ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ საათს, როცა დრო გაქვს, მაშინ ილოცე
ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ საათს, როცა დრო გაქვს, მაშინ ილოცე
ჯერ კიდევ სიცოცხლეში დედა ანტონია (კავეშნიკოვა) ეუბნებოდა სულიერ შვილებს:
- ჩაიწერეთ, სანამ ცოცხალი ვარ. მოვა დრო, მარცვალ-მარცვალ დაიწყებთ შეგროვებას.

მადლობა უფალს, შეგროვდა და გამოიცა ჩვენი დროის ამ უდიდესი მოღვაწის - სქემმონაზონ ანტონიას შესახებ წიგნი, რომელსაც რუსეთში მისი უამრავი სულიერი შვილი მოუთმენლად ელოდა. დედა ანტონიას ბედმა მწარე ცხოვრება არგუნა, გაიარა 50-იანი წლების პატიმართა ბანაკების საშინელება, საიდანაც ცოცხლად იშვიათად ბრუნდებოდნენ.

შემდგომში ამბობდა: - ვიცოდი, რომ გავივლიდი ჯოჯოხეთს და გადავრჩებოდი, მაგრამ აქაც მელოდებოდა რაღაც უფრო მძიმე.

მართლაც, მას შვილის, მიხაილის სახით უფრო მძიმე ჯვრის ზიდვა მოუხდა. მიხაილი სვამდა და უმოწყალოდ სცემდა დედას. დედა ანტონიამ იცოდა, რომ შვილის სახით მტერი ესხმოდა თავს და მისი კეთილი საქმეების გამო შურს იძიებდა.

სულიერი შვილები ყვებიან, რომ ღმერთისკენ შემობრუნებული ყოველი სულისთვის, ყოველი სასწაულებრივი კურნებისთვის, ყოველი მადლიანი სიტყვისთვის შურს იძიებდა სატანა, მისი იარაღი ხშირად იყო შვილი. დედა ანტონია იხსენებდა: "შევაღებდი ოთახის კარს. არაწმინდა სულები მიხაილთან ერთად ხილულად ისხდნენ და სვამდნენ". დედა ანტონიას მაინც უყვარდა შვილი და მასზე ზრუნავდა.

სქემმონაზონი ანტონია დაიბადა 1904 წლის 12 დეკემბერს (ძვ.სტ.), წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს, რიაზანის გუბერნიის სოფელ დოლგოეში. ახალშობილს ანასტასია დაარქვეს, წმინდა დიდმოწამე ანასტასიას პატივსაცემად. მშობლები უაღრესად მორწმუნენი იყვნენ. კავეშნიკოვების სახლი მდინარე დონის სანაპიროზე იდგა ხიდის ახლოს, ამიტომ მომლოცველები ხშირად ჩერდებოდნენ მათთან. პატარა ანასტასიაც ბავშვობიდან ისმენდა პილიგრიმების მონაყოლს წმინდა ადგილების შესახებ.

მას ბავშვობიდან ჰქონდა მჭვრეტელობის ნიჭი. მამა და მეზობლები ხშირად ეკითხებოდნენ რჩევას. ნასტიას შესანიშნავი ხმა ჰქონდა, ამიტომ 6 წლისა უკვე ეკლესიის კლიროსში დააყენა მოძღვარმა.

მჭვრეტელი მამები, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ოჯახს, ნასტიას მონაზვნობას წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მან გათხოვება არჩია. ნასტიას ქმარი, ფიოდორი, სასტიკად სცემდა. წლების შემდეგ გაირკვა, რომ კაცი მოეჯადოებინა ძმის ცოლს, რომელსაც მაზლისგან ბიჭი ჰყავდა. ყმაწვილი ომში დაიღუპა. გამწარებული დედა ნასტიას ტირილით ფეხებში ჩაუვარდა და პატიება სთხოვა.

- მტრებისთვის უნდა ვილოცოთ, ჩვენ კი ჩვენთვისაც არ შეგვიძლია!

ეს იყო მისი ცხოვრების პრინციპი. ის არასდროს ბრაზდებოდა. მტრებისთვის გულმოდგინედ ლოცულობდა და ახლობლებს უმეორებდა: - ვინც გაწყენინებთ, მათთვის დაჩოქილმა ილოცე, 40 დიდი მეტანია გააკეთე მტრებისთვის, თქვენი მაწყინარისა და მოძალადისთვის.

ანტონიას ხრუშჩოვის დროს კომუნისტები დევნიდნენ, ისევე, როგორც სხვა მორწმუნეებს. ერთხელ დასაპატიმრებლად შინ თავს დაადგა მილიციელთა რაზმი. დედა ანტონიამ მათ უფროსს მიმართა, - დასაპატიმრებელი მე კი არა, შენ ხარ, ცოლ-შვილი რომ მიატოვეო. არადა, ამ კაცს პირველად ხედავდა. მილიციის უფროსი დაფრთხა და გაიქცა...

დედა ანტონია ცოტას ჭამდა - მთავარანგელოზი მიქაელი არ მაძლევს ბევრი ჭამის ნებას, მსუბუქი უნდა ვიყო, რომ ანგელოზებმა ჩემი ტარება შეძლონ. ყველა ადამიანი სიბერეში მცირედით უნდა დანაყრდესო.

ლოცვა იყო მისი მთავარი საქმე. ღამე ლოცვას ურჩევდა ხალხს. არასდროს გამოტოვოთ დრო 23 სთ-დან 24 საათამდე, ილოცეთ. იქნებ უფალი ღამით მოვიდა, შენ კი გძინავსო.

შურის გრძნობა არ ჰქონდა, ძალიან უხაროდა ხალხის წარმატება, კეთილდღეობა და მათთან ერთად ხარობდა.

წინასწარმეტყველებდა, მოვა დრო, მოსკოვი ცოდვის მორევში ჩაეფლობა, მოხდება კატასტროფა: სახლები, მანქანები, ხალხი მიწის ქვეშ ჩაცვივდება, მაგრამ ამოყვანა შესაძლებელი იქნება, შემდეგ კი ისე ღრმად, რომ სახლებს მიწა დაფარავსო. მხოლოდ ჯვრის გადასახვით უნდა ჭამოთ... მოვა დრო, ყველაფერი მოწამლული იქნება, მაგრამ თუ რწმენით გადასახავთ ჯვარს, იცოცხლებთ, ვინც პირჯვრის გარეშე შეჭამს ან დალევს - მოკვდებაო. ჯვარს დიდი ძალა აქვსო.

დედა ანტონიასთვის ყველა ადამიანი ახლობელი იყო. არასდროს გაუგონიათ მისგან ვინმეს საყვედური, მით უფრო ძაგება. სულიერების თვალსაზრისით, ფიქრისმიერი ცოდვაც ანგრევს ადამიანის სულსო, - ამბობდა და გამუდმებით აკვირდებოდა, ჭვრეტდა, რომ მის სულიერ შვილებს ფიქრით არ შეეცოდათ.

ყოველდღიურად კითხულობდა ფსალმუნს და ყველა მომსვლელს ურჩევდა, არასდროს შეეწყვიტათ ფსალმუნთა კითხვა და ცალკეული ფსალმუნები ესწავლათ ზეპირად.

ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ საათს, როცა დრო გაქვს, მაშინ ილოცე. ძალიან კარგია ღამის 12 სთ-ზე ლოცვა, რადგან ჩვენში 3 დღესასწაული აღინიშნება ამ დროს: აღდგომა, ნათლისღება და შობა. წაიკითხეთ 12 სთ-ზე "მეუფეო ზეცათაო" - 48-ჯერ. "მამა ჩვენო" - 48-ჯერ, "მოწყალებისა კარი" - 48-ჯერ, 40 მეტანიით. როცა ცუდად ხართ, გიჭირთ, თავდასხმებია - იკითხეთ 40-ჯერ დღეში 90-ე ფსალმუნი.

"საეკლესიო სწავლებით, ყველა, ვინც იღებს მონაზვნობის ანგელოზებრივ ჩინს, იკავებს დაცემული ანგელოზის ადგილს ზეცაში. ანტონი - ბერძნულად ნიშნავს "სამაგიეროდ მიღებულს".

მასთან მომსვლელებს დედა ანტონია ურჩევდა: ყველა სახლში უნდა იყოს დედა ღვთისმშობლის ხატები - "დაურღვეველი კედელი" და კალუგისა: "შესთხოვდეთ უზენაესს, ნუ დაივიწყებთ მას ნურც დღე და ნურც ღამე. აჯობებს, ილოცოთ დილადრიან ან ღამე - ყველაზე წყნარ დროს. გაიღვიძე, ადექი, პირი დაიბანე და ესაუბრე ღმერთს, ყველაფერი მოუყევი მას. ღმერთს უყვარს, როცა მას ყველაფერს უყვებიან და თუ ღმერთი გაძლევს გასაჭირს, გაძლევს მოთმინებასაც, სულიწმიდით გაძლიერებს და თუ ღმერთი სიძნელეს გაძლევს, უნდა გიხაროდეს!".

შუაღამიდან სამ საათამდე წმინდა ცა გახსნილია. ყველაზე ძვირფასია ამ საათებში ლოცვა. შუაღამის შემდეგ კარგია 3 დიდი მეტანიის გაკეთება ლოცვით: მხსნელის, ღვთისმშობლისა და მფარველი ანგელოზის მიმართ.

დედა ანტონია თავის სულიერ შვილებს ურჩევდა, ზეპირად ესწავლათ ლოცვები, ფსალმუნი და ტროპარები. უპირველესად "მამაო ჩვენო", ღვთისმშობელო ქალწულო, მრწამსი და 50-ე ფსალმუნი. ეს დიდი ლოცვაა, - ამბობდა.

ახლობლების მოხსენიებამდე უნდა ილოცოთ ბრმებისთვის, ყრუ-მუნჯებისთვის, ტანჯული, უსახლკარო და მშიერი ხალხისთვის. შემდეგ ისეთებისთვის შევთხოვოთ ღმერთს წყალობა, ვისაც მლოცველი არავინ ჰყავს. მხოლოდ ამის შემდეგ მოიხსენეთ ახლობლები და ნათესავები. უნდა ილოცოთ თავისთვის, გარდაცვალებულებისთვის და მათთვის, ვინც უნდა დაიბადოს. ჩვენ კი ჩვენთვისაც კი არ ვიცით ლოცვა!"

"ეკლესიის გარეშე ვერ ვიქნებით, ყოველთვის ილოცეთ დედა ღვთისმშობლისადმი. ბავშვებს ჯერ ღვთისმშობლის ლოცვა ასწავლეთ, რადგან ზეციური დედოფალი ყოველთვის ბავშვებთანაა...
გაგრძელება იქნება

მოამზადა
მარინა ჯობეიშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023
ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ იკითხება.
25.05.2022
მისი პირველი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი.
04.04.2022
ტროპარი

დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს,
22.03.2022
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი,
27.02.2022
გვესაუბრება საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის
13.02.2022
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა
27.01.2022

ოხითა წმიდისა ნინოსი, ხმა დ

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
17.01.2022
ტროპარი, ხმა 4.

უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა,
02.12.2021
"შვილებო, მსურს, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათელი ბრწყინავდეს თქვენს გულებში.
07.12.2020
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
20 მაისს არის ხსენება ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფისა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა, ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler