისის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარიაში. გერმანიაში მომიხდა წასვლა. ვსწავლობდი გერმანული ენისა და ლიტერატურის კურსებზე, ერთი წელი პარალელურად თან ვმუშაობდი. მერე სწავლას დავანებე თავი და 6 წელი გერმანიაში სამშენებლო ობიექტებზე ვმუშაობდი. იქ რუსულ ეკლესიაში - ვაიმარის წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესიაში დავდიოდი. მის მოძღვართან, მამა მიქაელთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. იქ მორჩილად, სტიქაროსნად ვმსახურობდი. როცა დავბრუნდი საქართველოში, აღვიდგინე თავი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში და დავამთავრე კიდეც. აღვადგინეთ ნაგარევის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ეკლესიაც. ხალხიც გვერდით დაგვიდგა. მამა მოსე კვინიკაძეს მედავითნედ დავყვებოდი (ის დღეს სხალთის ეპარქიაში მსახურობს). მაშინ უფრო გამიძლიერდა სურვილი მღვდლობისა. დაახლოებით 40 წლისა მეუფე გიორგიმ (შალამბერიძემ), პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მღვდლად მაკურთხა. აქ ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. აქ არიან ჩემი წინაპრებიც და მეც აქ დავრჩები.

***
ადრე გოდოგანში მამა მიქაელ კირკიტაძე მსახურობდა - 18 წელი იმსახურა. ახლა თბილისში მსახურობს. მრევლი მამა მიქაელის დროს მოიკრიბა ოქროს ჯვრის ამაღლების ეკლესიაში. მერე მამა მოსემ (კვინიკაძე) ჩაიბარა გოდოგნის მრევლი. ერთხანს უმოძღვროდ იყო მრევლი დარჩენილი. მერე მე მაკურთხეს და დღესდღეობით მრევლი შემოვიკრიბე.


წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

წინათ ამ სოფელში არქიმანდრიტი ათანასე (ზაქარაშვილი) მსახურობდა. მამა ათანასე მოწამეთის წინამძღვარი გახლდათ. ერთხანს გელათსაც წინამძღვრობდა. მიტროპოლიტ ნაომი შავიანიძესთან არის ხშირად აღნიშნული ისტორიულ ეპიზოდებში. ძალიან განათლებული ადამაინი გახლდათ მამა ათანასე. სასულიერო სემინარია-აკადემია კიევში დაამთავრა. ფაქტობრივად, ბავშვობიდან დაიწყო ბერული ცხოვრება. ოჯახი არ ჰყავდა, მთელი ცხოვრება სიწმინდით იცხოვრა. როცა კომუნისტებმა დაკეტეს მოწამეთა, გელათი, ნაგარევის ეკლესიაში დაიწყო მსახურება - წარმოშობით იქაური იყო. 1927 წელს ნაგარევის ეკლესიაც დაუკეტეს. საწყობად გადააკეთეს ტაძარი. გადაიტანა ბარძიმ-ფეშხუმი, ოდიკი, წიგნები, მამისეულ ადგილას ქოხი დადგა და იქ წირავდა და ლოცულობდა. გვერდით ჰქონდა პატარა კელიაც, სადაც ნათლობებს ატარებდა და ხალხიც დადიოდა გელათიდან, მოწამეთიდან, ოკრიბის მრევლი, აქაური მრევლი და ინათლებოდნენ. ამ კაცმა თავისი ცხოვრებით და მოღვაწეობით ბევრი ადამიანი მოაქცია უფლისკენ. ჩვენს სოფელში კვლავ ცხოვრობენ მისი ახლობლები.

აქ მამა ათანასეს ძმისშვილის ოჯახი ცხოვრობს. ახლობლებმა მისეული ბევრი სიწმინდე შემოინახეს. თავიდან ოქროს ჯვრის ეკლესიაში იყო ბარძიმ-ფეშხუმი და ახლა ნაგარევის ეკლესიაშია დაბრძანებული. მისი ანდერძის მიხედვით თავის ეკლესიაში უნდა დაბრძანებულიყო. მამა ათანასემ 106 წელი იცოცხლა. ბევრი კეთილი საქმე გაუკეთებია. ცხოვრობდა მცირე შემოწირულობით, ფუტკარი ჰყავდა. ორჯვრიანი არქიმანდრიტი ათანასე ზაქარაშვილი დაკრძალულია ნაგარევის ეკლესიის ეზოში.

ჭალასთავის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი გიორგი ტყავაძე. რვა შვილი ჰყავდა. ყველას უმაღლესი განათლება მისცა.

ნაგარევის ეკლესიაში ვიპოვეთ საცეცხლური, ოლარ-სამაჯურები, დაფარნები, მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები, ტრაპეზის ჯვარი და ზარის ენა.

აქ მოღვაწეობდნენ მღვდლები პარმენ და რაჟდენ ჭირაქაძეები. ერთი ნახშირღელეში მოღვაწეობდა, მისი კონდაკი გვაქვს ოქროს ჯვრის ეკლესიაში, ყდა გავუკეთეთ, ავკინძავთ და დავაბრძანებთ ოქროს ჯვრის ტაძარში.

ერთ დღეს მთავარანგელოზების ეკლესიაში წირვას ღამისთევით ვატარებდი, მოვიდა უცნობი ადამიანი და წიგნი, კონდაკი გადმომცა, სადაც ეწერა მომნათლავის სახელი დეკანოზი ტერენტი ობოლაძე. მალევე გავარკვიე, რომ ტერენტი ობოლაძე ყოფილა მთელ ოკრიბაში მოღვაწე მღვდელი. ეს კონდაკიც აღვადგინეთ, ყდა გავუკეთეთ და ნაგარევის ეკლესიაში დავაბრძანეთ. ყველა ტაძრის ტრაპეზი მარმარილოთი გავაკეთეთ.

კიდევ გვინდა ბევრი რამის გაკეთება.

სოფელ გოდოგანში ორი მონასტერია.

არქიმანდრიტმა ბართლომემ თავისი სახლ-კარი შესწირა მონასტერს. დღეს იქ მამათა მონასტერი და წმინდა ბართლომეს სახელობის ეკლესია შენდება.

არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან საუბარს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
07.11.2013
ერთ-ერთი უძველესი სოფლის, მეჯვრისხევის შესახებ, წარმოშობით იქაურმა, ისტორიკოს-ეთნოლოგმა, ანზორ გოგიაშვილმა მიამბო.
24.10.2013
რაჭის წარსულისა და დღევანდელობის მკვლევარს, ლევან ფრუიძეს მიაჩნია, რომ რაჭა-ლეჩხუმში პირველი ქრისტიანული ტაძრების მშენებლობის დასაწყისი
10.10.2013
გეოგრაფიულად რაჭა ორ ნაწილად იყოფა: ზემო რაჭად და ქვემო რაჭად. ვახუშტი წერს, რომ "სახელი რაჭა, მოიგო გარემოთა დიდროვანთა მთათაგან
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
20 მაისს არის ხსენება ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფისა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა, ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler