"ის ორგზის მოწამეა... ამისთვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს"
"ის ორგზის მოწამეა... ამისთვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს"
ბეთანიელი მამები
მამა ვასილის ანდერძი იყო, დაეკრძალათ წმინდა მამა იოანეს გვერდით.
წმინდა მამა გიორგიმ, მორწმუნეებთან ერთად, საფლავიც განუმზადა.

მღვდელმონაზონ ვასილის (ფირცხალავა) ცხოვრება და მოღვაწეობა შესაძლოა ბევრისთვის ცნობილია, მაგრამ უმრავლესობისთვის, შესაძლოა, უცნობი იყოს. ბეთანიელი მამის მოწამებრივი ცხოვრების უცნობი ფურცლების მკითხველისთვის გადმოცემა, მამა ვასილის საიუბილეო თარიღს, გარდაცვალებიდან 90 წელს მივუსადაგე. ამ წმინდა მამის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ფაზისის აკადემიის წევრი ლეონ ფირცხალავა გვიამბობს:

- ლევან, საუბარი მამა ვასილის პიროვნებით დავიწყოთ. მაინც ვინ იყო მამა ვასილი (ფირცხალავა)?

- ის იყო ბერი, რომელმაც სარწმუნოების დევნის დროს არ დატოვა მონასტერი. ის იყო ბერი, რომელსაც ათეისტურ-კომუნისტური ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებდნენ სხვადასხვა ხერხით: მუქარით, ძალადობით, დაეტოვებინა მონასტერი, მაგრამ ის მათ ყოველთვის მტკიცედ უპასუხებდა: "მე მონასტერს არ დავტოვებ". ის იყო ბერი, რომელმაც უერთგულა ქრისტეს და საკუთარი ტანჯვა-წამების ფასად დაიცვა ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება.

თუ ვინ იყო მამა ვასილი, ამას ყველაზე უკეთ გვეტყვის მისი სულიერი მოძღვარი, XX საუკუნის უდიდესი წმინდანი მამა გიორგი (მხეიძე):

"ის ორგზის მოწამეა... ამისთვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს" (არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი, "გადარჩენის საიდუმლო"). ყოველი ქართველისთვის პატივსაცემი და სათაყვანებელი წმინდა მამა გაბრიელი ამბობდა: მამა ვასილი "ბოლო ხანებში მარტო ყურძენს ჭამდა და საქადაგებლად რომ დადგებოდა, მზის სხივს ატარებდა მისი სხეული და ბრწყინავდაო... ასე ამბობდა მამა გაბრიელი, (მამა ვასილი) ჩემი თანამებრძოლიაო". (მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (ნარიმან მაქარაშვილი), როდესაც სიმართლეს დაიცავ).

მამა ვასილს და მამა გაბრიელს ერთი სულიერი მოძღვარი ჰყავდათ - წმინდა გიორგი (მხეიძე). ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი ფოტო, რომელზეც წმინდა გიორგი (მხეიძე) გამოსახულია თავის სულიერ შვილებთან.

მამა ვასილის დიდი ბერული ღვაწლის შემყურე გაოცებას ვერ მალავდა 92 წელს მიღწეული, მხცოვანი მოძღვარი არქიმანდრიტი თორნიკე (მოსეშვილი), რომელსაც ჩვენ 2006 წელს შევხვდით და მცირე აუდიოჩანაწერიც გავაკეთეთ.

"მე 1956 წელს დავბრუნდი პატიმრობიდან და ვასილი ბეთანიის მონასტერში დამხვდა. დაუზოგავი მლოცველი იყო, დიდი მლოცველი! ერთ საათს არ გაცდებოდა. უაღრესად განათლებული პიროვნება იყო... ვასილი ძალიან მარხული იყო. დიდ პატივს ვცემდით. ბეთანიაში ძალიან კარგი მამები იყვნენ, ბევრი ჭირი გადაიტანეს, მაგენი დევნილები იყვნენ".

- ვის გულისხმობდა დევნილ ბერებში არქიმანდრიტი თორნიკე?

- დიდ ბეთანიელ ბერებს, წმინდა გიორგი მხეიძეს, წმინდა იოანე მაისურაძეს, მღვდელმონაზონ ვასილს (ფირცხალავა) და წმინდა გაბრიელ ბერს, რომელიც ხშირად ადიოდა მოძღვართან ბეთანიის მონასტერში.

წმინდა მამების ლოცვით ბეთანია იქცა დიდ სულიერ სავანედ. საბჭოთა ქვეყნებში ათეიზმის მძლავრი პროპაგანდით ჩამოწოლილმა სიბნელემ ვერ გაანელა ბეთანიაში ანთებული ნათელი. ბეთანია იყო ვითარცა ოაზისი უდაბნოში. ბეთანია იყო ერთადერთი მოქმედი მამათა მონასტერი მთელ საქართველოში. როცა ღვთის სიტყვა თითქმის აღარ გაისმოდა საქართველოში, ბეთანიას განსაკუთრებული მნიშნელოვანი მისია ეკისრა - იგი ერთადერთი ადგილი იყო საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ ხმამაღლა იქადაგებოდა ქრისტიანობის მარად ცხოველი ჭეშმარიტებანი. (ბეთანიელი მამები) ერთგვარ შუქურასავით იყვნენ იმ უკუნი და მღელვარე უფსკრულის თავზე, მხსნელ ნავსაყუდელს უჩვენებდნენ გზააბნეულ ხალხს". (არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე "ივერიის ბეთანია"). ამგვარი დიდი მნიშნელობის იყო ბეთანიელი მამების ღვაწლი და შრომა. ცხადია, ეს აღიზიანებდათ ათეისტური იდეოლოგიის მსახურებს და, ბუნებრივია, დიდი იყო ზეწოლა და დევნა ბეთანიელი მამების. კომუნისტური ხელისუფლების სათავეში ნ. ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ, ღვთისმსახურთა დევნა უფრო გაძლიერდა. "ნიკიტა ხრუშჩოვმა ტელევიზიით განაცხადა, მე უკანასკენლ მღვდელს ეკრანიდან გიჩვენებთ, ის იქნება ბოლო სასულიერო პირი ჩვენს ცხოვრებაშიო და დასძინა, წინასწარ ვიცი, ის მღვდელი ან ქართველი, ან უკრაინელი იქნებაო (სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II").

საგულისხმოა, რომ სარწმუნოების დევნის დროს პირველი დარტყმა ბეთანიელმა მამებმა მიიღეს, რაც მოციქულთა ტრადიციას გვახსენებს.

ხრუშჩოვის მმართველობის დროს აღესრულა სამი დიდი ბეთანიელი ბერი - 1957 წელს წმინდა მამა იოანე (მაისურაძე), 1960 წელს 37 წლის მღვდელმონაზონი მამა ვასილი (ფირცხალავა), 1962 წელს წმინდა გიორგი (მხეიძე) და სწორედ ეს დაუნდობლობა ჰქონდა მხედველობაში არქიმანდრიტ თორნიკეს.

- როგორ შეაფასებთ ბეთანიის მონასტრის როლსა და მნიშვნელობას ქართველი ერის სულიერ გამოფხიზლებაში?

- ბეთანიის მონასტრის როლი დიდია ქართველი ერის სულიერი განვითარების თვალსაზრისით - იქ მოღვაწეობდნენ დიდი წმინდა მამები. ბეთანია იყო მონასტერი, რომელიც აერთიანებდა ურწმუნოსა და მორწმუნეს, ურწმუნო რწმენაში შეჰყავდა, მორწმუნეს განამტკიცებდა. მამა ვასილი წერდა (წერილი მომაწოდა დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა, რისთვისაც მადლობას ვუხდი):

"მაშასადამე, ბეთანიის მონასტერში არის ნამდვილად გახსნილი სალოცავი სახლი მორწმუნეთათვის, სადაც შეუძლია ყველა მორწმუნეს შევიდეს და ილოცოს, ამავე დროს იგი არის პირველი ხარისხის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი, სადაც შეუძლია ყველა ურწმუნოს შევიდეს და დაათვალიეროს იგი. ამრიგად, გამოდის, რომ ბეთანიის ტაძარი არის მორწმუნეთა და ურწმუნოთა გამაერთიანებელი პუნქტი. აქ ყველას უხარია, როგორც მორწმუნეს, ისე ურწმუნოს, ბეთანიის ტაძარს ყველა ემსახურება, როგორც ურწმუნო, ისე მორწმუნე. ბეთანიის ტაძარს ყველა იცავს, როგორც მორწმუნე, ისე ურწმუნო.

ვისაც ერთობა უყვარს, მას უეჭველად ბეთანიაც უყვარს, რადგან ნამდვილი ერთობა და სიხარული მიმანიშნებელია წმინდა მამების დიდ ღვაწლზე".

- მამა ვასილის მონაზვნური ღვაწლის შესახებაც გვიამბეთ.

- ბეთანიის მონასტერს უამრავი ადამიანი სტუმრობდა. მამა ვასილი მათ გულთბილად იღებდა, აცნობდა ბეთანიის მონასტრის ისტორიას, ფრესკებზე გამოსახული სიუჟეტების საღვთისმეტყველო მნიშვნელობას, აჩვენებდა მონასტერში საგანგებოდ შენახულ წმინდა მამათა საძვალეს, მისი ქადაგება დიდ ზეგავლენას ახდენდა ადამიანზე... მრავალი ადამიანი ინათლებოდა.

"მამა ვასილი დიდი მოღვაწე აღმოჩნდა... შესანიშნავად ქადაგებდა" (არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე). ბეთანიიდან მამა ვასილი სამეგრელოშიც ჩადიოდა, სადაც ქადაგებდა, აღავლენდა წირვა-ლოცვას. ნათლავდა ხალხს. მამა ვასილის ძმისშვილი, გურამ ფირცხალავა იხსენებს: "ჩვენთან, სოფელში, ზოგჯერ ერთი კვირაც რჩებოდა... როგორ გადაჰქონდა დღე, არ ვიცი. არც თევზს ჭამდა, არც ჩაის სვამდა, ვაშლიც არ მინახავს, რომ ეჭამოს. დედა განიცდიდა შვილის უჭმელობას და ეტყოდა: "ვალიკო, ჭამე, თორემ მოკვდებიო".

"არა, არ მოვკვდები", - ამშვიდებდა დედას და თავის აღთქმას არ შეცვლიდა".

საინტერესო პარალელები იკვეთება მამა გაბრიელისა და მამა ვასილის მონაზვნური ღვაწლის შედარებისას. მათ, ეტყობათ, რომ ერთი მასწავლებელი და დამრიგებელი ჰყავდათ. მოძღვრის დარად სულიერი შვილებიც მკაცრი უჭმელობით, მარხვით გამოირჩეოდნენ. მამა გაბრიელს უთქვამს, "სულ მშიოდა, მაძღარი არასოდეს ვყოფილვარო".

მამა ვასილს, თავის სენაკში, თვალსაჩინო ადგილას, თავის ქალა და ძვლები ეწყო, რომ მიწიერი ცხოვრების ამაოება და სიკვდილი მუდმივად ხსომებოდა.

ასევე, მამა გაბრიელს თავის კელიაში ჰქონდა თავის ქალა, რათა სიკვდილი ხსომებოდა.



წმინდა იოანე მაისურაძის საფლავთან მარცხნიდან სხედან:

მამა ვასილის ძმისშვილი ლავრენტი ფირცხალავა,

წმინდა გიორგი მხეიძის ძმისშვილი გივი მხეიძე,

მამა ვასილის დედა მარიამი, მამა ვასილი, მონასტრის სტუმარი,

წმინდა გიორგი-იოანე მხეიძე.

სიკვდილის ხსოვნა მონაზვნური ღვაწლის ერთ-ერთი სახეა, რომელიც მონაზონს ეხმარება უვნებობის მიღწევაში: "ხსენებამ სიკვდილისმან განკუეთოს გემონი ჭამადთანი, ხოლო რაჟამს ესევითარნი იგი გემონი სიმდაბლით განიკვეთონ, მათ თანა განიკვეთიან ვნებანიც", - გვასწავლის წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. მამა ვასილმა წმინდა მოძღვრის მეთვალყურეობით, მკაცრი მარხვით, სიმდაბლით, გამუდმებული ლოცვით, დიდ სულიერებას მიაღწია, მაგრამ ძნელია გადმოსცე ჭეშმარიტი მონაზვნის შინაგანი ცხოვრება. აი, რას ამბობს გიორგი მერჩულე: "მარტვილნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე (მონაზონნი) ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათვის ქრისტესისა"...

- როგორ აღესრულა მამა ვასილი?

- სოფელ ბეთანიის მცხოვრებლები იხსენებენ: "როდესაც მამა ვასილი ბეთანიის მონასტერში მივიდა, მონასტერში ყოფნას მოხუცებსაც უკრძალავდნენ, ახალგაზრდა კაცის გამოჩენა აქ ყველას აკვირვებდა". ეს განსაკუთრებით აღიზიანებდა იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. აიძულებდნენ მამა ვასილს, ბერის შესამოსელი გაეხადა, დაეტოვებინა მონასტერი. ერთხელ დაიბარეს ჩეკაში (გაზ. "საპატრიარქოს უწყებანი",N21) დაკითხვის შემდეგ უკან თანამშრომლები დაადევნეს და სასტიკად აცემინეს. მიხვდნენ, რომ მონასტერში ვერ მივიდოდა, მანქანით წაიყვანეს და მონასტრის მახლობლად დააგდეს. წმინდა მამა გიორგის ხრიალის ხმა შემოესმა, კარი რომ გაიღო, მამა ვასილი შერჩა ხელთ. ამ ცემის შემდეგ მამა ვასილი მალევე აღესრულა. ამ ტრაგიკული ამბის შესახებ დაიწერა ამერიკაში გამოცემულ ჟურნალში "მართლმადიდებლური სიტყვა".

ასევე ემუქრებოდნენ მამა გაბრიელს. ვალერია ალფევა წიგნში, "წოდებულნი, რჩეულნი, ერთგულნი", წერს, თუ როგორ დაესხნენ თავს ბეთანიას მიმავალ მამა გაბრიელს. ადვილი შესაძლებელია, რომ ამ ინციდენტით კომუნისტური სულისკვეთებით გამსჭვალულმა სოფლელებმა მიანიშნეს მამა გაბრიელს, რომ მასაც ისევე ვერაგულად, მხეცურად გასწორდებოდნენ, როგორც გაიმეტეს მამა ვასილი წლების წინ" (ქრისტეს აღმსარებელი თანამედროვე საქართველოში).

ამ ჩანაწერიდან ჩანს, რომ მამა ვასილი მოკლულია. წმინდა გიორგი მხეიძე, მისი მოძღვარი, ორგზის მოწამეს უწოდებდა მას.

- რა ანდერძი დაგვიტოვა მამა ვასილმა?

- მამა ვასილის ანდერძი იყო, დაეკრძალათ წმინდა მამა იოანეს გვერდით. წმინდა მამა გიორგიმ მორწმუნეებთან ერთად საფლავიც განუმზადა, მაგრამ დაკრძალვამდე ერთი საათით ადრე ჩამოვიდნენ მამა ვასილის ნათესავები და ძალით გადაასვენეს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზუმში.

- როდის აღსრულდება მამა ვასილის ანდერძი?

- როდესაც მამა გაბრიელის ანდერძი აღესრულება. შეგახსენებთ მამა გაბრიელის ანდერძს: "მამა გიორგი უხრწნელი წევს საფლავში. გახსენით ჩემი მოძღვრის საფლავი, რა უნდა უხრწნელ მამას მიწაში".

2008 წლის 29 მაისს, საპატრიარქოში, უწმინდესმა მიიღო მამა ვასილის მშობლიური სოფლიდან ჩამოსული მოსწავლეები, პედაგოგები და მამა ვასილის ნათესავები. შეხვედრის დროს დაისვა მამა ვასილის ანდერძის აღსრულების საკითხი. პატრიარქმა ბრძანა, მისი სული გაიხარებს ბეთანიაში რომ დაბრძანდეს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის!" პატრიარქმა დასძინა, რომ მამა ვასილის კანონიზაციის საკითხიც დადგება. (გაზ. "საპატრიარქოს უწყებანი", 2008 წ.)

მამა ვასილის გადმოსვენების საკითხი არ არის ისეთი მარტივი მოვლენა, რომ საფლავი ერთ ადგილას გაიხსნას და მეორეგან დაიკრძალოს. ერმა უნდა იცოდეს, როგორი მოღვაწე ჰყავდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
20 მაისს არის ხსენება ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფისა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა, ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler