ხიბლისეული მდგომარეობსაგან დაცული არავინ არის
 ხიბლისეული მდგომარეობსაგან დაცული არავინ არის
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
არასწორი რწმენა
არასწორი სარწმუნოების გამოვლინების მაგალითი მრავალად გვხვდება წმინდა წერილში. პირველია, კაენისა და აბელის შესახებ თხრობა, რომელიც ბიბლიის პირველ წიგნში, ხუთწიგნეულიდან დაბადების პირველ წიგნში გვხვდება. ორმა ძმამ, კაენმა და აბელმა როდესაც შესწირა მსხვერპლი, ღმერთმა მოხედა აბელის მსხვერპლს, კაენმა თავი დახარა და ბოროტი განიზრახა ძმასთან მიმართებაში.

უფალმა რა თქმა უნდა იცის მისი გულის მდგომარეობა და ვიდრე ძმაზე ხელს აღმართავს შეაგონებს ამგვარი სიტყვებით: -ცოდვა ჩასაფრეულია კართან, შენსკენ აქვს ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე. კაენმა ყურად არ იღო ეს სიტყვები და იგი შურით აღიძრა ძმის მიმართ, იმის მაგივრად, რომ მას ესწავლა მართლად დიდება ღვთისა და დაკვირვებოდა თუ რაში მდგომარეობდა მისი ძმის მსხვერპლის შეწირვა,იგი ძმაზე არამარტო ცუდს განიზრახავს, არამედ მისი მოკვლაც განიზრახა და აღასრულა კიდეც.

აბელის მართლობა მდგომარეობს იმაში, რომ მან საუკეთესო ანუ როგორც ძველ ქართულ თარგმანში წერია, ნათავარი შეწირა ღმერთს და ეს უგულებელყო კაენმა, ამ გზას არ შეუდგა, ძმას არ დაემოწაფა და ამიტომაც მოიძულა იგი, განიზრახა მისი მოკვლა და აღასრულა კიდევაც მკვლელობა.მეორე მაგალითი უკვე არის ახალი აღთქმიდან, როდესაც პავლე მოციქლული, სავლე ყოფილი, სავლე ტარსელი, დევნის ქრისტიანებს და სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე, როდესაც არის მოკვდინებული და ჩაქოლილი ჰურიათა მიერ, ამის შესახებ მოგვითხრობს საქმე მოციქულთა. პავლე მოციქული არის ჯერმჩინებელი ამ ქმედებისა ანუ მისი მოკვდინებისა, მისი ჩაქოლვისა და ამ ფორმით მისი მოკვლისა, რასაც ჩაქოლვა ჰქვია.

მნიშვნელოვანია ის, რომ პავლე მოციქულთან მიმართებაში ნახსენებია, რომ ვიდრე იგი სავლე იყო გამოითრევდა მამა, დედათა, სახლებიდან . სადამსჯელო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, ჩართული იყო ქრისტიანების დევნაში, მათ დაკავებაში და განურჩევლდ სქესისა თუკი ის ქრისტიანი იყო ატყვევებდა და აპატიმრებდა. ამის გამო ძალიან დიდი უნდობლობა იყო მისდამი, როდესაც მას უფალი მოუწოდებს: "საულ, საულ, რაისათვის მდევნი მე,კმარ შენდა და წიხვნაი დეზისაი".

ამ სიტყვებს როდესაც ეუბნება და მოექცევა კიდეც ამ მოწოდების შემდეგ ძალიან ბევრი მოციქული მას ეჭვის თვალით უყურებდა პირველ პერიოდში, იმიტომ, რომ მისი ასეთი არასწორი სარწმუნოების გამოვლინება და ასეთი გულმხურვეება ამ არასწორ სარწმუნოებაში ძალიან დიდ შიშს და სიფრთხილეს იწვევდა მოციქულთაგან და ერთგავრი უნდობლობა იყო მისდამი, ვიდრე არ დარწმუნდნენ, რომ იგი ჭეშმარიტად პავლე გახდა და ჭეშმარიტად დაემოწაფა ქრისტეს. ეს ორი მაგალითი ძალიან მკაფიოა ძველი და ახალი აღთქმიდან, რომელიც ეხმიანება არასწორ სარწმუნოებას.


ცრუ წინასწარმეტყველება
ვიდრე ამ კონკრეტულ საკითხს განვიხილავდი, თუ რაში მდგომარეობს ცრუ წინასწარმეტყველება ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ წინასწარმეტყველებას და წინასწარმეტყველების მიზანასახულებობას, საიდან მომინარეობს, ვისგან მომდინარეობს წინასწარმეტყველება და რა მიზანს ისახავს იგი ადამიანის სულის ცხონების საქმეში. პირველად უნდა ვთქავთ ის, რომ საღვთო წარმომავლობის მქონე არის წინასწარმეტყველება, ღვთის ნებით წინასწარმეტყველებდა ყველა წინასწარმეტყველი და უმრავლესი წინასწარმეტყველება იწყება ამ სიტყვებით, -ამას იტყვის უფალი.

ამას იტყვის უფალი ნიშნავს იმას,რომ თავით თვისით ანუ პირადი ინიციატივით, პირადი მოსაზრებით არაფერს ამბობდა ღვთის წინასწარმეტყველნი. ყველა ამეტყველებული წინასწარმეტყველი საღვთო სულით, ამას ამოწმებს და ადასტურებს, რომ ღვთისგან არის მისი სიტყვა, ის არის მაუწყებელი იმისა, თუ რა აუწყა მას ღმერთმა.

ღვთის ნების განმაცხადებელია იგი. რა თქმა უნდა მიზანდასახულობა, წინასწარმეტყველებისა, არის, ის, რომ ადამიანი ცხონდეს თუ მოკლედ ვიტყვით ამას. ასევე დაკონკრეტებულია თითო სახეთაგან ანუ სხვადასხვა სულის მაცხოვნებელი საქმიანობა. ამ საქმიანობის შესახებ შეგვიძლია გავიგოთ როდესაც ჩვენ წინასწარმეტყველებას ვეცნობით და ვგებულობთ ამით ღვთის ნებას. უპირველესყოვლისა, უფალი თითქმის ყველა წინასწარმეტყველებაში ითხოვს იმას, რომ დაუბრუნდნენ მამის წიაღს ადამიანები, შვილები დაუბრუნდნენ მამას და ეს გზა მამასთან დაბრუნების არის სინანული. აქედან გამომდინარე ყოველთვის სინანული არის წინ წამოწეული წინასწარმეტყველების დროს, შენანება, ძველი ცხოვრების უკუგდება, განახლება სულისმიერი ცხოვრებისა და ღმერთთან ამ გზით მიახლება. ამ გარემოებას ხშირად სჭირდება განსაცდელი თუ ჩვენ დავაკვირდებით ძველ აღთქმისეულ წინასწარმეტყველებას.

უფალი ამბობს, ოსია წინასწარმეტყველებაში, მთელ ისრაელ ერს მიმართავს: "შეგიყვან უდაბნოს ვიწროებში რომ გულითადად გელაპარაკო.დაგწინდავ სიმართლით და სამართლით". მერე პოეტურად ამბობს, რომ გავეხმიაები ცას, ცა მოგცემს ცვარს,ცვარიანი იქნება ბალახი და შენი დილა იქნება სიხარულით გამსჭვალული და გაგახსენდება, რომ მე ვარ შენი ღმერთი. მანამდე უდაბნოს ვიწროებში შეყვანა, განსაცდელები ერთ-ერთი გამომაფხიზლებელი გარემო პირობაა იმისა, რომ ადამიანი გონს მოეგოს, დაფიქრდეს საკუთარ ცხოვრებაზე, კრიტიკული იყოს საკუთარი თავისადმი, აღიძრას სინანულით და ღმერთთან მყოფობის უუნარობა დაინახოს საკუთარ თავში.

ასე რომ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების მიზანდასახულობა ყოველთვის მიზნად ისახავს, ადამიანის სულის ცხონებას. როგორცკი წინასწარმეყველებაში ამქვეყნიური წინასწარ უწყებანი ჟღერდება დაუშვათ, როგორი პოლიტიკური მომვალი ელის ამათუიმ ქვეყანას, როგორი იქნება ეს წელი ან მომავალი წელი,წარმატებული თუ წარუმეტებელი, როდესაც ამქვეყნიური საზრუნავით არის გამსჭვალული წინასწარმეტყველება, საუბარია მხოლოდ მიწიერზე და ისიც ვარაუდით და არანაირი მტკიცებითი ფორმა და უეჭველობა ამას თან არ ახლავს ყოველთვის ეს არის ცრუ წინასწარმეტყველება, რაც მიზნად ისახავს არა ღმერთთან ადამიანის დაახლოებას, არამედ პირიქით დაშორებას.

ცრუ წინასწარმეტყველების უამრავი ფორმაა თანამედროვე სინამდვილეში გავრცელებული, გნებავთ ასტროლოგია, რომელიც ცალკე აღებული არის სამეცნიერო დარგი და დისციპლინა, მაგრამ თანამედროვე ასტროლოგია "მრავალფუნქციურია" და თავს უფლებას აძლევს, რომ ადამიანს მომავალი უწინასწარმეტყველოს.უწინასწარმეტყველოს ის, თუ როგორი დღე ექნება, უფრო მეტიც ძალიან დაწვრილმანებულია ეს ჰოროსკოპული უწყება და იმასაც კი ამბობს, თუ როგორი იქნება დღის პირველი ნახევარი, დღის მეორე ნახევარი, წარმატებული თუ წარუმატებელი , აქტიური იქნება დღე თუ პასიური, საქმიან შეხვედრას მოერიდოს ადამიანი თუ პირიქით და ასე შემდეგ. რასაც ეკლესია მოგვიწოდებს ჩვენ, რომ ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა, მთელი სისავსით დახუნძლულია ამ ჰოროსკოპულ "წინასწარმეტყველებაში", გნებავთ ასტროლოგიაში და ასე შემდეგ, რაც არის თანამედროვე სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრუწინასწარეტყველების ფორმა. ამას აყოლილი ადამიანი ყოველთვის ცდუნებულია. ამიტომ უნდა გაიმიჯნოს თუ რა არის წინასწარმეტყველება საღმრთო წარმომავლობის მქონე და რა არის ცრუ წინასწარმეტყველება.


ხიბლი
ხიბლთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ არის ილოზოლური მდგომარეობა, როდესაც რაღაცას წარმოიდგენს ადამიანი.ხიბლისეული მდგომარეობსაგან დაცული არავინ არის. არ არის დაცული არ ნეოფიტი ანუ ახალნერგი, არც გამოცდილი, დაღვინებული მორწმუნე, არც ახალბედა და ახალგაზრდა სასულიერო პირი, არც ხანდაზმული და არც არავინ, შეიძლება ითქვას. იმიტომ, რომ ყველა დროს, ყველა მონაკვეთში აქვს თავისი საცდური. მაგალითად, ახალნერგი ადამიანი სარწმუნოებაში უხვად იღებს საღვთო მადლს და უშრომელად ეძლევა მას ძალიან ბევრი რამ, ის გამოცდილება, სულიერ ცხოვრებაში, რომელიც მას სამომავლოდ ეხმარება და განაძლიერებს, ღვთისგან ახალნერგობის ანუ ნეოფიტობს პერიოდში თითქმის უშრომელად ეძლევა.

ამ სულიერმა მდგომარეობამ, სულიერმა გამოცდილებამ და სულიერი ცხოვრების გაადვილებამ, რომელიც საღვთო წყალობის კვლობაზე აღესრულება არ უნდა გაამაყოს ახლადმოსული, ახლადნერგი ადამიანი სარწმუნოებრივი ცხოვრების დროს.რა თქმა უნდა გაამაყება უკვე ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს მიაწერს ყოველივე ამას, აივიწყებს ღმერთს და პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ რა მაქვს ისეთი, რაც ღვთიგან არ მიმიღია. ეს უკვე არის ხიბლისეული მდგომარეობა ახალნერგი ადამიანისათვის.მეორე, ეს უკვე გამოცდილ და დაღვინებულ მრევლის წევრს რაც შეეხება, აქაც სიფრთხილლეა საჭირო, რომ ის რომ მან ღვთისადმი ერთგულება შეძლო და მოვიდა იქამდე, რომ დაღვინდა სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, არც ეს არ უნდა მიაწეროს საკუთარ თავს და აქაც ღვთის ნება, ღვთის წყალობა და მადლმოსილება უნდა დაინახოს ადამიანმა და თუკი საკუთარ თავს, საკუთარ მოღვაწეობას, საკუთარ სულიერებას მიაწერა ყოველივე ეს, აქაც ხიბლის გამოვლინება გვაქვს სახეზე.


ფანატიზმი
ფანატიმიც არის ერთგვარი გაუკუღმართებული და გამრუდებული რელიგიური ცხოვრება. რელიგიური ცხოვრება, რომელიც რაიმე კერის სახეს მიიღებს, რომელიც დემონური ძალით იმართება რა თქმა უნდა უკვე ფანატიზმად იქცევა. ფანატიზმისგამოვლინება მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიებში არის სხვადასხვა ფორმის მქონე გამოვლინება. ფანატიური დამოკიდებულება ასევე შეიძლება იყოს მართლმადიდებელ წიაღშიც კი ანუ მართლმადიდებლური წიაღი შეიძლება გაუკუღმართდეს და ფანატიური დამოკიდებულება შეიძინოს.

ამის მაგალითი არის ერთ-ერთი საეკლსიო ისტორიული უწყება, ხატმებრძოლეობათან დაკავშირებული. საეკლესიო ისტორიაში მოთხრობილია იმის შესახებ თუ რა იყო ერთ-ერთი ობიექტური, გამომწვევი მიზეზი ხატმებრძოლეობის. ეს არის გაკერპება ხატებისა, ანუ არასწორი და არამართებული თაყვანისცემა ხატებისა, რომელიც ასევე მართლმაიდებლურ წიაღში არსებობდა და რამაც ერთ-ერთი ობიექტური განრისხება განაპირობა ხატმებრძოლეობის მხრიდან. რა თქმა უნდა თავისთავად ხატმებრძოლეობა არის უკუგდებული სწავლება როგორც მწვალებლობა ეკლესიის მხრიდან და შეუწყნარებელი, მაგრამ ობიექტური ავტორები საეკლესიო ისტორიისა ხაზგასმით ამბობენ იმასაც თუ რა იყო ობიქტიურად გამომწვევი მიზეზი მართლმადიდებელთა მხრიდან აღსრულებული და კონკრეტულად არის უწყებული ამის შესახებ.

ბავშვის ნათლობის დროს ისინი ნათლიად იყენებდნენ არა ცოცხალ პიროვნებას, არამედ ხატს. მაგალითად, წმინდა ნიკოლოზის ხატი იყო ნათლია რომელიმე ახლადნათელღებული ბავშვისა, ეს იყო საეროთაგან არაჯანსაღი გამოვლინება ხატთაყვანისცემისა, მაგრამ სასულიერო პირთა მხრიდანაც იყო არაჯანსაღი თაყვანისცემის ფორმები. საეკლესიო ისტორიაში ამგვარი გარემოებაც არის აღწერილი, როდესაც გარდაისახებოდა სისხლი და ხორცი ყოვლადწმინდა ტარიგი, სასულიერო პირები, მწირველი მღვდელი ფხეკდა მაცხოვრის ხატიდან პიგმენტს ანუ საღებავს და მას ფეშხუმთან ერთად ტარიგზე დააბრძანებდა და ამ ფორმით ეზიარებოდა.

ფეშხუმზე იყო გარდასახული ტარიგი და ამავდროულად ხატიდან აფხეკილი პიგმენტი. ეს არის არასწორი ფორმა ხატთაყვანისცემისა და ეს არის ერთ-ერთი ფანატიური გამოვლინება. რაც შეეხება არამართლმადიდებლურ წიაღს და სხვათაგან აღსრულებულ ფანატიურ გამოვლინებას, ამის შესახებ ჩვენ უფალი წინასწარ გავუწყებს და ამბობს: "მოვლენან დღენი ოდეს მოგწყვიდდნენ თქვენ და ჰგონებდე ვითარმედ მსხვერპლი შეწირენ ღმრთისა" . ესე იგი, მოვა ისეთი დრო, როდესაც იძალადებენ თქვენზე იმის გამო, რომ თქვენ ხართ ქრისტესნი და თქვენ ხართ ქრისტესთან დამოწაფებულნი და ამ ძალადობას, მოწამეობრივ აღსასრულს გაამართლებენ და მიიჩნევენ, რომ ღმერთს შეწირეს მსხვერპლი.

სინამდვილეში კი თქვენ იქნებით წამებულნი და მოკვდინებულნი მათ მიერ და ეს ილოზოლური, ფანატიური მდგომარეობა მათ აფიქრებინებს იმას, რომ ღმერთს შეწირეს მსხვერპლი. ამიტომ ეს ორი მაგალითი საეკლესიო ისტორიიდან გამრუდებული ხატთაყვანისცემის ფორმები საეროთაგან და სასულიერო პირთაგან და ასევე უფლის მიერ უწყებული შეგონება არის მკაფიო მაგალითი ფანატიზმისა, რომელსაც უნდა ვერიდოთ მართლმადიდებლურ წიაღში. თუ როგორი სახის მოსალოდნელი ფანატიზმი შეიძლება გამოიწვიოს ჩვენზე, როგორც ქრისტიანებზე ამის შესახებაც გვაუწყებს უფალი.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
20 მაისს არის ხსენება ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფისა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა, ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler