დაიბადა 1982 წელს დაბა სურამში. სპეციალობა - ფილოსოფიის მაგისტრი რელიგიათმცოდნეობის სპეციალობით; ფილოლოგი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 2007 წლიდან არის ჟურნალ "კარიბჭის" ჟურნალისტი. 2011-2013 წლებში მუშაობდა დამოუკიდებელ საერო გიმნაზია "შავნაბადაში" რელიგიის მასწავლებლად. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო